საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 123
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
9/26/23, 2:35 PM
საქართველოს პარლამენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
26 სექტემბერი 2023 13:00
2023 წლის 26 სექტემბერი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/2401?local=true
1/2
9/26/23, 2:35 PM
https://parliament.ge/print/announcement/2401?local=true
საქართველოს პარლამენტი
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2023 წლის 26 სექტემბერი 13.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N123
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი შატაკიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე ჯინჯოლავა,
ირაკლი ქადაგიშვილის უფლებამონაცვლე ირაკლი მეძმარიაშვილი, გიორგი კახიანის
უფლებამონაცვლე თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილის უფლებამონაცვლე
დიმიტრი ხუნდაძე.
სხდომაზე მოწვეულები: ბაჩუკი ქარდავა და ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს პარლამენტის
წევრები.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ რეგისტრაციის
თაობაზე შემოსულ განცხადებას და თანდართული მასალებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
რეგისტრაციის
თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ რეგისტრაცია.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის
“ რეგისტრაციის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის - „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე
წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
1
ირაკლი შატაკიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2