„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#07-3/355/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის პუნქტის შესაბამისად რეგლამენტის 190-ე მუხლის პირველი საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებით შექმნილ საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-ე პუნქტი: „81. შარმანაშვილი თენგიზ.“ მეგობრობის ჯგუფს ბ) ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე პუნქტი: „56. ბერაძე რამინა.“; მეგობრობის ჯგუფს გ) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 88-ე პუნქტი: „88. მიქაძე გელა.“; დ) ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 73-ე და 74-ე პუნქტები: „73. ახვლედიანი არმაზ 74. ტურძელაძე ნოდარ.“; ე) თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე და 51-ე პუქნტები: „50. მეშველიანი გოგი 51. შარმანაშვილი თენგიზ.“; პროექტი ვ) იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. სეფაშვილი ეკა.“; ზ) კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე პუნქტი: „56. სეფაშვილი ეკა.“; თ) მექსიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „22. ტურძელაძე ნოდარ.“; ი) საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53-ე პუნქტი: „53. სეფაშვილი ეკა.“; კ) სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი: „30 შარმანაშვილი თენგიზ.“; ლ) ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები: „14. ცაგარეიშვილი გიორგი 15. შარმანაშვილი თენგიზ.“; მ) უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 59-ე-61-ე პუნქტები: „59. ინჯია ფრიდონ 60. ტურძელაძე ნოდარ 61. შარმანაშვილი თენგიზ.“; ნ) ქუვეითის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი: „16. სეფაშვილი ეკა.“; ო) ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 69-ე და 70-ე პუნქტები: „69. მეშველიანი გოგი 70. ტურძელაძე ნოდარ.“; პ) ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: „15. შარმანაშვილი თენგიზ.“; მეგობრობის ჯგუფს პროექტი ჟ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე და 69-ე პუნქტები: „68. ოდიშარია ბექა 69. შარმანაშვილი თენგიზ.“ რ) ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. ტურძელაძე ნოდარ.“; ს) ტანზანიის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე14 პუნქტი: „13. მათიკაშვილი დავით.“; ტ) მალდივის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. ბერაძე რამინა 7. სონღულაშვილი დავით.“; 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: დადგენილების შემუშავების მიზეზია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საგარეო ურთიერთობების კომიტეტისთვის გაკეთებული წერილობით მიმართვები მეგობრობის ჯგუფებში მათი გაწევრიანების თაობაზე მოთხოვნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: დადგენილების მიღება განპირობებულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში გაწევრიანების თაობაზე წერილობით გაკეთებული მომართვების ასახვის აუცილებლობით „მეგობრობის ჯგუფების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის გზით. ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტში შექმნილი მეგობრობის ჯგუფებს დაემატებიან პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა მეგობრობის ჯგუფებში გაწევრიანების თაობაზე. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრები გაწევრიანდებიან მეგობრობის ჯგუფებში მათ მიერ წერილობით გამოხატული მოთხოვნის შესაბამისად. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე, რათა მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვის შემთხვევაში, ამ ვიზიტში მონაწილეობის მსურველმა, ან მონაწილეობაში მისაღებად მიწვეულმა პარლამენტის წევრმა დაყოვნების გარეშე შეძლოს ვიზიტში მონაწილეობის მიღება. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) : ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: მეგობრობის ჯგუფების წევრთა მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს; ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის (ფულადი შენატანის) შემოღებას არ ითვალისწინებს; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება: დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: დადგენილების პროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი არ არსებობს; დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილებისვპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.