1.) ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 2.) საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4c12]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 15

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
9/21/23, 4:18 PM საქართველოს პარლამენტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 21 სექტემბერი 2023 10:00 2023 წლის 21 სექტემბერი, 10:00 საათი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; მომხსენებელი: დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი; 2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანგარიში; მომხსენებელი: დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი. https://parliament.ge/print/announcement/2378?local=true 1/2 9/21/23, 4:18 PM https://parliament.ge/print/announcement/2378?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი N15 2023 წლის 21 სექტემბერი, 10 00 საათი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი #307 სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ბოტკოველი, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, ნიკა მაჭუტაძე, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, მარიამ ტყეშელაშვილი, სიმონ უროტაძე, ნინო ქორიძე, ირმა ქიტიაშვილი, ნინი ჟღენტი. მოწვეული სტუმრები: თენგიზ ნასარიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ნატალია ხარატიშვილი, იმედა ალხაზიშვილი - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, დევი ხეჩინაშვილი, შორენა ჯადუგიშვილი - სადაზღვევო ასოციაცია, ივანე ბუჯიაშვილი, ნინო წეროძე - „ალდაგი“, მარეხ გურული, ინა ბერულავა „პრაიმი“, ირაკლი თუთარაშვილი - „ნიუ ვიჟენი“, ლევან სანიძე - “თიბისი ჯგუფი“, რატი კოჭლამაზაშვილი - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ირინე ფხოველიშვილი - ფერმერ ქალთა ასოციაცია, ალექსი ნონიაძე - რეფორმების ჯგუფი. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. (მომხსენებელი: დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი). 2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანგარიში. (მომხსენებელი: დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. მოისმინეს: დავით წითლიძის ინფორმაცია - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს გაწეული საქმიანობის და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. პროექტს ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო. პროექტის მთავარი მიზანია აგროდაზღვევის კულტურის გაზრდა, აგროდაზღვევის ბაზრის განვითარება და გრძელვადიანი მდგრადი სისტემის შექმნა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა სადაზღვევო პირობებზე, პოლისის გაცემის, ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცედურებზე. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებია: 2017 წლიდან პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი თითოეული სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის; 2018 წლიდან სადაზღვევო პოლისი გაიცემა მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთ(ებ)ის დასაზღვევად, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ 2 სააგენტოში; 2019 წლიდან დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში სააგენტოს მიერ წარმოებულ რეესტრში; 2022 წლიდან გაიზარდა ერთი ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში დასაზღვევი ფართობი და ზარალის შეფასების პროცესში ვიდეოჩანაწერების წარმოება. სააგენტოს ხელმძღვანელმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს და გააცნო კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. რეკომენდაცია: „აგროდაზღვევის ბაზრის სტაბილური განვითარებისა და სადაზღვევო ურთიერთობების სათანადო რეგულირების უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს კანონი სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის შესახებ“: სააგენტოს მოსაზრება: კანონი სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის შესახებ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება აგროდაზღვევის განვითარებისთვის სამომავლოდ. თუმცა, დღეისათვის, ხორციელდება აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არის ნებაყოფლობითი და არ მოიცავს ისეთ ელემენტებს როგორიცაა სავალდებულო, ან ნახევრადსავალდებულო დაზღვევა, რისკის პულის სისტემით მართვა და აშ. რეკომენდაცია: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს გაძლიერება საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსით. ამ მიზნით, სააგენტოში შეიქმნას შიდა სტრუქტურა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროგრამის განხორციელებას“: სააგენტოს მოსაზრება: ამ ეტაპისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აგროდაზღვევის პროგრამისთვის გამოიყოს კოორდინატორი, რომელიც სააგენტოს პასუხისმგებლობის ფარგლებში კოორდინაციას გაუწევს აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობას და მის განვითარებას. აღნიშნულ პოზიციაზე თანამშრომლის აყვანა დაგეგმილია 2023 წლის მარტში. აყვანილია თანამშრომელი. რეკომენდაცია: „შემუშავდეს აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსების გრძელვადიანი ხედვა/სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს აგროდაზღვევის ბაზრის სტაბილურ განვითარებას“: სააგენტოს მოსაზრება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულია 2021-2024 წლის აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია. სააგენტო ჩაერთვება აღნიშნული სტრატეგიის გადახედვისა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირების პროცესში. 3 რეკომენდაცია: „აგროდაზღვევის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების, დამზღვევებისა და მზღვეველებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ეფექტური მექანიზმების შექმნის უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს გასატარებელი ღონისძიებების გეგმა და ეტაპობრივად განხორციელდეს ინვესტიციები ICT ტექნოლოგიების დასანერგად“: სააგენტოს მოსაზრება: მონაცემებზე, რომლის შეგროვებასაც ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, მნიშვნელოვანია გაეხსნას წვდომა აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს და სოფლის განვითარების სააგენტოს. ერთობლივი ძალებით მოხდება მონაცემების დამუშავება, შეჯერდება პრიორიტეტული მიმართულებები და მოხდება ინვესტიციების დაგეგმვა. რეკომენდაცია: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშაოს და წარმოადგინოს აგროდაზღვევის პროგრამის მიმართ ფერმერთა ცნობიერების გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებების გეგმა“: სააგენტოს მოსაზრება: მარკეტინგული კამპანიისთვის გამოსაყოფი იქნება ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებელია, პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულ იქნეს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდება, სააგენტო შეიმუშავებს შესაბამის გეგმას. რეკომენდაცია: „აგროდაზღვევის პროგრამის მართვაზე პასუხისმგებელმა უწყებამ უზრუნველყოს შემფასებელი ექსპერტების საქმიანობის მონიტორინგი და მათი დამოუკიდებლობის, ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შეიმუშაოს და დანერგოს სერტიფიცირების მოდელი“: სააგენტოს მოსაზრება: ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცესის შეთანხმება სადაზღვევო ასოციაციის და სადაზღვევო კომპანიების ჩართულობით. რეკომენდაცია: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააანალიზოს საპრემიო განაკვეთების დადგენის მოქმედ წესთან დაკავშირებული გამოწვევები და წარმოადგინოს ხედვა შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით“: სააგენტოს მოსაზრება: აღნიშნული მიმართულებით პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესაძლებლობები განხილული და მომზადებული იქნება მოთხოვნილ ვადაში (2023-2024). რეკომენდაცია: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისწავლოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა რისკები და წარმოადგინოს ხედვა ახალი და აქტუალური აგროდაზღვევის პროდუქტების შექმნის შესაძლებლობებზე“: სააგენტოს მოსაზრება: აღნიშნული მიმართულებით პროგრამის 4 განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესაძლებლობები განხილული და მოსაზრებები მომზადებული იქნება მოთხოვნილ ვადაში (2023-2024). დავით წითლიძემ განხორციელებულ აქტივობებთან ერთად ისაუბრა სამომავლო მიზნებსა და ამოცანებზე: მიმდინარეობს მუშაობა ინდექს დაზღვევის ელემენტის ჩართვაზე აგროდაზღვევის ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების გამოყენებით; ზარალის შეფასების მეთოდოლოგიების შემუშავება იმ დარჩენილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულია; ამ ეტაპზე დამუშავების რეჟიმშია სიმინდის და ატმის შეფასების მეთოდოლოგია; ზარალის შემფასებლების ახალი სიტემის შექმნის საკითხი დამუშავების პროცესშია, ახალი დიზაინი დამოკიდებულია სატელიტის საშუალებით შეფასების პრინციპებზე. სახელმწიფო პროგრამებში გამოცდილების არმქონე სადაზღვევო კომპანიების ჩართვის პრინციპების შემუშავება; თანამშრომლობა სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით; ახალი პროგრამული უზრუნველყოფა როგორც პოლისის გაყიდვის, ისე ზარალის აღრიცხვისთვის. აზრი გამოთქვეს: 1. თენგიზ ნასარიძე: რომელმაც ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის აგროდაზღვევის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ამ საკითხებზე აქტიურად მიდის სამინისტროში შიდა დისკუსიები. გაიმართა შეხვედრა პარტნიორებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ასოციაციებთან და გამოიკვეთა მთელი რიგი გამოწვევები, რომლებზეც რეკომენდაციებშიც არის საუბარი. კარგია, რომ მოცვა იყოს დიდი, თუმცა არის ერთი ასპექტი: დიდი რისკის მქონე ზონებში დაზღვევის მაღალი მაჩვენებელია. ასეთ ზონებში (მაგალითად ყვარელი), საკმაოდ კარგად მუშაობს ეს პროდუქტი, თითქმის 50%-ია დაზღვეული, მაშინ, როდესაც მთლიანობაში, ვენახის ნაწილში, დაახლოებით 18%-ია დაზღვევა. ეს ახასიათებს სადაზღვევო პროდუქტს, როდესაც დაბალი რისკის ზონებში არ არის პოპულარული და მაღალი რისკის ზონებში აქტიურად ხდება გამოყენება, რაც ფინანსური კუთხით არათანაბარ ბალანსს აჩენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებელია, მოხდეს სამართლიანი ბალანსის განსაზღვრა. ცნობიერების გაზრდაც მნიშვნელოვანია. ამ კუთხით ერთობლივად ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ზარალის შეფასების, მასზე რეაგირების კუთხით არის პრეტენზიები, თუმცა აგროდაზღვევა, გარკვეულწილად თავის საქმეს აკეთებს. საჭიროა 5 მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მეტად ხელს შეუწყობს მას. სოფლის მეურნეობა, დაზღვევის აქტიური ელემენტის გარეშე, ვერ იქნება ეფექტური. 2. ნინო წილოსანი: რომელმაც განაცხადა, რომ მისი აზრით, სისტემურად არის გადასახედი სადაზღვევო სისტემა. ცალკეულად, რაღაც კომპონენტები გაუმჯობესდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 2022 წელს დაზღვევების რაოდენობამ იკლო. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, პირობითად, 2021 წელს დაზღვეულის მიერ გადახდილი პრემიაა 660 ლარი, სუბსიდია - 1052 ლარი და ანაზღაურებული ზიანი - 1100 ლარი. ჯამში, სახელმწიფოს და ფერმერის მხრიდან გადახდილია 1700 ლარამდე, საიდანაც ანაზღაურებულია 1100 ლარი. ფაქტია, რომ ფერმერს ინტერესი არ აქვს, სადაზღვევო ამაზე მეტ თანხას ვერ გამოყოფს. აქედან გამომდინარე, დასაფიქრებელია, სწორია თუ არა სისტემა ზოგადად. გლობალურად არის საკითხი მოსაგვარებელი. რაღაც სხვა პროცესია წამოსაწყები. არ შეიძლება რომ სადაზღვევო მოდელი სადმე არ იყოს წარმატებული. მათ შემთხვევაში უკმაყოფილოები არიან სადაზღვევოებიც, ფერმერებიც და სახელმწიფოც. 3. ივანე ბუჯიაშვილი: რომელმაც აღნიშნა, რომ 2014 წლიდან აქტიურად არიან ჩართული პროგრამაში და მას შემდეგ წყვეტა არ ქონიათ. გარანტირებულად შეუძლიათ თქვან, რომ ნებისმიერი მათი აღებული ვალდებულება, ბოლომდე მიყავდათ ყოველთვის. მისი განცხადებით, სადაზღვევო ინდუსტრია და პროგრამა გამოწვევის წინაშეა. ჯამური აგრეგირებული მონაცემების გათვალისწინებით, სადაზღვევო ინდუსტრიის ფინანსური შედეგები არის მკვეთრად ნეგატიური. 2014-2023 წლებში, ნეგატიური შედეგების გამო, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ პროგრამა დატოვა და არის რისკი იმისა, რომ რამდენიმე სოლიდურმა სადაზღვევო კომპანიამაც დატოვოს. მათი მიზანია, პროგრამა განვითარდეს, იღებენ რისკებს, თუმცა არსებული ფინანსური შედეგი სპობს შესაძლებლობას, მეტი რისკი აიღონ. არასოდეს ამბობენ უარს არცერთ რეგიონში შესვლაზე, არცერთი კულტურის დაზღვევაზე, თუმცა უნდა ქონდეთ საფუძველი, დაარწმუნონ ინვესტორები, საერთაშორისო გადამზღვევი პარტნიორი კომპანიები, რომ ზოგადად ინდუსტრიამ რეალურად დაიწყოს პოზიტიურ შედეგებზე გასვლა. მისი განცხადებით, თუ არ იქნება მყარი საკანონმდებლო ჩარჩო, მომავალი მათთვის ბუნდოვანია და მუდმივად გაურკვევლობის წინაშე იქნებიან. 4. დევი ხეჩინაშვილი: რომელმაც განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, კმაყოფილი მსოფლიოში არავინ არის. ყველას უდგას 6 ეგზისტენციალიზმის პრობლემა, ფერმერებსაც და სადაზღვევო კომპანიებს ქონდეთ. კანონი მთავრობასაც. სადაზღვევო აუცილებელია აგროდაზღვევის მნიშვნელოვანია. ინდუსტრიასაც, სტაბილურობა, ინტერესი ფერმერების რომ შენარჩუნებული წარმომადგენლობა ჩართული უნდა იყოს ყველა პროცესში, პრობლემებშიც და სიკეთეშიც. რაზეც იყო გაცემული რეკომენდაციები დონორების მხრიდან, არის რისკზე დაფუძნებული ტარიფი. ეს ნიშნავს, რომ ყვარლის ზონაში, რომელიც 50%ზე მეტად არის დაზღვეული, იციან, რომ ყოველ წელს ზარალი აქვთ და სხვა, ნაკლებად რისკიან ზონებში, სადაზღვევო კომპანიებს ქონდეთ საშუალება სხვადასხვა ტარიფი მიაწოდონ. სხვანაირად არაფერი გამოვა, რადგან ეს არის ნებაყოფლობითი დაზღვევა და იქ, სადაც რისკი ნაკლებია, ფერმერი იქ არ იყიდის. ყვარლის ხვედრითი წილი იზრდება ყოველ წელს, დანარჩენის მცირდება, ეს ნიშნავს რომ ამაში არც სამართლიანობაა და ეკონომიურადაც არ არის მდგრადი ასეთი სისტემა. არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ გასავლელია. ასევე, პრობლემაა ფუჭი ზარალი, მსოფლიოს აქვს ამის გამოცდილება. მნიშვნელოვანია, შემფასებელი ექსპერტების კვალიფიკაცია და მათი სერტიფიცირების მსგავსი მოდელის არსებობა. ზოგადად, მომავალი დაკავშირებულია იმასთან, შეძლებენ თუ არა ისეთი სისტემის აწყობას, რომელიც ყველას აწყობს. 5. ასევე, აზრი გამოთქვეს: სოზარ სუბარმა, რომელმაც ისაუბრა გაზაფხულის სეტყვასთან (რომელიც არ ფინანსდება), გაზაფხულის ყინვებთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სადაზღვევო პრემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დაჩი ბერაიამ, რომელიც შეეხო დასავლეთ საქართველოში გვალვის დროს მიყენებული ზარალით გამოწვეულ პრობლემებს, გადასახდელი პრემიისა და ანაზღაურებული ზიანის ხარჯებს; გელა სამხარაულმა, რომელმაც ისაუბრა ფერმერების ნდობის არქონაზე დაზღვევის საკითხებთან მიმართებაში, შემფასებლების პრობლემებზე, კომპანიებს შორის კონკურენციის არარსებობაზე, ერთნაირ ტარიფებზე; რატი კოჭლამაზაშვილმა, რომელმაც ასევე ისაუბრა ფერმერების პრობლემებზე აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, დაბალი ცნობიერების გამო გასატარებელ აუცილებელ სამუშაოებზე და არსებულ გამოწვევებზე. გამოთქვა ერთობლივად თანამშრომლობის მზაობა, რათა დაიხვეწოს პროგრამა; ალექსი ნონიაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი ხედვაა, ჯერ განვითარებული სოფლის მეურნეობა და შემდეგ დაზღვევის კომპონენტი; ივანე ბუჯიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ნახევრად სავალდებულო ფინანსურ მონაცემებზე, ბენეფიციარისთვის გადახდილ პრემიასა და 7 ანაზღაურებას შორის ბალანსის, დაზღვევის ცნობიერებასა და კულტურის მნიშვნელობაზე. 6. ნინო წილოსანი: რომელმაც განაცხადა, რომ კომიტეტმა, როგორც დავალება მიიღო ახალი მოდელის სისტემაზე მუშაობა სამინისტროსთან ერთად. იგი ემხრობა კანონის შემუშავებას, რომელიც კონკრეტულ სიმყარეს მისცემს სექტორს და ამ კანონში მაქსიმალურად იმ შენიშვნების გათვალისწინებას, რაც გამოითქვა. მისი მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული „აგროკრედიტი“-ს, „დანერგე მომავალი“-ს და ნებისმიერი სხვა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს აგროდაზღვევა, რაც თავის მხრივ გაზრდის მომგებიანობას და თავად ფერმერისთვის იქნება სასარგებლო. სახელმწიფო, რომელიც ამ სექტორის განვითარებაში დებს თანხას, იქნება გარანტირებულად დაზღვეული. კომიტეტის თავმჯდომარემ შესთავაზა სხდომის მონაწილეებს, იფიქრონ ამ თემაზე და გააგრძელონ თანამშრომლობა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაციები: 1. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე და 2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 8