საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, ანრი ოხანაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ზაზა ლომინაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, გენრიეტა წიწავას, კახა კახიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი ხახუბიას, თენგიზ შარმანაშვილის, ნინო წილოსანის, დავით მათიკაშვილის, ვლადიმერ კახაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი კირცხალიას, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის, ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი მეზურნიშვილის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/332; 31.05.2023); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/333; 31.05.2023) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (370 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (289 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (724 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (222 KB)
📄 წერილი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-11
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-14015/23
11-09-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში
შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/332; 31.05.2023) (პირველი მოსმენით
განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 სექტემბერი);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/333; 31.05.2023) (მეორე მოსმენით განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის
12 სექტემბერი).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge