საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 8 სექტემბერს, ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-14588/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-21
ბიუროს ნომერი 284

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-14588/23 20-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მ/წ 8 სექტემბერს მონაწილეობა მივიღე ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის სხდომაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 1 ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მ/წ 8 სექტემბერს მონაწილეობა მივიღე ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის სხდომაში. სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი წევრ სახელმწიფოებში. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებაზე ეროვნულ დონეზე სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. ასევე, ავღნიშნე, რომ მიმდინარე წლის 13-14 დეკემბერს, ჩემი თავმჯდომარეობით, ამ საკითხზე ქვეკომიტეტის სხდომა ჩატარდება ხორვატიაში, ქ. ზაგრებში. გივი მიქანაძე 09.09.2022