მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 76
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
9/18/23, 2:23 PM
საქართველოს პარლამენტი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
18 სექტემბერი 2023 16:00
2023 წლის 18 სექტემბერი, 16:00 საათი
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/314; 01.09.2023) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგი მეგრელიშვილის, ჰერმან
საბოსა
და
ალექსანდრე
რაქვიაშვილის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „გენდერული თანასწორობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„მოხალისეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
https://parliament.ge/print/announcement/2372?local=true
1/2
9/18/23, 2:23 PM
საქართველოს პარლამენტი
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„შრომის
ინსპექციის
საქართველოს
შესახებ“
ორგანული
საქართველოს
კანონების
კანონში
პროექტებს:
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/343;
29.06.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ვახტანგ მეგრელიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიშის
მოსმენა;
მომხსენებელი: ბერიკა შუკაკიძე- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი.
https://parliament.ge/print/announcement/2372?local=true
2/2
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის
ოქმი N76
2023 წლის 18 სექტემბერი, 16:00 საათი
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N8,
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, II სართული, ოთახი 239)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, რამინა
ბერაძე, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე,
მეგრელიშვილი, თამარ ჩარკვიანი, როსტომ ჩხეიძე.
გენრიეტა
წიწავა,
ვახტანგი
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი,
ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, ჰერმან საბო საქართველოს პარლამენტის წევრი, ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის
უფროსი, ბერიკა შუკაკიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული
საკონსულტაციო საბჭოს წევრები - თამარ ჭყონია, ნინო ელბაქიძე, გიორგი ნოზაძე, თინათინ
ცერცვაძე, მაია კობახიძე, ლავრენტი გუდავაძე, დავით ჯალაღონია, სოფიკო ლობჟანიძე,
მარიანა ხუნძაყიშვილი, ნანა სირაძე, თამარ ჩიკვილაძე.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/314; 01.09.2023) - განხილვა პირველი მოსმენით
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგი მეგრელიშვილის, ჰერმან
საბოსა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „გენდერული თანასწორობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შრომის ინსპექციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული
კანონების პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/343; 29.06.2023) სავალდებულო
წესით
განხილვა
მომხსენებელი: ვახტანგ მეგრელიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის
ანგარიშის
მოსმენა
მომხსენებელი: ბერიკა შუკაკიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/314; 01.09.2023).
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატება
ქვეპუნქტი. ცვლილების მიხედვით, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში
მონაწილე სპორტსმენებს, რომლებიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებენ
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება მიეცემათ პირობით
ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
მისივე განცხადებით, კანონის მოქმედება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე,
რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ
მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/314; 01.09.2023).
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კომიტეტის წევრებს
წარუდგინა, საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგი
მეგრელიშვილის, ჰერმან საბოსა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გენდერული
თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
ცვლილების შეტანის თაობაზე“,
შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/343; 29.06.2023).
მომხსენებლის
განცხადებით,
კანონპროექტების
მიზანია
საქართველოს
კანონმდებლობიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი გენდერი, ვინაიდან არსებობს მხოლოდ
ორი სქესი, რომლის განსხვავება ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, ქრომოსომების
მეშვეობით. დეპუტატის შეფასებით, ტერმინ გენდერის ნებისმიერი გამოყენება
კანონმდებლობაში აჩენს ბუნდოვანებას, რაც პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ
არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი განმასხვავებელი მახასიათებლები.
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „გენდერული იდენტობა“ თანამედროვე
განმარტებით შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ათეულ იდენტობას და არა მხოლოდ, ქალსა
და კაცს. მისი შეფასებით, ამგვარი არეულობა შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ
ჩვენს საზოგადოებაში ტერმინი სქესი და გენდერი ხშირად ურთიერთშემნაცვლებელი
ტერმინებია, რის გამოც ადამიანების დიდი ნაწილისთვის გენდერი გაიგივებულია
ბიოლოგიურ სქესთან. მისივე შეფასებით, აღნიშნული კანონმდებლობა კარგი დასავლური
პრაქტიკის კოპირების მიზნით, მოსახლეობისთვის გაუგებარი და ბევრ შემთხვევაში,
მიუღებელი წესრიგის ძალით დანერგვის მცდელობაა. ეს კი ამ ნორმების
ბუნდოვანებასთან და პრაქტიკაში აღსრულების შეუძლებლობასთან ერთად, ადამიანებს
შორის კონფლიქტების ზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.
მისივე განმარტებით, არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ რა დამაზიანებელი
შეიძლება იყოს ამ გარემოებების იგნორირება და „იდენტობის“ პოლიტიკის პრაქტიკაში
რეალიზების მცდელობები. მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაპირველად ამ იდენტობის
პოლიტიკის ჩვენ კანონმდებლობაში შემოღება სათანადო კრიტიკული დისკუსიის გარეშე
განხორციელდა, დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო დაფუძნებული არის იმ რწმენაზე,
რომ ადამიანს შეუძლია ,,თვითიდენტიფიცირება’’ როგორც ნებისმიერი სქესის თუ არსების
წარმომადგენელი, იქნება ეს მამრობითი, მდედრობითი სქესი თუ სხვა ,,სქესის’’ ან
სახეობის ნებისმიერი რიგი, ბიოლოგიის გათვალისწინების გარეშე.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
თამარ ჩარკვიანის კითხვა ეხებოდა ტერმინ „გენდერის“ ამოღებას, კერძოდ, მან
გამომსვლელს მიმართა, რამდენად გამოიწვევდა აღნიშნული ნაწილი საზოგადოების
წევრთა დაუცველობას.
ბექა დავითულიანმა დააზუსტა, ეს ცვლილებები გულისხმობდა მხოლოდ ტერმინის
ამოღებას, თუ იმ დანაშაულებსაც, რომლის ჩადენაც გენდერული ნიშნით ხდება.
ბაია კვიციანის შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის
საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, მისივე განცხადებით წარმოდგენილ კანონპროექტში
ამოღებულია ისეთი მუხლები, რომლებიც ეხება ქალებს და არა გენდერთან დაკავშირებულ
განმარტებებს. შესაბამისად, მისი განცხადებით, ინიციატივა გამოიწვევს ქალთა
უფლებების შეზღუდვას.
ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, მსოფლიოში 107 გენდერი არსებობს და
საქართველოს კანონმდებლობაში თუ გენდერი მხოლოდ სქესის მიხედვით გვხვდება, არ
არის საჭირო დამატებითი ტერმინის არსებობა.
ვლადიმერ
კახაძის
განცხადებით,
საქართველო
ასრულებს
საერთაშორისო
ვალდებულებებს და ამასთანავე, მიმდინარეობს კანონმდებლობის ევროკავშირთან
ჰარმონიზაცია, შესაბამისად, დეპუტატი ტერმინ „გენდერის“ ამოღების წინააღმდეგია.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ევროკომისიის შეფასებით, 12 პუნქტიდან 3 პუნქტი
სრულად შესრულებულია, პირველი შეეხება დამოუკიდებელი სახალხო დამცველის
არჩევას, რომელიც პარლამენტმა აირჩია, მეორე გენდერული თანასწორობის დაცვას, ამ
მხრივ დანაშაულებზე შესაბამის რეაგირებას და მესამე დამოუკიდებელი მექანიზმების
არსებობას და
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას
საქართველოში. ეს არის შეფასება ევროკომისიის და ადასტურებს, რომ სამივე მათგანი
სრულად შესრულებულია, ხოლო დანარჩენი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია.
მანვე კითხვით მიმართა მომხსენებელს და იკითხა, რამდენად არის ალბათობა, რომ ეს
კანონი აღმოჩნდეს ნამდვილი რუსული კანონი.
კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა, ოთარ ბეჟიტაშვილმა კომიტეტის წევრებს,
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა გააცნო. მისი განცხადებით,
წარმოდგენილი
ინიციატივა
წინააღმდეგობაში
მოდის
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან და ტერმინ „გენდერის“ ამოღება იმ მოტივით, თითქოს იგი
ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში, იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან,
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, შესრულებული არ იქნება
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ვინაიდან,
2015 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნა მდგრადი
განვითრების მიზნები, აღსანიშნავია, რომ ამ მიზნების დოკუმენტის მეხუთე მიზანი არის
გენდერული თანასწორობა, რომელსაც 199-მდე ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ამასთანავე, 2019
წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოწონებულ იქნა მდგრადი
განვითარების ეროვნული მიზნების დოკუმენტი და საქართველო იყო იმ პირველ 22
ქვეყანას შორის, რომლებმაც წარადგინა ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა
მდგრადი განვითარების მისაღწევად. ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობის
მიზნით, რითაც საზოგადოების ყველა სფეროში სათანადოდ იქნა უზრუნველყოფილი
მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის შესრულება. ამდენად, ტერმინი გენდერის
ამოღება იმ მოტივით, თითქოს იგი ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში იურიდიულად
დაუსაბუთებელია, აღსანიშნავია ისიც რომ წარმოდგენილი ცვლილების მიღების
შემთხვევაში, შესრულებული არ იქნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ისეთი შეთანხმება, როგორიც არის ასოცირების,
პარიზის, შშმ პირთა კონვენცია, კლიმატის კონვენცია და სხვა საერთაშორისო, ორმხრივი
თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებები, სადაც ეს ტერმინი გაზიარებულია.
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მხოლოდ ტერმინ გენდერს ეხება აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ვინაიდან გენდერი დასავლეთში 107
კატეგორიამდე დავიდა და საქართველოში არ ხდება ამის გამოყენება, არც ფორმალურად
და არც ცხოვრებაში. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ჩანაცვლება
მოხდეს ქალით და მამაკაცით ან სქესით.
ბაია კვიციანის განცხადებით, სახელმწიფო კონცეფციაში გენდერი არის განმარტებული
სქესის მიხედვით ქალის და მამაკაცის განსაზღვრებით, მაგრამ გენდერული თანასწორობის
საბჭოს ასევე აკისრია მოვალეობა, რომ იზრუნოს უმცირესობების უფლებებზე და მათი
უფლებები თუ სადმე ილახება პასუხისმგებელია, რომ საკანონმდებლო წინადადებები
შეიტანოს, რათა ეს საკითხები მოგვარდეს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, საქართველოს
პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგი მეგრელიშვილის, ჰერმან საბოსა
და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 1
წინააღმდეგი: 6
თავი შეიკავა: 1
კომიტეტმა მოისმინა:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა,
ბერიკა შუკაკიძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში.
ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მასწავლებელთა განვითარების ეროვნული
ცენტრი მუშაობს 5 პროგრამაზე, ხოლო მათგან 2 წარმოადგენს ძირითად
მიმართულებას. მათ შორისაა, განათლების რეფორმის მხარდაჭერა, რომელიც
ხორციელდება რამდენიმე ქვეპროგრამის მიხედვით.
პირველი არის ინოვაციური იდეა - განათლების ელექტრონული სახლი, რომელიც
განათლების სისტემაში სახელმწიფო ინსტიტუციებისა და დონორების მიერ
შეიქმნა. აღნიშნულის ფარგლებში ხდება რესურსებისა და
სერვისების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა
მასწავლებლებისათვის,
დირექტორებისათვის, მშობლებისა და მოსწავლეებისათვის, სადაც, ჩაიტვირთება
პროფესიული განვითარების რესურსები, მათ შორის, ჟურნალებისა და წიგნების
მომზადება: ,,სკოლის მართვა“, ,,ადრეული განათლება“, ,,ბავშვთა უფლებები“,
,,საკვანძო კომპეტენციები“, ,,STEM განათლება“, ,,განათლება გლობალური
მოქალაქეობისათვის“, ,,ჰუმანიტარული განათლება სკოლაში“, ,,ინკლუზიური
განათლება“, ,,მასწავლებელი“, ,,განათლების მეცნიერება“ და მასწავლებლის წიგნი
ბიბლიოთეკის სერია. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა STEAM პროგრამაზე,
რომელიც მოიცავს სკოლებში STEAM ლაბორატორიების გამოყენების მეთოდური
მხარდაჭერას, STEAM პროექტების შექმნა-შეთავაზება და მასწავლებლების
მუდმივი პროფესიული მხარდაჭერა.
ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის
მიზნით ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც 27 ოქტომბერს მასწავლებლის
დღის დაწესებას ეხება, გამოვლინდება საუკეთესო მასწავლებლის/სპეც.
მასწავლებლისა და დირექტორის გამოვლენა, ასევე, იგეგმება რეგიონული
კონფერენციების მოწყობა და ვიდეო რგოლების მომზადება-გავრცელება.
მომხსენებლის განცხადებით, მეორე ძირითადი მიმართულება პროგრამებისა ეხება
განათლების ხელმისაწვდომობას, რომელიც მოიცავს არაქართულენოვანი
სკოლების
მხარდაჭერას,
ეროვნული
უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა
პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობას, ასევე
სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის განვითარებას.
პროგრამა მოიცავს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული
რეგიონების არაქართულენოვან 126 სკოლას, რომლებშიც განაწილებულია 154
კონსულტანტი. მისივე განცხადებით მნიშვნელოვანი პროგრამაა დემოკრატიული
კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების
გაძლიერების
(eTwinning)
ხელშეწყობა,
რომელიც
მოიცავს
სასკოლო
საზოგადოების დემოკრატიულ კულტურასთან და ადამიანის უფლებებთან
დაკავშირებული
კომპეტენციების
განვითარებას.
ამასთანავე,
ცენტრი
ახორციელებს პროექტს ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად, რომელიც
ეხება
უცხოური
ენების
სწავლა-სწავლების
პროცესის
ხელშეწყობას
მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, სასწავლო პროცესში
მრავალფეროვანი პედაგოგიური მეთოდების დანერგვისა და უცხოური ენის
პრაქტიკული გამოყენების უზრუნველყოფას, რომლის ფარგლებშიც იზრდება
ჩინეთიდან და იტალიიდან მსურველების რაოდენობა. ასევე, მნიშვნელოვანია,
ქართული დიასპორისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების
მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს 73 ქვეყანას, 1087 მოსწავლეს და 36 მასწავლებელს.
ხოლო, მსოფლიო მასშტაბით 120 საკვირაო სკოლის მასწავლებლების
გადამზადებას
და
არაფორმალური
განათლების
მხარდაჭერა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც წიგნიერების პროექტში
ჩართულია 395 სკოლა და მეწარმეობის პროექტში 200 სკოლა.
ბერიკა შუკაკიძის განცხადებით ცენტრი ზოგადი განათლების გარდა, ფარავს
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც
ხორციელდება ადრეული განათლების კურიკულუმის ,,თამაში’’-ს დანერგვის
მიზნით, სერვისის განხორციელება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სამიზნე მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო პერსონალისა და
მენეჯერების გადამზადება.
ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, 2023 წლისათვის ცენტრს 190 აქტიური ტრენინგმოდული აქვს.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტმა სექტემბრის დასაწყისში გასვლითი
სხდომა გამართა ახალქალაქში, რომლის ფარგლებშიც ჟვანიას სკოლას მოუსმინა,
ვინაიდან ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და
ქართული ენის სწავლება არის მიზანი და ფუნქცია განათლების სამინისტროსთვის,
რათა საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლონ დაეუფლონ სახელმწიფო
ენას. მისივე განცხადებით, მარნეულსა და ახალქალაქში ჩატარდა ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელებთან შეხვედრა და მათი მხრიდან ქართული ენის
სწავლების მიმართ დიდი ინტერესია. ასევე, ახალციხის უნივერსიტეტის
ახალქალაქის ფილიალში ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან
შეხვედრა ჩატარდა, სადაც ერთ-ერთ საკითხად გამოიკვეთა მასწავლებელთა
შერჩევის კუთხით არსებული გამოწვევები, რაც ერთობლივი ძალისხმევით
შესაძლოა დაიძლიოს.
ბაია კვიციანის კითხვა შეეხებოდა 27 ოქტომბერს დაწესებული მასწავლებლის
დღეს, კერძოდ საუკეთესო მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებს.
კომიტეტის სხდომაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობა მიიღო მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე