საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (კახა წიქარიშვილი) მიერ წარმოდგენილ, საქართველოს 6084 მოქალაქის ხელმოწერილ, „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის“ (№1-6811/23; 15.05.2023) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-14135/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-18
ბიუროს ნომერი 281

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-14135/23 12-09-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (კახა წიქარიშვილი) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 6084 მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის“ (№1-6811/23; 15.05.2023) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 12 სექტემბერს სხდომაზე განიხილა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (კახა წიქარიშვილი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 6084 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის“. პეტიციაში ყურადღება გამახვილებულია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ასევე საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნაზე. პეტიციის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას: დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე; უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე; უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შემდგომი შესწავლა და განხილვა. დანართი: 10 ფურცელი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge