საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 17-18 სექტემბერს, ქ. მადრიდში გამართულ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა სხდომაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-14943/23
25-09-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს, ქ. მადრიდში გამართულ ევროკავშირის
ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC)
თავმჯდომარეთა სხდომაში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობის შესახებ ანგარიშს.
გთხოვთ მიიღოთ ცნობად.
დანართი 2 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მაკა ბოჭორიშვილის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების
კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა სხდომაში მონაწილეობის
ანგარიში
მადრიდი, 17-18 სექტემბერი, 2023 წელი
მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს მადრიდში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ
საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა (COSAC) სხდომა გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის
თავმჯდომარე ქვეყანამ - ესპანეთმა უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე, ევროპარლამენტის საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის
ხელმძღვანელები და მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი
ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარები: ალბანეთი, ბოსნიაჰერცოგოვინა, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. საპრეზიდენტო
ტრიოს სპეციალური მოწვევითა იყვნენ კოსოვოს, ნორვეგიის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის
წარმომადგენლბი. საქართველოდან აღნიშნულ სხდომაზე მოწვეული იყო პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.
ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრა ესპანეთის სენატის თავმჯდომარემ პედრო
როლანდ ოხედამ, ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამშრომლობის
მინისტრმა ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოტმარ
კარასმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
სხდომაზე განხილულ იქნა ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, რომელიც
ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის, ჟოზე
მანუელ ალბარეს ბუენოს მიერ იქნა წარდგენილი, უკრაინის მომავალი ევროპაში და ევროკავშირში
არსებული აქტუალური საკითხები.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტარების სიტყვით გამოსვლებისას არაერთგზის გაჟღერდა საქართველოს
მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის იყვნენ: ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ოტმარ კარასი,
ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, საფრანგეთი, უნგრეთი, ირლანდიის, მალტის, რუმინეთის,
ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიისა წარმომადგენლების მიერ.
მაკა ბოჭორიშვილიმა სიტყვით გამოსვლას, საქართველოს ევროინტეგრაციის შეუქცევადი გზის
განსამტკიცებლად ევროკავშირის დროულ პოლიტიკური განაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოსვლის ტექსტი იხილეთ დანართში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, COSAC-ის სხდომის
ფარგლებში
ორმხრივი
შეხვედრები
გამართა
ეროვნული
პარლამენტების
კომიტეტების
თავმჯდომარეებთან, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის პოლიტიკური
მხარდაჭერის მობილიზების მიზნით.
Meeting of Chairpersons of the COSAC - Madrid, September 17-18, 2023
Maka Botchorishvili’s Speech
Dear colleagues,
If you have to divide our continent into black and white today, where would you place the country that has a
clear European identity and aspirations, which has been fighting against Russian aggression for more than three
decades and has two regions still occupied by Russia?!A country that managed to be a leader in the region in
transforming and reforming according to best European standards, in spite of immense security challenges.
In these turbulent and unpredictable times, when Russia is using same pattern in Ukraine as it has used in Georgia,
we do not have the luxury to delay important political decisions, which have to create a solid basis for expanding
peace, security, and prosperity for the future of Europe, for our common future.
(In the process of advancing association with the EU over the past decade, Georgia has demonstrated its
unwavering commitment towards European integration. Moreover, the government is resolutely implementing
EU recommendations put forward together with the European perspective last year.)
We express our appreciation for granting European perspective to Georgia and do not hide our disappointment
for the unnecessary differentiation between Ukraine, Moldova and Georgia at this very critical moment in
European history.
Granting candidate status to Georgia and opening negotiations with candidate countries, together giving them a
clear roadmap to EU membership, is the only way to go and it requires strong support and we count on you with
this regard.
თარგმანი
ჩვენი კონტინენტის შავ-თეთრად დაყოფა რომ მოგიწიოთ დღეს, სად განათავსებდით ქვეყანას,
რომელსაც აქვს მკაფიო ევროპული იდენტობა და ევროპული მისწრაფებები, ქვეყანას, რომელიც სამ
ათეულ წელზე მეტია რუსეთის აგრესიას ებრძვის და რომლის ორი რეგიონი ჯერ კიდევ რუსეთის მიერ
არის ოკუპირებული?!
ქვეყანას, რომელმაც მიუხედავად უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევებისა, მოახერხა რეგიონში
გამხდარიყო ლიდერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმების გატარებაში?!
ამ ურთულეს და არაპროგნოზირებად დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაში იგივე მეთოდებს იყენებს,
როგორც საქართველოში, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური
გადაწყვეტილებები, რომლებმაც მყარი საფუძველი უნდა შექმნან მშვიდობის, უსაფრთხოებისა და
კეთილდღეობისვის, ევროპის უკეთესი მომავლისათვის - ჩვენი საერთო მომავლისთვის.
(ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ აჩვენა
ურყევი ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ. მეტიც, ხელისუფლება მტკიცედ ახორციელებს
ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც ევროპულ პერსპექტივასთან ერთად იქნა განსაზღვურლი
გასულ წელს).
ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭებისთვის და ამავდროულად,
არ ვმალავთ იმედგაცრუებას ევროპის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის, მოლდოვასა და
საქართველოს შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და კანდიდატ ქვეყანებთან ერთად
მოლაპარაკებების დაწყება არის ერთადერთი გზა და ამისთვის თქვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი
გვაქვს.