საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს მისი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ქარუმიძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-14942/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-14942/23 25-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ქარუმიძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ანგარიშს. გთხოვთ მიიღოთ ცნობად. დანართი 1 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ქარუმიძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ანგარიში 31 აგვისტო - 1 სექტემბერი, 2023 წელი მიმდინარე წლის 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ქარუმიძის სამუშაო ვიზიტი ბელგიაში, ბრიუსელში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან:  ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანსთან;  საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის კაბინეტის უფროს კამილო ვილარინო მარცოსთან;  ევროკავშირის ევროპულ და საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მმართველ დირექტორთან, მიხაელ ზიბერტთან;  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის უფროსი მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საიმონ მორდუსთან;  ევროკავშირში ესპანეთის ელჩთან, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ესპანეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ელენა გომეზ კასტროსთან;  ევროკავშირში ბელგიის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ვილემ ვან დე ვორდესთან;  ევროკავშირში უნგრეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ბალინტ ოდორთან;  ევროკავშირში ლიეტუვას მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ არნოლდას პრანკევიჩიუსთან. შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული მოლოდინები და პერსპექტივები. ევროკომისიის წარმომადგენლებთან დეტალურად იქნა განხილული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, და ის პრიორიტეტები, რომლებიც ევროკომისიის მოსაზრებით წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. შეხვედრებზე განიხილეს ევროკავშირის საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ნაბიჯები. ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, და უნგრეთისა და ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, განხილული იყო თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტები და მათი მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხი. 1