„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(„www.matsne.gov.ge”),
17/10/1997,
სარეგისტრაციო
კოდი:
010.320.050.05.001.000.268) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 15: თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს
შემდეგ ინფორმაციას პირის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების შესახებ :
ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის
მისამართი და ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) პირის სამსახური , დაკავებული თანამდებობა , სამსახურის მისამართი ,
ტელეფონის ნომერი ;
გ) პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის სახელი, გვარი, პირადი ნომერი,
დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი;
დ) პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე
თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის წილის
ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა, გადახდილი საფასურის ოდენობა,
საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა;
ე) პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებული მოძრავი
ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი
თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, –
მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის
ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის წილის ოდენობა), შეძენის
თარიღი, შეძენის ფორმა და გადახდილი საფასურის ოდენობა;
ვ) პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებული ფასიანი
ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი, მესაკუთრის ვინაობა, ფასიანი ქაღალდის
სახეობა, გადახდილი საფასურის ოდენობა, ნომინალი და რაოდენობა, შეძენის
თარიღი, შეძენის ფორმა;
ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში
არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს, მისი
ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის
ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის
ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან
დებეტი);
თ) პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებული ნაღდი
ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 4 000 ლარს აღემატება, – ფულადი თანხის
მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის წყარო და ფულადი თანხის ოდენობა
შესაბამის ვალუტაში;
ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის
წევრის, ახლო ნათესავის პირდაპირი მონაწილეობა და არაპირდაპირი მონაწილეობა.
საწარმოს საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში
მონაწილე პირი და მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები
(იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული
მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი,
მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის პროცენტული
ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან
მიღებული
შემოსავლის
ოდენობა
(საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირი
მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, საქმიანობის
სახეობა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში –
სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს
კაპიტალში ძირითადი საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა;
კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის მიერ
შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში
მონაწილეობის გარდა, − სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური,
რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს,
თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს
შესრულებით მიღებული შემოსავალი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე);
ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის
მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება (გარდა მიღებული საჩუქრისა),
რომლის საგნის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის
ხელშეკრულება,
ღირებულების
მიუხედავად),
–
ხელშეკრულების
სახეობა,
ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი
ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო,
რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება,
საანგარიშო
პერიოდში
ხელშეკრულებით
მიღებული
მატერიალური
შედეგი
(საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);
მ) პირის , მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის მიერ საანგარიშო პერიოდში
მიღებული საჩუქარი , რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს – საჩუქრის
მიმღების ვინაობა , საჩუქრის გადამცემი , გადამცემის მიმღებთან კავშირი , საჩუქრის
სახეობა , საჩუქრის საბაზრო ღირებულება ;
ნ) საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ნებისმიერი
შემოსავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 3
000 ლარს, ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში
აღემატება 5 000 ლარს, ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან/და გასავლის
გარდა, – პირი, მისი ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი რომელსაც ჰქონდა შემოსავალი
ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის სახეობა და ოდენობა (ღირებულება);
ო) საიდუმლო გრაფა – ქონების სახეობა (შინაარსი ) და ქონებასთან დაკავშირებული
პირის , მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ვინაობა , ქონებასთან პირის , მისი
ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის კავშირი , ქონების საბაზრო ღირებულება ან /და
ოდენობა ;
პ) დეკლარაციის შევსების თარიღი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია თანამდებობის პირთა ქონებრივი
მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციის შევსების შინაარსში იმგვარი ცვლილების შეტანის
აუცილებლობით, რომელიც მეტად შესაძლებელს გახდის ამ კანონის მიზნებისა და
ამოცანების გადაჭრას. მოქმედი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენასა და
აღკვეთას, კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობაში მიცემას,
რადგან თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციის
შევსება ხდება მხოლოდ დეკლარანტის (დეკლარაციის წარმდგენი პირი) და მისი ოჯახის
წევრის უძრავი და მოძრავი ქონების, ფასიანი ქაღალდების, ნაღდი ფულის, სამეწარმეო
საქმიანობაში მონაწილეობის, ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებით მიღებული
შემოსავლის და სხვა მონაცემების მითითებით. დეკლარაციის შევსების ინსტრუქციის
შესაბამისად, დეკლარანტის გარდა, დეკლარაციაში ასახულ პირთა წრე განისაზღვრება
შემდეგნაირად: „მეუღლე, შვილი, გერი თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირი“. შესაბამისად,
დეკლარანტთან ისეთი ნათესაური კავშირების მქონე პირები, როგორიცაა დედა, მამა, და, ძმა
მეუღლის დედა, მეუღლის მამა, მეუღლის და ან ძმა, დეკლარაციაში ხვდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირი მუდმივად ცხოვრობს დეკლარანტთან ერთად, რაც
პრაქტიკაში იშვიათად ხდება. ქართულ რეალობაში პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი
აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და/ძმა, მშობლის/შვილის გერი, ამ კანონის
მიზნებისთვის ტერმინის მნიშვნელობით - „ახლო ნათესავი“, წარმოადგენს ისეთ ნათესაურ
კავშირს, რომელთანაც თანამდებობის პირის მიერ კორუფციულ გარიგებებში შესვლა
გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვა არანათესაურ კავშირში მყოფ პირთან შედარებით.
სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ამ კანონის მოქმედი რედაქცია, როდესაც ის ავალდებულებს
თანამდებობის პირს, დეკლარაციაში მიუთითოს ოჯახის წევრის ქონებრივი მდგომარეობის
შესახებ მონაცემები, თუმცა პრაქტიკაში ამ პრინციპის სათანადოდ უზრუნველყოფა, ზემოთ
აღნიშნული გარემოებების გამო, ვერ ხორციელდება. ქვეყანაში არაერთი ფაქტი
ფიქსირდება, როდესაც უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა
დეკლარაციაში მითითებულია ახლო ნათესავის მხრიდან ქონების/კოლოსარული თანხის
ჩუქების ფაქტი, მაგრამ არ ხდება ამ ქონების/თანხის წარმომავლობის დასაბუთება. მსგავსი
ფაქტები ლოგიკურად აჩენს დამატებით კითხვებს და იწვევს ეჭვებს საზოგადოებაში
სავარაუდო კორუფციულ საქმიანობაზე.
ზემოაღნიშნული გამოწვევის გადასაჭრელად აუცილებელია, თანამდებობის პირმა
ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციაში ასახოს არამხოლოდ საკუთარი და
ოჯახის წევრის ქონებრივი მონაცემები, არამედ - „ახლო ნათესავის“ მონაცემებიც
მიუხედავად იმისა, დეკლარანტის „ახლო ნათესავი“ ცხოვრობს თუ არა მასთან ერთად. ამ
ცვლილებით შევამცირებთ იმ რისკებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში
ანტიკორუფციული მექანიზმების ეფექტურობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, კორუფციული რისკები შემცირდება,
გაუმჯობესდება საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
თავიდან აცილების შესაძლებლობა, გაუმჯობესდება მათი გამოვლენისა და აღკვეთის
შესაძლებლობები, გაიზრდება შესაძლებლობა, კორუფციული სამართალდარღვევის
ჩამდენი პირი მიეცეს პასუხისგებაში.
ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტი ეხმიანება ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელი 12
რეკომენდაციის სულისკვეთებას, განსაკუთრებით - ანტიკორუფციული მექანიზმების
გაძლიერების ნაწილში, მისი მიღების შედეგად, გაუმჯობესდება ანტიკორუფციული
ღონისძიებების მიმართულებით საქართველოს პროგრესი რეკომენდაციების შესრულების
ნაწილში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილების თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი
დეკლარაციის შევსებისას, დეკლარაციაში აისახება არამხოლოდ თანამდებობის პირისა და
მისი ოჯახის წევრის ქონებრივი მონაცემები, არამედ აისახება ახლო ნათესავის ქონებრივი
მონაცემებიც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონპროეტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის პროექტის შინაარსის აქტუალობიდან გამომდინარე იგი
გამოქვეყნებისთანავე. პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ძალაში
შევა
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
პირის თანამდებობრივი დეკლარაციის შევსება ხორციელდება პირის მიერ შესაბამისი
თანამდებობის დაკავებდან ერთი წლის თავზე. ამასთან, დეკლარაციის შევსების
კონკრეტული თარიღები კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. აღნიშნულიდან
გამომდინარე, კანონპროექტის დასაბუთებაში მოცემულ საკითხთან დაკავშირებული
რისკები აქტუალურია მუდმივად, წარმოდგენილი ცვლილების განხორციელებამდე, რამაც
შესაძლოა შექმნას ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე
პასუხისმგებლობისგან დაღწევის შესაძლებლობა.
ამასთან, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის მზაობის შეფასებას
ელოდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. შესაბამისად, ამ კანონპროექტის დროულად
მიღება მნიშვნელოვანია, რამდენადაც დამატებითი ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნა
დადებით გავლენას მოახდენს ანტიკორუფციული მიმართულებით რეკომენდაციის
შესრულების შეფასების ნაწილში.
ამიტომაც კანონპროექტის მიღება დაჩქარებული წესით არის წარმოდგენილი.
კანონპროექტის სწრაფად განხილვა და მიღება, გამოიწვევს შესაძლო კანონდარღვევების
სწრაფად გამოვლენის შესაძლებლობების ზრდას და ხელს შეუწყობს ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის დადებითი შეფასების მიღებას საქართველოსთვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას
არ მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებების) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულებების მითითებით, რომელზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრული ქმედებებს ქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულებების/შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება),
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი,
შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი,
შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია.