საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.09.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-12606/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412312572835 26.09.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის წესის შესახებ" შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 23–ე მუხლი ("სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა") ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. დუბლიკატი არ გაიცემა, თუ მოვალე გარდაცვლილია". საკანონმდებლო წინადადების მიზანია, დაარეგულიროს იმდაგვარი შემთხვევები, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დაკარგულია, ხოლო მოვალე – გარდაცვლილია. ამ საკითხის საკანონმდებლო დარეგულირება საჭიროა იმისთვის, რომ მოვალის გარდაცვალების გამო ცალსახად აიკრძალოს სასამართლოების და სააღსრულებო ფურცლის გამცემი სხვა ორგანოების მიერ დაკარგული სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვისა და მოვალის გარდაცვალების კუმულატიური პირობების ერდროულად არსებობისას უნდა ცალსახად აიკრძალოს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, რათა კრედიტორებმა გარდაცვალების შემდგომ მაინც დაანებონ თავი გარდაცვლილ მოვალეებს: მათზე თანხის დაკისრებას, მათ გამოსახლებას და ასე შემდეგ. საერთო სასამართლოებს, ამგვარად, უნდა მიეცეთ იმისი უფლება, რომ შეძლონ გარდაცვლილ პირთა დაცვა მათ მიმართ დაკარგული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემისგან. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: