საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/136; 13.04.2022) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.09.2023
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-12564/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-26
ბიუროს ნომერი 285

📜 ტექსტი

წერილი
*GOV52300027546* GOV 5 23 00027546 25/09/2023 საქართველოს პარლამენტს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის №11266; 13.04.2022) გამოთხოვის თაობაზე. კანონპროექტის თანახმად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლს („გარდამავალი დებულებანი“) ემატებოდა დებულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, 2022 წლის 1 სექტემბრამდე დასაშვები იქნებოდა, რომ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებულ სამედიცინო გაფრთხილებას არ დაეკმაყოფილებინა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, გაფრთხილება სტიკერის სახით ყოფილიყო დაკრული გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე. ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელს და იმპორტიორს ექნებოდა შესაძლებლობა, დროებით - 2022 წლის 1 სექტემბრამდე, ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის), თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის), სამედიცინო გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ, ასევე, გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის შემთხვევაში ყოველი ახალი პროდუქციის განთავსებაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარედგინა განსხვავებული წესითა და პირობებით. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა 2022 წლის 13 აპრილს, 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახილველად, თუმცა მისი განხილვა და მიღება ვერ მოესწრო. ვინაიდან, კანონპროექტით გარდამავალ დებულებებში ასახული დროებითი ღონისძიებების განხორციელება გათვალისწინებული იყო 2022 წლის 1 სექტემბრამდე, ამ ეტაპისთვის კანონპროექტს უკვე დაკარგული აქვს აქტუალობა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის გამოთხოვის შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 სექტემბრის №1693 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის №11266; 13.04.2022). დანართი: საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 სექტემბრის №1693 განკარგულება. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი