საქართველოს მოქალაქე ლაშა ქურდაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.09.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ლაშა ქურდაძე
ნომერი
#1-12634/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412312595739 27.09.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: კანონის პროექტის ცვლილების შესახებ (სუროგაცია) შინაარსი: გაცნობებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით: “საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.” მკაფიოა, რომ კონსტიტუცია მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის სამართლებრივ სივრცეს ტოვებს, თუმცა საქართველოს კანონის პროექტის “მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ” 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: “3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე” აღნიშნიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ სათანადო საკანონმდებლო პროექტის ცვლილების უზრუნველყოფა, უცხოელთა არაკონსტიტუციური მდგომარეობის დადგენისთვის უარის თქმის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ადვოკატი №10165 პატივისცემით, ლაშა ქურდაძე პ. #: მობილური: ელფოსტა: