საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების (№07-2/305; 28.06.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14874/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-14874/23 25-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს თხოვნით მომართა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა (წერილი N2-14806/23; 22.09.2023), რათა უზრუნველვყოთ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/305; 28.06.2023) საქართველოს კანონის პროექტების პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, მისი საკომიტეტო განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დასახელებული კანონის პროექტების განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge