საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის“ და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის“, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების (№07-2/308; 05.07.2023) განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-14959/23
25-09-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 277/4, 11.07.2023 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ბავშვის
სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა
ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია და „რჩენის ვალდებულების
საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი“
და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები:
„საერთაშორისო
კერძო
სამართლის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/308; 05.07.2023).
აღნიშნული
ინიციატივა
სავალდებულო
დასკვნისთვის
გადაეცა,
აგრეთვე,
პარლამენტის სხვა კომიტეტებს, მათ შორის, იურიდიულ კომიტეტს და მისი განხილვის
ვადა განისაზღვრა 2023 წლის 26 სექტემბრამდე.
მიმდინარე წლის 25 სექტემბერს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა,
რომელმაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების
დაცვისა და ამ საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, ითხოვა ამ ინიციატივის
საკომიტეტო განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელება.
ვითვალისწინებთ რა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ
შუამდგომლობით მითითებული საკითხის განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების
თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge