საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი მისი და პარლამენტის წევრის სავალან მირზოევის 2023 წლის 22-24 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
ნომერი
#2-14822/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-14822/23 25-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2023 წლის 22-24 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი და დეპუტატ სავალან მირზოევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ. დანართი: „1“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის და დეპუტატ სავალან მირზოევის ოფიციალური ვიზიტის ანგარიში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ( ქ. ბაქო) 2023 წლის 22-24 სექტემბერი 2023 წლის 22-24 სექტემბერს განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის და დეპუტატ სავალან მირზოევის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს და ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები: 1. საქართველოსთან აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან და კულტურის კომიტეტის წევრებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საკანონმდებლო და სხვა მრავალი მიმართულებით. 2. აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან ადილ ქარიმლისთან. შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობასა და ორი ერის საუკუნოვან ისტორიაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის კულტურული ცხოვრება უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს ერთობლივი აქტივობებით და საერთაშორისო პროექტებით, რომელშიც ჩართული იქნებიან ახალგაზრდა ხელოვანები. 3. მილი მეჯლისისა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მმართველი საბჭოს წევრ სოლტან მამედოვთან. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კულტურული პროგრამების განხორციელებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.