საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-9481/23; 30.06.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-15213/23
28-09-2023
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის
მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“
საქართველოს
შეტანის
თაობაზე“
კანონში
ცვლილების
საქართველოს
კანონის
პროექტთან დაკავშირებით (1-9481/23; 30.06.2023)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორი
აღნიშნავს,
რომ
კანონმდებლობაში,
კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (28.12.2011),
არ არის მოცემული გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების
შემცველი ელექტრონული დოკუმენტის დაინტერესებული პირის მიერ ხელსაყრელი
ფორმით მიღების შესაძლებლობას.
წინადადების ავტორი დასძენს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უნდა ქმნიდეს
ისეთ პირობებს, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება საკუთარი თავის შესახებ
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
არსებული პერსონალური ინფორმაციის შემცველი მასალების ელექტრონულ ფოსტაზე
უსასყიდლოდ და შეუფერხებლად მიღება.
საკუთარი პოზიციის დასაბუთების მიზნით, წინადადების ავტორი მიუთითებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, ევროკავშირსა და ევროსაბჭოში მოქმედ
სამართლებრივ აქტებს (GDPR, Convention 108) და მიზანშეწონილად თვლის მათში
ასახული სტანდარტების იმპლემენტირებას შიდაეროვნულ საკანონმდებლო აქტში.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი უფლების
რეალიზებისთვის
შესაბამისი
გარანტიების
შექმნა
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
წინაპირობაა ამ უფლების ჯეროვანი რეალიზებისთვის, განსაკუთრებით, ციფრული
ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტმა, მიმდინარე წლის 14 ივნისს, მიიღო
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც შეესაბამება
ევროკავშირსა და ევროსაბჭოში მოქმედ სამართლებრივ აქტებს, და მიზნად ისახავს
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ძირითადი
უფლების
რეალიზებისთვის
მეტი
გარანტიების შექმნას.
ახალი კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ მონაცემთა სუბიექტს
უფლება აქვს, გაეცნოს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს
ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია დამუშავებისთვის
პასუხისმგებელ პირთან ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან. მონაცემთა
სუბიექტს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება
განსხვავებული ფორმით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილი
გონივრული
საფასურის
სანაცვლოდ,
იმ
შემთხვევაში,
თუ
ეს
ტექნიკურად
შესაძლებელია.
ამდენად, კომიტეტი აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა, რომელიც 2024 წლის 1
მარტიდან ამოქმედდება, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ დასმულ საკითხს
მიემართება, პასუხობს მას და უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი
პერსონალურ მონაცემების გაცნობისა და მათი ასლების ხელსაყრელი ფორმით (მათ
შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) მიღების უფლების რეალიზებას, და
აღნიშნულისთვის
ქმნის
მყარ
სამართლებრივ
გარანტიებს,
რაც,
თავის
მხრივ,
გამომდინარეობს, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ, მონაცემთა დაცვის
ევროპული რეგულაციის (GDPR) ციტირებული მუხლის (მუხ. 12) შინაარსიდან.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კანონით, მონაცემთა სუბიექტისთვის
ხდება სხვა არაერთი მნიშვნელოვანი უფლების რეალიზების შესაძლებლობათა მეტად
განმტკიცება, რაც მთლიანობაში ზრდის მისი უფლების დაცვის ბერკეტებსა და
გარანტიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს
მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე