საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 120
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2023 წლის 11 სექტემბერი 13.00
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს
პარლამენტის
გამოკლებული
წევრის
ქეთევან
დუმბაძის
ადგილმონაცვლის ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების
ნამდვილობის შემოწმების საკითხის განხილვა
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2023 წლის 11 სექტემბერი 13.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N120
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ
კორძაია,
გურამ
მაჭარაშვილი,
სალომე
ჯინჯოლავა,
ლევან
მგალობლიშვილის
უფლებამონაცვლე ნოდარ ტურძელაძე, გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე ისკო დასენი და
გენრიეტა წიწავას უფლებამონაცვლე გიორგი ჩაკვეტაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის
ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების
ნამდვილობის შემოწმების საკითხის განხილვა
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის
ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა.
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს - საქართველოს პარლამენტის
გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად
პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიული
სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის
(პარტიულ სიაში N44) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური
გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - ქეთევან ჩარკვიანი
(პარტიულ სიაში N84).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს
ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
1
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის
ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის
გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს
უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების
ნამდვილობის შემოწმების საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, განიხილავს წარმოდგენილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე განხორციელებული
საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს,
რომელიც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების საკითხის აღძვრის უფლების განხორციელებას. შემოწმების შედეგად დადგინდა
საქართველოს პარლამენტის 80 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ხელმოწერების
რაოდენობას (პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი).
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
კომიტეტის დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების
ნამდვილობის შესახებ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი
მომხრე - 7 წევრი
წინააღმდეგი - 2 წევრი
გადაწყვიტეს:
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა დასკვნას პარლამენტის
წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ;
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს ინფორმირებისათვის.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2