„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-18
ბიუროს ნომერი 281
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლს
დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და
ნახევარკუნძულის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე განკარგვა
შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში
შექმნილ ხელოვნურ კუნძულებსა ან/და ნახევარკუნძულებზე ვრცელდება ამ კანონის 34-ე
მუხლის მოთხოვნები.
5. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულებსა ან/და
ნახევარკუნძულებს არა აქვთ კუნძულისა ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და თავისი
ტერიტორიული ზღვა. მათი არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული
ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების
დადგენაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს
ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების
ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე, მათი განკარგვის სამართლებრივი
რეგულირების აუცილებლობით.
მოცემულ ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული არ არის საქართველოს
ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების და ნახევარკუნძულების
ექსპლუატაციასთან და ლიკვიდაციასთან, ასევე, მათ განკარგვასთან დაკავშირებული
საკითხები, რაც აფერხებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამგვარი კუნძულებისა და
ნახევარკუნძულების შექმნისა და განკარგვის გზით ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის
ეფექტურად რეალიზებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. ამ თვალსაზრისით,
საქართველოს, მრავალი ზღვისპირა სახელმწიფოს ანალოგიურად, გააჩნია მნიშვნელოვანი
ინტერესი,
გაჩნდეს
ნახევარკუნძულებისა
რეგულირებისათვის.
საკანონმდებლო
და
კუნძულების
საფუძველი
შავ
ზღვაში
შექმნის
მათი
განკარგვის
და
ხელოვნური
საკითხის
გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების მართვა
და განკარგვა ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად. ამავე კანონის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად,
პრივატიზებას არ ექვემდებარება ტერიტორიული წყლები. ბუნდოვანების აღმოფხვრის
მიზნით,
აუცილებელია
საკანონმდებლო
დონეზე
დაზუსტდეს,
რომ
საქართველოს
ტერიტორიულ ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ხმელეთი, განიკარგება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 27 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული
იქნა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ამბასადორი ბათუმი
აილენდისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ №1711
განკარგულება
(შემდგომში
-
საქართველოს
მთავრობის
განკარგულება),
რომლის
საფუძველზე, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ (ს/ნ 445601126, შემდგომში - კომპანია)
აღნაგობის უფლებით გადაეცა, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ
არსებული, 891258 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის
(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.30.38.035) და 551965 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.30.38.036).
საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და მის საფუძველზე 2021 წლის 30 სექტემბერს
დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მსხვილი საინვესტიციო
პროექტის
განხორციელების
ვალდებულება
კომპანიის
მხრიდან,
რაც
გულისხმობს
სახელმწიფოს მიერ განკარგულ ქონებაზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა (12 ჰა და 15
ჰა) და ერთი ხელოვნური კუნძულის (5 ჰა) შექმნას და მათ ინფრასტრუქტურულ
განვითარებას, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) ჯამურად
არანაკლებ 500-ნომრიან სასტუმრო(ებ)ს, სავაჭრო ცენტრ(ებ)ს, საცხოვრებელი დანიშნულების
შენობა-ნაგებობებს,
ზღვისპირა
ბულვარს,
საზოგადოებრივ
პლაჟ(ებ)ს,
აკვაპარკ(ებ)ს,
იახტკლუბს, საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ს. აღნიშნული პროექტის განხორციელების
მიზნით, კომპანიამ უნდა განახორციელოს არანაკლებ 100 000 000 (ასი მილიონი) აშშ
დოლარის ეკვივალენტი ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების
გარეშე) ინვესტიცია.
კომპანია, თავის მხრივ, უფლებამოსილია, ხსენებული ნახევარკუნძულების/კუნძულის
შექმნის
შემდგომ,
მოითხოვოს
ამავე
ნახევარკუნძულ(ებ)ზე/კუნძულზე
საკუთრების
უფლების მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იმ პირობით, რომ
პრივატიზებულ ქონებაზე გავრცელდება საინვესტიციო პროექტის განხორციელებასთან
დაკავშირებული
ვალდებულებები.
კანონმდებლობის
თანახმად,
ხოლო
იმ
დასაშვები
შემთხვევაში,
არ
თუკი
საქართველოს
გახდება
შესაქმნელი
ნახევარკუნძულების/კუნძულის
პირდაპირი
მიყიდვის
ფორმით
პრივატიზება,
ზემოაღნიშნული
ხელშეკრულება
და
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
ვალდებულებები შეწყდება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების
არარსებობა, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის სრულყოფილად რეალიზებისათვის
ხელშემშლელი ფაქტორია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონი
(შემდგომში - კანონი) (მუხლი 34.1) არეგულირებს საქართველოს განსაკუთრებულ
ეკონომიკურ ზონაში საქართველოს განსაკუთრებულ უფლებებს, მათ შორის, ააგოს, აგრეთვე,
ნება დართოს ააგონ და დაარეგულიროს ხელოვნური კუნძულების შექმნა, ექსპლუატაცია და
გამოყენება. ამასთან, კანონის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა
არის ზღვის რაიონი, ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის ჩათვლით, რომელიც განლაგებულია
საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ და ეკვრის მას (მუხლი 30.1). ხოლო
საქართველოს ტერიტორიული ზღვა, თავის მხრივ, არის 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო
სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო
წყლებს (მუხლი 15.1). შესაბამისად, ის წყლით დაფარული ტერიტორია, სადაც არსებობს
ნახევარკუნძულის შექმნის პოტენციალი, მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიული ზღვას,
ხოლო საქართველოს კანონმდებლობა მოცემულ ეტაპზე უშუალოდ არ აწესრიგებს,
საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში კუნძულის ან ნახევარკუნძულის ექსპლუატაციასთან,
ასევე, მათ განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შესაბამისად, ქვეყანის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზების მიზნით, რომელიც, მათ
შორის, მოიცავს კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, აუცილებელია,
გაჩნდეს საკანონმდებლო საფუძველი, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი
ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესითა და ფორმებით განკარგვისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონით მოწესრიგდება საქართველოს ტერიტორიულ
ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები
იმგვარად, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
შექმნილი ხელოვნურ კუნძულთან მიმართებით (კანონის 34-ე მუხლი). ამასთან, გაჩნდება
სამართლებრივი საფუძველი მათი განკარგვისათვის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად შექმნილი
კუნძულის და ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით
იმოქმედებს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები და მოთხოვნები, რაც ხელს
შეუწყობს
შავი
ზღვის
ტერიტორიაზე
მნიშვნელოვანი
საინვესტიციო
პროექტების
განხორციელებას, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკური პოტენციალის
რეალიზებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის მე-15 მუხლისთვის მე-4 და მე-5 პუნქტების
დამატება, რომლითაც დაზუსტდება, რომ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ
ხელოვნურ ნახევარკუნძულებისა და კუნძულებს, რომელთაც არა აქვთ კუნძულისა და
ნახევარკუნძულის სტატუსი, თავისი ტერიტორიული ზღვა, მათი არსებობა გავლენას არ
ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და
კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე. ასევე, კანონით განისაზღვრება, რომ
შესაძლებელია ამგვარი ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის განკარგვა
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით.
ამასთან,
დარეგულირდება
ხელოვნური
ნახევარკუნძულებისა
და
კუნძულების
ექსპლუატაციასა
და
ლიკვიდაციასთან
დაკავშირებული საკითხები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გაწევასთან და მისი მიღება არ
საჭიროებს დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის განკარგვის
შესაძლებლობის გაჩენა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხელოვნურ კუნძულსა და
ნახევარკუნძულზე ინვესტიციების განხორციელებას, როგორც ქვეყანაში დამატებითი
ინვესტიციის მოზიდვას (მაგ. შპს „ბათუმი აილენდი“ ვალდებულია ხელოვნურ კუნძულისა
და ნახევარკუნძულების შექმნისა და განვითარებისათვის განახორციელოს მინიმუმ 100 000
000 (ასი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (დამატებული ღირებულების
გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობის ინვესტიცია). ხელოვნური კუნძულისა და
ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების შედეგად, სახელმწიფო
ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
მიიღებს დამატებით შემოსავლებს გადახდილი გადასახადების სახით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გააჩენს შესაძლებლობას განხორციელდეს საქართველოს
ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის
პრივატიზება, რაც გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც დაინტერესებას გამოხატავენ
განახორციელონ ინვესტიციები ქვეყანაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის
შექმნისა და განვითარების გზით და მოიპოვონ მათზე საკუთრება. ამ ეტაპზე, ამგვარ
დაინტერესებულ პირს წარმოადგენს შპს „ბათუმი აილენდი“, რომელიც მის მიერ შექმნილ
ხელოვნურ ნახევარკუნძულებსა და კუნძულზე საკუთრების უფლების მოპოვების
შემთხვევაში, განახორციელებს ინვესტირებას აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის
შექმნის მიზნით, რაც მოიცავს ჯამურად არანაკლებ 500-ნომრიან სასტუმრო(ებ)ს, სავაჭრო
ცენტრ(ებ)ს, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს, ზღვისპირა ბულვარს,
საზოგადოებრივ
პლაჟ(ებ)ს,
აკვაპარკ(ებ)ს,
იახტკლუბს,
საგანმანათლებლო
დაწესებულებ(ებ)ს. ასევე, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირთა
მდგომარეობაზე, რომლებიც დასაქმდებიან საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ
ხელოვნურ კუნძულსა და ნახევარკუნძულზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და
ფუნქციონირების პროცესში (მათ შორის, ხსენებული საინვესტიციო პროექტის ფარგლებში).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.