საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-7799/23; 05.06.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14518/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 88

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
9/18/23, 2:23 PM საქართველოს პარლამენტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა თარიღი 18 სექტემბერი 2023 16:00 2023 წლის 18 სექტემბერი, 16:00 საათი საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (07-2/307; 05.07.2023) განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თორნიკე ჭეიშვილი; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია; სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/297; 14.06.2023); მომხსენებელი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნიკოლოზ ვარნაზიშვილი; სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტი; 3. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის https://parliament.ge/print/announcement/2369?local=true 1/2 9/18/23, 2:23 PM საქართველოს პარლამენტი შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-7799/23; 05.06.2023); მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე; ინიციატორი: საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ქეთევან მჭედლიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/2369?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა სხდომა - N88 თარიღი - 2023 წლის 18 სექტემბერი ადგილი/დარბაზი - ქ. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, - ანტონ ობოლაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი ხუნდაძე, ანა წითლიძე, სხდომას არ ესწრებოდა: ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, შალვა შავგულიძე. კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/307; 05.07.2023) განხილვა. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/297; 14.06.2023). 3. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-7799/23; 05.06.2023). სხდომის თავმჯდომარემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა. შემდეგ, სიტყვა განხილვისათის გადასცა დღის წესრიგით გათვალისიწინებული პირველი საკითხის მომხსენებელს უსტიციის მინისტრის მოადგილეს თორნიკე ჭეიშვილს. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას პირველი მოსმენით განხილვისათის წარუდგინა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის 1 წესით წარდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მან კომიტეტის წევრებს კანონპროექტების ზოგადი პრინციპები გააცნო, რომლის თანახმადაც, სამართლიანობის აღდგენა მოხდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის და ისინი სამართლებრივი დაცვის გარანტიებს მიიღებენ. „საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას და შეიძლება ითქვას, მათ გათანაბრებას სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა. გადაწყვეტილება: კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. საკითხის პარლამენტის პლენარულ შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ დღის წესრიგით გათვალისიწნებული მეორე საკითხის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/297; 14.06.2023) პირველი მოსმენით განხილვისათვის სიტყვა დაგასცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ნოდარ პაპუკაშვილს. მომხსენებლის თქმით საკანონმდებლო ცვლილება გამოწვეულია კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ხარვეზებით, ზოგადად, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს მოქნილ ადმინისტრირებას, ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის და სოციალური მუშაკის განმარტებები და ა.შ. გადაწყვეტილება: კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კომიტტეის წევრებმა სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. საკითხის პარლამენტის პლენარულ შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი: საქართველოს მოქალაქეების შალვა 2 ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-7799/23; 05.06.2023). „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო დოკუმენტების მეცნიერულ-ტექნიკური ნაწილის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. ვინაიდან საქართველოში სახელმწიფო ენას წარმოადგენს ქართული ენა, ავტორები მიზანშეწონილად თვლიან, აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა მოხდეს მხოლოდ ქართულ ენაზე და შესაბამისად, კანონიდან ამოღებულ იქნას მითითება „რუსულ, ან ინგლისურ ენებზე“. სარეგისტრაციო დოსიეს მეცნიერულ-ტექნიკური ნაწილი მოიცავს ფარმაცევტული პროდუქტის მფლობელის მიერ განხორციელებული კვლევების, პროდუქტის შემუშავების, სტანდარტიზაციის, ხარისხის, უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით წინაკლინიკური და კლინიკური კვლევების მონაცემებს. შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღნიშნული ნაწილი არის საკმაოდ მოცულობითი. აღნიშნული რეჟიმით რეგისტრირდება დაახლოებით 40-50% ფარმაცევტული პროდუქტებისა, რომელიც წარმოებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც საკომუნიკაციო ენას წარმოადგენს - ინგლისური ენა და ამ ქვეყნებში შემუშავებული პრეპარატების კვლევები შესრულებულია ინგლისურ ენაზე, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში ნაწარმოები პროდუქტების რუსულ ენაზე. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, დოკუმენტაციის ავტორიზებულ/ნოტარიზებულ თარგმანთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მწარმოებელის/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ინტერესის შემცირება საქართველოს ბაზართან მიმართებაში, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას იქონიებს მოსახლეობისთვის საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. მეორეს მხრივ, შემოთავაზებული ცვლილების ვერსიით ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის შემთხვევაში მის რეგისტრაციაზე გაწეული ფინანსური დანახარჯები უარყოფითად აისახება წამლის საბაზრო ხარჯზე, რაც მძიმე ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მწარმოებლის/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის მიერ პროდუქტის სარეგისტრაციო დოსიეს სამეცნიერო-ტექნიკური ნაწილი მოიცავსკონფიდენციალურ და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას და არუნდა ვრცელდებოდეს საჯარო ინფორმაციის სახით. ამასთანავე, ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის სახელმწიფო ენაზე თარგმნა მოითხოვს პროფესიონალი თარჯიმანის მომსახურებას ტექნოლოგიური, ფარმაცევტული ანალიზის და სამეცნიერო მიმართულებით, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს თარგმანის ავთენტურობაზე. გადაწყვეტილება: ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტი უარყოფილად მიიჩნევს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარე ლელა ასათიანი სხდომის მდივანი 3