საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 2-4 აგვისტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში სამსახურებრივი ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#2-14180/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-18
ბიუროს ნომერი 281

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-14180/23 13-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 2-4 აგვისტოს სამსახურებრივი ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებოდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ბერლინში 2023 წლის 2 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში. I. ვიზიტის მიზანი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმისა და ახალ კოდექსზე მუშაობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების გამართვა გერმანიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან გერმანიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის (OWiG) პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად. ამასთანავე, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრა შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსთან. II. დელეგაციის შემადგენლობა დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: 1. ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. პაატა ტურავა - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მოწვეული სპეციალისტი; 3. ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. III. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსთან, მათიას ფოლერტთან. შეხვედრას 1 გერმანული მხარიდან ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები - ტერეზა შონფელდი და ალექსანდრა კლობესი. ანრი ოხანაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესთან დაკავშირებით. მან ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის რთული გასაგები იქნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, არაერთი მიმართულებით საქართველო უფრო წინ არის, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ბოლოს, ანრი ოხანაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის უსაფრთხოების ჩანაწერისთვის, რომლის თანახმადაც, გერმანიის სტრატეგიაში არსებული მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, რომლის პერსპექტივაში საქართველოც მოიაზრება. მათიას ფოლერტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა აქვს, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის, საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. იმავე დღეს ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროში, V დეპარტამენტის (კონსტიტუციური სამართალი, სახელმწიფო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) ხელმძღვანელთან, ევა-ლოტა გუტიართან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ბერნდ კუსტერი და სილკე ნოლაუ. 2 შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გერმანიის ფედერალური შსს-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის პროცესის მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ ისაუბრა თავის გამოცდილებაზე, გერმანიაში მოქმედი კანონის ხარვეზებსა და დადებით მხარეებზე. სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბერლინის პოლიციის წარმომადგენლებთან, მათგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებით დაგროვებული გამოწვევების შესახებ და მიიღო პრაქტიკული რჩევები. გამოცდილებისა და IV. შეჯამება 2023 წლის 2-4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის, ბერლინში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იმ სამართლებრივი და პრაქტიკული გამოცდილების გაცნობა, რომელიც გერმანიაში არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა, რადგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ჰქონდა შესაძლებლობა, გერმანული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გერმანიის ფედერალური შსს-ისა და ბერლინის პოლიციის წარმომადგენლებისგან მიეღო. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსს, რამაც დამატებით შეუწყო ხელი გერმანული მხარისთვის საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შესახებ განახლებული და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. 3