საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 17-18 სექტემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. პარიზში მისი სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-14940/23
25-09-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. პარიზში,
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა
ბოჭორიშვილის სამუშაო ვიზიტის ანგარიშს.
გთხოვთ მიიღოთ ცნობად.
დანართი 2 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
მაკა ბოჭორიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. პარიზში
14-16 სექტემბერი 2023 წელი
ანგარიში
პარიზში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის
ეროვნულ ასამბლეაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პიეირ ალექსანდრ
ანგლადთან (Pieyre-Alexandre Anglade), პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში ევროპულ
საქმეთა გენერალურ მდივანთან, ემანუელ პუისე-ჟოვინთან (Emmanuel Puisais-Jauvin),
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორთან, დევიდ
კვაშთან (David Cvach) და კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელთან, სილვენ გიოგესთან (Sylvain Guiagué).
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა, ასევე,
რობერტ შუმანის ფონდის პრეზიდენტთან, ჟან-დომინიკ ჯულიანისთან (Jean-Dominique
Giuliani) და პოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროს მკვლევართან ფლორან
პარმენტიესთან (Florent Parmentier).
შეხვედრებისას განხილვის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა საქართველოევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და მოლოდინები.
მაკა ბოჭორიშვილმა დეტალურად გაუზიარა საფრანგეთის მხარეს საქართველოს მიერ
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი.
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე,რაც ევროპული მხარის მიერ
გამოიკვეთა პრიორიტეტულად ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში.
მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, არსებულ რთულ და
არაპროგნოზირებად
გარემოზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე. შექმნილი რთული
გეოპოლიტიკური
კონტექსტის
გათვალისწინებით
აღნიშნეს
პოლიტიკური
გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა, რამაც მყარი საფუძველი უნდა შექმნას
ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
საფრანგეთის მხარემ აღნიშნა ასევე, რომ მნიშვნელოვანია ახალი კანდიდატი ქვეყნების
ინტეგრირება მოხდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებით და გატარებული
რეფორმების შეფასებით. ამავდროულად, აღნიშნეს რომ საჭიროა თავად ევროკავშირის
მზაობა გაფართოების პოლიტიკის გატარებისთვის და ახალ წევრებთან ერთად ეფექტიანი
ფუნქციონირებისთვის, რაც მთელ რიგ შიდა რეფორმებთან იქნება დაკავშირებული.
აღინიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და
მზად არის ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას.
შეხვედრებისას, საფრანგეთის მხარის მიერ არაერთგზის დაყენებული იქნა ევროპის
პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) პროექტის საკითხი, პირველად საფრანგეთის
პრესიდენტის მიერ 2021 წლის მაისში წარდგენილი, რომლის მიხედვით ევროკავშირში
1
შესაძლოა დამკვიდრდეს გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების
მექანიზმი. მათი აზრით, EPC კრიტიკულია დროის თვალსაზრისით, რადგან გვიჩვენებს,
თუ როგორ გაუმკლავდება ევროპა რეგიონში გამოწვეულ მრავალგანზომილებიან
კრიზისს. ასევე, დაინტერესდნენ საქართველო პოზიციით აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის აღნიშნული
ინიციატივა მისასალმებელია, თუკი ის დააჩქარებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას
და არ ჩაანაცვლებს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას.
შეხვედრებს ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: საფრანგეთში საქართველოს ელჩი - გოჩა
ჯავახიშვილი, დესპანი - ეკატერინე კოკაია და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი, მედეა ჭელიძე.
2