საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7389/23; 24.05.2023); ბ) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7630/23; 31.05.2023)
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-11
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-14028/23
11-09-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის
როგორც
ცნობილია,
საქართველოს
პარლამენტისთვის
წარდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:
− ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-7389/23; 24.05.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის
12 სექტემბერი);
− ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-7630/23; 31.05.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის
14 სექტემბერი).
აღნიშნულ
საკანონმდებლო
წინადადებებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო
წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო
განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge