საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მარიამ ლაშხის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 14-16 სექტემბერს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), ახალგაზრდა პარლამენტართა მეცხრე მსოფლიო კონფერენციაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი
ნომერი
#2-14866/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-14866/23 25-09-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მ/წ 14-16 სექტემბერს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), ახალგაზრდა პარლამენტართა მეცხრე მსოფლიო კონფერენციაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები ჰანოი, ვიეტნამი 14-18 სექტემბერი მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მეცხრე მსოფლიო კონფერენციაში ახალგაზრდების როლი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის დაჩქარებაში ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მეშვეობით მარიამ ლაშხი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირაკლი ბროკიშვილი - მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანი. 14-16 სექტემბერს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენცია, რომლის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი სადებატო თემას ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობა წარმოადგენდა. მარიამ ლაშხმა საკუთარ გამოსვლებში ისაუბრა ამ მიმართულებებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებზე. ასევე, ხაზი გაუსვა თანასწორობის მნიშვნელობას და ისაუბრა, ქალების გაძლიერებასა და ახალგაზრდების გადაწვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის აუცილებლობაზე. საკუთარ მიმართვაში მან საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გაუსვა ხაზი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის საქართველოს სახელმწიფო სერვისების მიწოდების შესაძლებლობას. კონფერენციაზე დელეგატებმა განიხილეს ახალგაზრდების სამომავლო ხელშეწყობის გზები. ყურადღება გაამახვილეს განათლების, თანასწორობის, ღირსეული სამუშაოს, ეკონომიკური ზრდის, სამართლიანობისა და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, რაც ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პარლამენტების წევრებმა საკუთარ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკები გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს. ორმხრივი შეხვედრები ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ლაშხმა გამართა ორმხრივი შეხვედრები მალავის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიეტნამის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრებზე ისაუბრეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების არაღიარებასა და ადგილზე არსებულ რთულ ვითარებაზე. მარიამ ლაშხმა კოლეგებს მოუწოდა ამ მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის გაძლიერებისკენ. შეხვედრებზე, ასევე, განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საპარლამენტო ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 2023 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება