საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 10 სექტემბერს ქ.იერუსალიმში (ისრაელის სახელმწიფო), ისრაელის სახლის ქსელის მიერ ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-14602/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-21
ბიუროს ნომერი 284

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-14602/23 20-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მ/წ 10 სექტემბერს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ.იერუსალიმში (ისრაელის სახელმწიფო), სადაც მონაწილეობა მივიღე ისრაელის სახლის ქსელის მიერ ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 1 ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმდჯდომარის, საქართველოს პარლამენტის ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის - გივი მიქანაძის ქ.იერუსალიმში (ისრეალის სახელმწიფო) მივლინების ანგარიში მოგახსენებთ, რომ მ/წ 10 სექტემბერს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ.იერუსალიმში (ისრაელის სახელმწიფო), სადაც მონაწილეობა მივიღე ისრაელის სახლის ქსელის მიერ ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიკი ზოჰარმა, ინფორმაციის მინისტრმა გალიტ დისტერატბარიანმა, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ბიტანმა, ისრაელის სახლის ქსელის თავმჯდომარემ იციკ მოშემ და სხვა საპატიო სტუმრებმა. ჩემს სიტყვით გამოსვლაში აქცენტები გავამახვილე ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26-საუკუნოვან მეგობრობას, მის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას, ანტისემიტიზმის საქართველოში არარსებობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ჰოლოკოსტისა და ანტისემიტიზმის სწავლების მნიშვნელობასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რაც ამ მიმართულებით მიღებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. დამსწრეთა ყურადღების ფოკუსირება მოვახდინე სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და აღვნიშნე, რომ ისრაელის სახლი პირველად სწორედ საქართველოში გაიხსნა და მისცა ბიძგი ანალოგიური სახლების სხვა ქვეყნებში გახსნას. 18 ქვეყნის დელეგაციას შორის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მხოლოდ მე მხვდა წილად, რაც ასევე ხაზს უსვამს საქართველოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ღონისძიების შემდეგ, არაფორმალურ გარემოში, საუბარი მქონდა ისრაელის მთავრობისა (მინისტრებთან) და ქნესეთის წევრებთან, სადაც ფოკუსირება მოვახდინეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკაზე და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე. პატივისცემით, გივი მიქანაძე