საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 11-15 სექტემბერს ქ. სოფიასა (ბულგარეთის რესპუბლიკა) და ქ. რიგაში (ლატვიის რესპუბლიკა) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-14626/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-21
ბიუროს ნომერი 284

📜 ტექსტი

წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-14626/23 20-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2023 წლის 11-15 სექტემბერს ქ. სოფიასა (ბულგარეთის რესპუბლიკა) და ქ. რიგაში (ლატვიის რესპუბლიკა) მონაწილეობა მივიღე სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც მიზნად რეგულირებასთან ისახავდა დაკავშირებით ახალგაზრდობის ბულგარეთისა პოლიტიკის და ლატვიის სამართლებრივ გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე ხსენებულ რესპუბლიკებთან განათლების სფეროში (ფორმალური და არაფორმალური განათლება) ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების დასახვას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 3 ფ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის გივი მიქანაძის ბულგარეთისა და ლატვიის რესპუბლიკებში მივლინების ანგარიში 2023 წლის 11-15 სექტემბერს ქ. სოფიასა (ბულგარეთის რესპუბლიკა) და ქ. რიგაში (ლატვიის რესპუბლიკა) მონაწილეობა მივიღე სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდობის პოლიტიკის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით ბულგარეთისა და ლატვიის გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე ხსენებულ რესპუბლიკებთან განათლების სფეროში (ფორმალური და არაფორმალური განათლება) ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების დასახვას. სამუშაო ვიზიტის ინიცირება და განხორციელება მოხდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პრიორიტეტების და 2023 წლის სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით. ამჟამად კომიტეტი აწარმოებს ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ასპექტების სამართლებრივი რეგულირების ანალიზს და ამზადებს ანგარიშს. საქართველოს მხრიდან სამუშაო ვიზიტში მონაწილეობდნენ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე - ირაკლი გივიაშვილი, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე - ვატო ბააკაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე - დავით გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი - ანატოლი კორეპანოვი. საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზება მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთსა და ლატვიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით. 12 სექტემბერს, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გავმართეთ ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე დანიელა დაშევასა და უწყების სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილე დანიელა დაშევასთან შეხვედრაზე, სამინისტროს წარმომადგენლებმა გაგვაცნეს ახალგაზრდობის სფეროში რესპუბლიკაში ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე არსებული პოლიტიკა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები. პრეზენტაციის ფარგლებში ბულგარელმა კოლეგებმა მიმოიხილეს სფეროს ინსტიტუციური სტრუქტურა, ძირითადი დაინტერესებული სუბიექტების პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, პოლიტიკის დაფინანსების ასპექტები. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, დაწესებულების თანამშრომლებმა საქართველოს დელეგაცია გააცნეს ახალგაზრდობის სფეროში ეროვნული პროგრამების მიზნები და ამოცანები, განხორციელებასთან დაკავშირებული ასპექტები, ასევე ისაუბრეს ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებსა და მათ დაკმაყოფილების მიდგომებზე. 12 სექტემბერს, საქართველოს დელეგაციის წევრები ბულგარეთის პარლამენტის ბავშვთა, ოჯახის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ნებიე კაბაკს და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდნენ. 1 12 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის რანგში შეხვედრა გავმართე ბულგარეთის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯენალ ტოპალოვა-იაშართან და კომიტეტის წევრებთან. შეხვედრაზე ვისაუბრე ორმხრივი თანამშრომლობისა და იმ შესაძლებლობების უფრო მეტი რეალიზაციის მნიშვნელობაზე, რომელიც ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლებს შორის შესაძლებელია განვითარდეს. შეხვედრაზე გავაჟღერე ინიციატივა ყოველწლიურად ჩატარდეს ერთობლივი საკომიტეტო სხდომა (მონაცვლეობით ორივე ქვეყანაში), სადაც განხილული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და ბულგარეთის თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე ევროკავშირის პროგრამის „Horizon Europe“ ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და მეცნიერებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, აგრეთვე ევროკავშირის პროგრამის „ერასმუს პლუსის“ ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ბულგარეთის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები მიესალმნენ ჩემს ინიციატივას და გამოთქვეს მზაობა განიხილონ და მიიღონ შესაბამისი ზომები წარმოდგენილი წინადადებების რეალიზების მიზნით. 14-15 სექტემბერს, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ოფიციალური შეხვედრები გამართეს ლატვიის რესპუბლიკაში, სადაც შეხვდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ რიგის მერიისა და არასამთავრობო ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლებს. 14 სექტემბერს, საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნაზე, განხორციელებასა და კოორდინაციაზე. ლატვიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ილზე სალენიეცეს, ახალგაზრდების საერთაშორისო პროგრამების სააგენტოს დირექტორი - ლიგა ლეინასა და უწყების სხვა თანამშრომლები. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ლატვიასა და საქართველოში ახალგაზრდობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და მის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. 14 სექტემბერს, ასევე შევხდით ქალაქ რიგის მერის მოადგილეს - ლინდა ოზოლასა და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სხვა თანამდებობის პირებს. ლატვიელმა კოლეგებმა წარადგინეს პრეზენტაციები ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის ხელშეწყობი პროგრამების და დაფინანსების შესახებ. ზემოხსენებულ შეხვედრებზე, საქართველოს დელეგაციამ ლატვიელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების შესახებ, ასევე ისაუბრეს პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. 15 სექტემბერს, შეხვედრა გვქონდა ლატვიის ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნულ საბჭოსთან, რომელიც წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას და აერთიანებს 44 წევრ-ორგანიზაციას. ლატვიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი პირები: ანა ნორველე (პრეზიდენტი), ელიზა ვრუკლენა (ვიცე-პრეზიდენტი), ელიზაბეტა ჰეინსონე (გამგეობის წევრი), მათ გაგვაცნეს ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმართულებები და დაგეგმილი პროექტები. შეხვედრაზე, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ლატვიელ კოლეგებს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ. 15 სექტემბერს, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის რანგში შეხვდი ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს აგიტა ზარინა-სტურესა და ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას შეხვდა. შეხვედრაზე ვისაუბრეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანაში მიმდინარე 2 რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე ყურადღება გავამახვე ორ სახელმწიფოს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, რის საფუძვლადაც გამოყენებული იქნება არსებული სამთავრობოთაშორისი შეთანხმება. ამასთან, შევთავაზე აგიტა ზარინა-სტურე და კომიტეტის წევრებს, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ერთობლივი საკომიტეტო სხდომის ჩატარება ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით. ლატვიელმა კოლეგამ მზაობა გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ვიზიტისთვის. 11-15 სექტემბერს, ბულგარეთისა და ლატვიის რესპუბლიკებში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია და დამყარებული პროფესიული კონტაქტები, ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულს საქმეთა კომიტეტს, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს განსაზღვრული ამოცანების უფრო ეფექტიანად გადაჭრას. გივი მიქანაძე 20 სექტემბერი 2023 წელი 3