საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მომართვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი) მიერ წარმოდგენილი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-11690/23; 31.08.2023) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-15229/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286

📜 ტექსტი

წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-15229/23 29-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 4 სექტემბრის (N279/33) გადაწყვეტილებით, კომიტეტს დაევალა განიხილოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-11690/23; 31.08.2023). ობიექტური მიზეზების გამო კომიტეტი ვერ ახერხებს ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში საკანონმდებლო წინადადების განხილვას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge