სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 77
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
9/28/23, 4:49 PM
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
28 სექტემბერი 2023 10:00
2023 წლის 28 სექტემბერი, 10:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/320; 19.09.2023) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-10746/23; 31.07.2023) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/314; 01.09.2023) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
4. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მოსმენა;
მომხსენებელი:
ნუნუ
მიცკევიჩი
-
სსიპ
განათლების
საერთაშორისო
ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორი;
5. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსმენა;
https://parliament.ge/print/announcement/2406?local=true
1/2
9/28/23, 4:49 PM
საქართველოს პარლამენტი
მომხსენებელი: დიმიტრი ბერიძე - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
უფროსი.
https://parliament.ge/print/announcement/2406?local=true
2/2
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის
ოქმი N77
2023 წლის 28 სექტემბერი, 10:00 საათი
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N8,
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი 307)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, რამინა
ბერაძე, ბექა დავითულიანი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, გენრიეტა წიწავა, ქეთევან
თურაზაშვილი, დავით ზილფიმიანი, ნატო ჩხეიძე (როსტომ ჩხეიძის ადგილმონაცვლე).
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
ნუნუ მიცკევიჩი - სსიპ. განათლების საერთაშორისო ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორი, ნინო სულავა - სსიპ. განათლების საერთაშორისო ცენტრის
წარმომადგენელი; დიმიტრი ბერიძე - სსიპ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
უფროსი, სსიპ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები: მაია
სიმონიძე, ნინო თოდუა, სალომე ჯაფარიძე, ნინო ეფხოშვილი; დავით ჯალაღონია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა და კომიტეტის
წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღის
წესრიგმა განიცადა ცვლილება და საჭირო გახდა მესამე საკითხის ამოღება. კომიტეტის
წევრებმა მხარი დაუჭირეს განახლებულ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/320; 19.09.2023)
განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-10744/23; 31.07.2023) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/314; 01.09.2023) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
4.
სსიპ.
განათლების
მომხსენებელი: ნუნუ მიცკევიჩი
აღმასრულებელი დირექტორი;
-
საერთაშორისო
სსიპ. განათლების
ცენტრის
საერთაშორისო
მოსმენა;
ცენტრის
5.
სსიპ.
განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემის
მოსმენა;
მომხსენებელი: დიმიტრი ბერიძე - სსიპ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
უფროსი.
კომიტეტმა მოისმინა:
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს
წარუდგინა, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის განცხადებით, 2023 წლის განვლილ პერიოდში, რიგი მიმართულებებით,
გამოიკვეთა დამატებითი დაფინანსების საჭიროება, რომელიც მიზანშეწონილია
განხორციელდეს მიმდინარე წელს.
წარმოდგენილი ცვლილებებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 077,8 მლნ ლარს,
რომლის ფარგლებში 34,8 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება, 10,5 მლნ ლარით იზრდება მოსწავლეების
ტრანსპორტირების
ხარჯები,
ხოლო
სხვა
მიმართულებებით
ასიგნებების
გადანაწილებასთან ერთად დაფინანსება გაზრდილია 1,7 მლნ ლარით.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
გივი მიქანაძის კითხვა ეხებოდა იმ ქვეპროგრამებს, რომელიც სრულად ვერ შესრულდა,
კერძოდ, რამდენად არსებობდა მსგავსი შემთხვევები. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარემ
იკითხა, თუ რა ნიშნულზე იქნება განათლებისა და მეცნიერების მიმართულება საერთო
ბიუჯეტში წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე.
ნატო ჩხეიძემ ყურადღება გაამახვილა განათლების ბიუჯეტის მშპ-ს 6%-მდე გაზრდასთან
დაკავშირებით. ასევე დაინტერესდა, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული
სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვის პროცედურით.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, განათლების მიმართულებით ყველა პროგრამაში 100%ზე მეტია ათვისება, ერთადერთი მცირე ჩამორჩენა არის პროფესიული განათლების
მიმართულებით ორ ახალ პროექტში, სადაც
შედარებით ნაკლებია შესაბამისი
მაჩვენებელი. რაც შეეხება სამინისტროს პოზიციას ბიუჯეტში, განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო კვლავ მე-3 პოზიციაზე რჩება. მისივე განცხადებით, განათლება
არის პრიორიტეტი და ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა ბიუჯეტის ზრდა,
მილიარდ ლარზე მეტით, ხოლო ოთხ-ხუთ წელიწადში მიღწევადია, რომ განათლების
დაფინანსებამ გადააჭარბოს ჯამურად მშპ-ს 6%-ს. რაც შეეხება ფინანსური დავალიანების
გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ჯამურად
დავალიანება შეადგენს 40 მლნ ლარს და სტუდენტებს პრემიერ მინისტრის ინიციატივით
აღნიშნული დავალიანება გაუნულდებათ, რაც მათ სწავლის გაგრძელების საშუალებას
მისცემთ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის შვიდმა წევრმა.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
კომიტეტმა მოისმინა:
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, კომიტეტის წევრებს
წარუდგინა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა.
მომხსენებელმა, თავდაპირველად კომიტეტის წევრებს გააცნო 2023 წლის განვლილი 6
თვის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები.
რაც
შეეხება
განათლებისა
და
მეცნიერების
მიმართულებით,
ბიუჯეტით
გათვალისწინებულ ათვისების მაჩვენებლებს, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2023
წლის განვლილ პერიოდში საერთო ჯამში მოხდა 979 მლნ ლარის ათვისება, რაც
დაგეგმილის 100.3%-ია. სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით 675 მლნ
ლარზე მეტია ათვისებული და სახეზეა 100%-იანი შესრულება. პროფესიული განათლების
კუთხით შესრულების მაჩვენებელი 100%-ზე მეტია და 55 მლნ ლარს შეადგენს, უმაღლესი
განათლების მხრივ - 107%-ია ათვისებული, რაც დაახლოებით 84 მლნ ლარია, მეცნიერების
და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით 39 მლნ ლარზე მეტია ათვისებული და
შესრულების მაჩვენებელი 102%-ია, ხოლო ინკლუზიური განათლების მიმართულებით
ათვისებულია გამოყოფილი ბიუჯეტის 100%.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების 6 თვის მიმოხილვას.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის შვიდმა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
კომიტეტმა მოისმინა:
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ
მიცკევიჩმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის
საქმიანობის ანგარიში.
მომხსენებლის განცხადებით, განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა დამტკიცდა
2014 წელს, ხოლო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2015 წელს. ცენტრის
მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება.
ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ცენტრი ახორციელებს 14 სასტიპენდიო პროგრამას,
რომელიც სამი ძირითადი სქემით ერთიანდება, ესენია: სახელმწიფო, ბილატერალური და
საპარტნიორო სასტიპენდიო პროგრამები.
სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფო საბიუჯეტო
სახსრებით, რომლის ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წლისთვის დაფისანსდა:
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - საქართველოს 37 მოქალაქე;
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - საქართველოს 4 მოქალაქე;
საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამები - საქართველოს 5 მოქალაქე;
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა - საქართველოს 12 მოქალაქე.
ბილატერალური სასტიპენდიო პროგრამები ხორციელდება ნაცვალგების პრინციპზე და
ფინანსდება მომწვევი ორგანიზაციის მთავრობების მიერ, რომლის ფარგლებში 2023-2024
სასწავლო წლისთვის დაფინანსდა:
სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში “Stipendium Hungaricum”– საქართველოს 51
მოქალაქე,
ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა - საქართველოს 4 მოქალაქე,
ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა - საქართველოს 15 მოქალაქე,
სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა - საკონკურსო რეჟიმშია.
საპარტნიორო სასტიპენდიო პროგრამებით დაფინანსება გაიცემა ცენტრისა და ცენტრის
პარტნიორი ორგანიზაციის თანადაფინანსებით, რომელიც მოიცავს სამაგისტრო
პროგრამებს საფრანგეთში, აკადემიურ პროგრამებს იტალიაში, აკადემიურ პროგრამებს სან
დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო
პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2023-2024 სასწავლო წლისთვის დაფინანსდა
საქართველოს 20 მოქალაქე.
ცენტრის დირექტორის განცხადებით, საკონკურსო მოთხოვნების ძირითად მიზნობრივ
ჯგუფს წარმოადგენენ: საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის
ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებსაც:
მინიჭებული აქვთ შესაბამისი აკადემიური ხარისხი და აქვთ მაღალი აკადემიური
მოსწრება.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, საერთაშორისო პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ
ცენტრი თანამშრომლობს საფრანგეთის საელჩოსთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და
ვაჭრობის სამინისტროსთან, იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსთან (CRUI),
ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია - ა(ა)იპ
„მინერვას“-თან, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდთან, ასევე სსიპგანათლების საერთაშორისო ცენტრსა და განათლების საერთაშორისო ინსტიტუტს
(Institute of International Education) შორის გაფორმდა გრანტის ადმინისტრირების შესახებ
ხელშეკრულება.
ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უცხოეთში
განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება ქვეპროგრამის დამტკიცება
სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების“ ფარგლებში,
რომლის მიზანი დამოუკიდებელ საკონკურსო პროცესში, საზღვარგარეთ სწავლის
მიზნით, დაფინანსების გამოყოფაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მიღებული
ცოდნით
დაუბრუნდებიან
თავიანთ
მუნიციპალიტეტებს
და
დასაქმდებიან
კვალიფიკაციის შესაბამისად. მისივე განცხადებით, იგეგმება დიასპორის მხარდამჭერი
პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული
დიასპორისთვის
საქართველოში
სწავლის
ხელშეწყობა,
როგორც
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში/კვლევით
ინსტიტუტებში
მოკლევადიანი
კურსის/კვლევის ასევე, პროფესიული საგანმანათლებო პროგრამების მიმართულებით.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ასევე
აღნიშნა, რომ კომიტეტს დაგეგმილი აქვს ჩინეთში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, მათ
შორის მოხდება განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების
მიმართულებით საჭირო კონკრეტული ინიციატივების განხილვაც.
კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, თუ რამდენად იღებს სახელმწიფო
ვალდებულებას საერთაშორისო განათლების მიღების შემდგომ, ქვეყანაში დაბრუნებული
პირების დასაქმებასთან დაკავშირებით.
გიორგი ჩაკვეტაძის კითხვა შეეხებოდა სახელმწიფო სტიპენდიების მაქსიმალურ ზედა
ზღვარს და დეფიციტური პროფესიების მიმართულებით არსებულ პროგრამებს.
გენრიეტა წიწავა დაინტერესდა სტატისტიკური მონაცემებით და პროგრამების გავლის
შემდეგ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში კურსდამთავრებულების დასაქმების
მაჩვენებლით.
ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში მონაწილე პირის
ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ ორგანიზაცია თავად საზღვრავს მისი კარიერული
წინსვლის საკითხს, თუმცა მთავარი ვალდებულებაა, რომ დაბრუნების შემდეგ იმავე
ორგანიზაციაში უნდა იმუშაოს 12 თვის განმავლობაში. მისივე განცხადებით,
სტიპენდიებთან დაკავშირებით ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული, ხოლო, რაც
შეეხება, დასაქმების სტატისტიკას, ამ საკითხზე გამოწვევები არსებობს, ამიტომ ცენტრს
ჰყავს დასაქმების კოორდინატორი და ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მახვილდება
ყურადღება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად
საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის ანგარიში.
მიიღო
სსიპ
-
განათლების
კომიტეტმა მოისმინა:
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა დიმიტრი ბერიძემ
კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
საქმიანობის ანგარიში.
მომხსენებლის განცხადებით, სსიპ. განათლების მართვის საინფორმაციოა სისტემა
დაფუძნდა 2012 წელს, მისი ძირითადი მიზანი განათლების სამ საფეხურზე,
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ინფორმაციების შეგროვებაა. საქმიანობის
მიმართულებებია მართვის ელექტრონული სისტემების განვითარება და სერვისების
ხელმისაწვდომობა, განათლების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და ICT-სა
და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
დიმიტრი ბერიძის განცხადებით, სკოლამდელი განათლების მიმართულებით შეიქმნა
ბაღების სარეგისტრაციო პორტალი საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბაღების
აღრიცხვისა და მათი შემდგომი ავტორიზაციის განრიგის შექმნის მიზნით, ხოლო 2026
წლისთვის შეიქმნება ბაღების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემა.
მომხსენებლის განცხადებით, ზოგადი განათლების მიმართულებით შექმნილია
საინფორმაციო სისტემა eSchool, სადაც თავმოყრილია ყველა საკითხი, მათ შორის
სასწავლო პროცესის ორგანიზება, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და პერსონალის
აღრიცხვა, მობილობა, მასწავლებელთა/სპეც. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება,
სკოლების ბიუჯეტისა და დაფინანსების მხარდაჭერა, სოციალური სერვისების
მხარდაჭერა, სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების მხარდაჭერა და მედალოსანი
მოსწავლეების მონაცემების აღრიცხვა. ცენტრი უზრუნველყოფს გრიფირების
ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას, ასევე, პირველკლასელთა რეგისტრაციას,
რომელიც თავის მხრივ მოიცავს ოთხ ეტაპს. ცენტრში ხდება საბაზო/სრული ზოგადი
განათლების ატესტატების მონაცემთა ბაზის ფორმირება და ატესტატების გაცემის
მხარდაჭერა.
დიმიტრი ბერიძის განცხადებით, სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურსების,
ოლიმპიადებისა და გამოცდების მხარდაჭერაში. ასევე, ჩართულია საჯარო სკოლის
დირექტორობის მსურველთა გამოცდის რეგისტრაციისა და სასერთიფიკაციო გამოცდის
პროცესის უზრუნველყოფაში, საპრეტენზიო განაცხადების განხილვაში, სერთიფიკატის
გაცემასა და XII კლასის ექსტერნის გამოცდის ორგანიზებაში. სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა მოიცავს პირველკლასელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფის
პროცესის, საჯარო სკოლების ვებ. გვერდების შექმნას და მათი ტექნიკურ მხარდაჭერას.
მისივე განცხადებით, შექმნილია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემა, რომელიც მოიცავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის
მსურველთა, არაფორმალური განათლების აღიარების მსურველთა და პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციას.
ხოლო,
უმაღლესი
განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემა
მოიცავს
საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების გამოცხადებას, ოფიცალური პროგრამის
ფარგლებში სახელმწიფო გრანტის მინიჭების მიზნით მონაცემთა დამუშავებას,
დაფინანსების მიღების მსურველთა სარეგისტრაციო პორტალის შექმნას, ტექნიკურ
მხარდაჭერას და დაფინანსების ადმინისტრირებას. მნიშვნელოვანი პროცესია სტუდენტთა
მობილობა, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხები.
სისტემა ჩართულია განათლების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფისა და
სტატიკური მონაცემების წარმოებაში, რომელიც ხორციელდება როგორც ზოგადი, ისე
პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე.
რაც
შეეხება
ინფრასტრუქტურულ
ნაწილს,
მისივე
განცხადებით
ერთიან
საგანმანათლებლო ქსელში ჩართულია 40 000-ზე მეტი კომპიუტერი, 850 000-მდე
მომხმარებელი და უზრუნველყოფილია VPN კავშირით.
დიმიტრი ბერიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა Microsoft 365-ის ლიცენზიებზე,
რომლითაც უზრუნველყოფილია სრული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და
იძლევა სწავლა-სწავლების ონლაინ რეჟიმში წარმართის შესაძლებლობას.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
გივი მიქანაძე და რამინა ბერაძე დაინტერესდნენ პირველკლასელთა რეგისტრაციის
საკითხით.
დიმიტრი ბერიძეს განცხადებით ტექნიკური კუთხით პირველკლასელთა რეგისტრაციას
არ გააჩნია პრობლემა, ადგილების სიმცირის გამო, ხშირ შემთხვევაში, რთულდება
რეგისტრაციის პროცესი.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად სისტემის ტექნიკური გამართულობისა,
მოქალაქეები რეგისტრაციის პროცესში მაინც აწყდებიან პრობლემას, შესაბამისად
მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას
გარკვეული ნაბიჯები. კომიტეტის თავმჯდომარემ სსიპ. განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, მიმდინარე წლის
ოქტომბრის ბოლომდე, კომიტეტს წარუდგინონ საკუთარი ხედვები რეგისტრაციის
პროცესის გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნულის შემდგომ დაიგეგმება სამუშაო შეხვედრა
პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო სსიპ. განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის საქმიანობის ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე