მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის გამოსვლა.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე
- ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენება
- მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის გამოსვლა. (ეს პროექტი) მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2023-10-04
📜 ტექსტი
წერილი
9/27/2023
იუსტიციის სახლი
ვიცე-პრემიერი
ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
მინისტრი
ზ. გამსახურდიას სანაპირო
№1
0114 თბილისი, საქართველო
+995 32 299 11 11
ministry@moesd.gov.ge
27 / სექტემბერი / 2023 წ.
KA020107648525423
№ 20/9402
საქართველოს პარლამენტს
როგორც ცნობილია, 2023 წლის 5 ოქტომბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში დაგეგმილია საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსენება
სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის სახით
წარმოგიდგენთ დაგეგმილი მოხსენების ტექსტს.
მინისტრი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/4070ec85-5743-4d38-a225-425034f5c044.html
ლევან დავითაშვილი
1/1
მოხსენება
05.10.23 -„მინისტრის საათი“- მოხსენების ტექსტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„მინისტრის საათის“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გასული წლის განმავლობაში გაწეული
საქმიანობის ანგარიშს, რომელიც საქართველოს სამთავრობო პროგრამიდან
გამომდინარეობს.
ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და
სტატისტიკური მონაცემები, აგრეთვე მოცემულია, თუ როგორ შეაფასეს
საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოებმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა
საქართველოში
არსებული
მაკროეკონომიკური
გარემო
და
განხორციელებული/მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ქვეყნის
განვითარებაზე.
კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესის ხელშეწყობა და
კონკურენტუნარიანობის ზრდა კვლავ რჩევა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და
სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებად. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია
ის ნაბიჯები, რომელიც სამინისტრომ ამ მიზნებისა და შესაბამისი ამოცანების
მისაღწევად გადადგა. მათ შორის, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“
ახალი კომპონენტების დამატებითა და არსებულის სრულყოფის მიმართულებით.
ასევე, ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისა და ხელშეწყობის
კუთხით.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის აღდგენის ტენდენციებს,
აგრეთვე გამოწვევებს. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა სატრანსპორტო ლოგისტიკური
ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მათი ინტეგრაცია
საერთაშორისო ქსელებთან და მარშრუტებთან. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა ენერგეტიკული სისტემის განვითარებასა და შესაბამისად, ქვეყნის
ენერგოუსაფრთხოების საკითხს.
კაპიტალის ბაზრის და სადაზღვევო სექტორის განვითარება, ისევე როგორც
გამართული საპენსიო სისტემა, ჩვენი სტრუქტურული რეფორმების და მდგრადი
განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ამ მიმართულებებით
აქტიური მუშაობა გრძელდება პარტნიორ სამინისტროებთან, საერთაშორისო
ორგანიზაციებთან და ეროვნულ ბანკთან.
რაც მთავარია, ანგარიში ასევე მოიცავს ისეთ ძირითად პრიორიტეტულ
მიმართულებას - ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში, რაც
გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.
ეკონომიკური მაჩვენებლები
საქართველომ შეძლო არამხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ
ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა
- 2021 წელს 10.5%-იანი, ხოლო 2022 წელს - 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა
დაფიქსირდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გაგრძელდა 2023 წელსაც და
იანვარ-ივლისში ეკონომიკური აქტივობა 7.2%-ით გაიზარდა.
აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას
საგარეო შოკების მიმართ, რაც აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში
ეკონომიკის კლება ფიქსირდება (მაგალითად, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი,
ესტონეთი, უნგრეთი, მოლდოვა).
2023 წელს მოსალოდნელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ 21400 ლარს - 8100 აშშ.
დოლარს მიაღწევს, ხოლო 2025 წლისთვის გადააჭარბებს 25000 ლარს - 9500 დოლარს.
პროგნოზების მიხედვით მოსალოდნელია, რომ უკვე 2028-2030 წლებში საქართველო
დაუახლოვდება ევროკავშირის წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნების მედიანურ სტანდარტს.
მთლიანობაში, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს
წარმოადგენდა ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და საქონლით საგარეო
ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური
ტენდენციები.
2022 და მიმდინარე 2023 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო
მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი - 2022 წელს დაფიქსირდა
ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების და პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების რეკორდული მოცულობა და ყველა ამ მიმართულებით პოზიტიური
ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.
იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 14.3
პროცენტით გაიზარდა და 4.1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. წლის პირველ
ნახევარში ტურიზმიდან მიღებული
შემოსავლები 57.9%-ით გაიზარდა და 1.8
მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.9%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელს.
იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოცულობა წინა წელთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ.
დოლარით განისაზღვრა.
ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები
იქნა მიღწეული ინფლაციის შემცირების მიმართულებით. საქართველოში ფასების
დონის ზრდა გამოწვევას აღარ წარმოადგენს და ფასები დასტაბილურდა, მაშინ როცა
გლობალურად ინფლაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მიმდინარე წლის
აპრილიდან ინფლაციის დონე მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება.
აღნიშნულს ხელი შეუწყო როგორც კოორდინირებულმა ფისკალურმა და
მონეტარულმა პოლიტიკამ, ასევე ღონისძიებებმა, რომლებიც მიმართული იყო
სხვადასხვა ბაზარზე კონკურენციის ზრდისკენ და ამ ბაზრებზე სტრუქტურული
პრობლემების შემცირებისკენ, მათ შორის მედიკამენტებზე, სურსათზე და ა.შ.
წინა წელს უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე - 17.3%-მდე შემცირების
შემდეგ, გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე, 2023 წლის პირველ
და მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 1.4 პროცენტული პუნქტით
შემცირდა და შესაბამისი კვარტლების (პირველი და მეორე კვარტლების) მინიმალურ
დონეს მიაღწია (18.0% და 16.7%). უმუშევრობის დონე შემცირდა სამუშაო ძალის და
დასაქმების ზრდის პარალელურად და წლის პირველ და მეორე კვარტალში
დასაქმებულთა რაოდენობა, შესაბამისად, 71 და 57 ათასით გაიზარდა.
2022 წელს ისტორიულ მინიმუმს მიაღწია სიღარიბის დონემაც - 2021 წელთან
შედარებით სიღარიბის დონე 1.9 პროცენტული პუნქტით 15.6%-მდე შემცირდა. ბოლო
ათი წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა.
მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და პოზიტიური დინამიკის მიუხედავად,
უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ჩვენი
ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ მათი შემცირებისკენ არის მიმართული, რომელიც
გულისხმობს
კერძო
სექტორის
კონკურენტუნარიანობის
გაძლიერებას,
სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა
და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას,
ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას, ახალი შესაძლებლობების
ეფექტიან გამოყენებას და, რაც მთავარია, ევროკავშირთან დაკავშირებადობის
გაუმჯობესებას.
აღსანიშნია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია კერძო
სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის
გაუმჯობესების მიმართულებით. OECD-ის „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის
ინდექსში“ საქართველო კვლავ ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს
(მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი) შორის. ხაზგასასმელია, რომ კვლევა
მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების შეფასებას, როგორიცაა
პასუხისმგებლიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი, ფინანსებზე
ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა და ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა. მცირე
და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის (SBA SME Policy Index 2024) მე-4
რაუნდის შეფასების პირველადი შედეგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ლიდერობს
ისეთ
მნიშვნელოვან
კომპონენტებში,
როგორიცაა:
ინსტიტუციური
და
მარეგულირებელი ჩარჩო, ოპერაციული გარემო, მცირე და საშუალო მეწარმეობის
უნარები, სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა,
ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები,
ინოვაციური პოლიტიკა და ა.შ.
გარდა ამისა, მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო
შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი იმ ფონზე, როცა გაუარესდა
არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სარეიტინგო კომპანიების - Fitch, S&P,
Moodys’ შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება
პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისების დაძლევა რეიტინგის გაუარესების
გარეშე. ამასთან, წლის დასაწყისში Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო
რეიტინგის
პერსპექტივა
გააუმჯობესა
სტაბილურიდან
პოზიტიურისკენ.
სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, რეიტინგის განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო
და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები
წარმოადგენს.
„აწარმოე საქართველოში“
2022-2023 წლების განმავლობაში გაფართოვდა ბიზნესის ხელშეწყობის არსებული
მექანიზმები. ცვლილებები შეეხო როგორც ფინანსური (სესხის თანადაფინანსება და
თანაუზრუნველყოფა), ასევე ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამებს (ექსპორტის
ტექნიკური დახმარება). მათი საშუალებით მხარდაჭერილია 1,000-მდე პროექტი და
შეიქმნა 10,000-მდე სამუშაო ადგილი.
ჯამურად, 2014 წლიდან "აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამების
ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა 65 000-ზე მეტი სამუშაო
ადგილი. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური გავლენის
შეფასების ანგარიშის თანახმად, სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა
დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს, ამავე 1 ლარის კონტრიბუცია
მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე
პროექტის განხორციელებიდან 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადების
სახით 1.5 ლარი შედის.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის სექტემბრიდან სააგენტოს
„აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს-უნივერსალის კომპონენტს კიდევ ერთი
ეკონომიკური საქმიანობა - ელექტროენერგიის წარმოება დაემატა. აღნიშნული
ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისთვის
სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას და მათი
დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.
მეწარმეებისთვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების
მიწოდების კუთხით, დამუშავდა რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების
კონცეფცია და მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალაქ ზუგდიდში.
მიმდინარეობს აჭარისა და კახეთის ცენტრების გასახსნელად მოსამზადებელი
სამუშაოები. 2023-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით, „აწარმოე საქართველოში“
საკონსულტაციო ცენტრები ჯამში 10 რეგიონსა და დედაქალაქში გაიხსნება.
სახელმწიფო პროგრამა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხები“ 2021 წლის 1-ლი
სექტემბრიდან დაიწყო და 2023 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, პროგრამაში
ჩართული ოჯახების რაოდენობა 5000-ს აღწევს. დამტკიცებული სესხის ჯამურმა
ოდენობამ, დაახლოებით 560 მლნ ლარი შეადგინა. სესხის მაქსიმალური ოდენობაა
200,000 ლარი. სესხის თანადაფინანსების მაქსიმალური ვადაა 60 თვე.
მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას სააგენტო „აწარმოე
საქართველოში“ ახორციელებს 2015 წლიდან. 2015-2022 წლებში აღნიშნული
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 11 381 ბენეფიციარი. დაფინანსებული
ბენეფიციარების 42 % ქალი მეწარმეა. ამავე პროგრამის 2023 წლის რაუნდში
გამარჯვებულია 1157 პროექტი, გამარჯვებულთა 50.12% ქალი მეწარმეა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით,
შემუშავდა და დაინერგა ინოვაციური მიდგომები, მათ შორის, საზღვარგარეთ
წარმომადგენლობითი კომპანიების დაქირავება, ლოკაციების სკაუტებთან მუშაობა და
შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა ქვეყნის წარმოჩენის კუთხით.
შედეგად, ქვეყნის პოტენციალით დაინტერესდნენ და ოპერირება დაიწყეს მსოფლიოს
უმსხვილესმა და მრავალმილიარდიანმა კორპორაციებმა, როგორებიცაა: Girteka,
Concentrix, Indorama, Teleperformance და სხვა.
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, არსებულ ბაზრებზე პოზიციების
გაუმჯობესებისა და კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით
სააგენტომ შეიმუშავა ახალი, ექსპორტის სტიმულირების პროგრამა, რაც
ითვალისწინებს საწარმოების დახმარებას სერტიფიცირებაში, ბრენდინგსა და
საერთაშორისო ქსელში შესვლაში. აღნიშნულ პროგრამაში უკვე ჩართულია
ექსპორტზე ორიენტირებული 100 კომპანია. ამასთან, სააგენტო ახორციელებს
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს, რომელიც მოიცავს ყველა საკვანძო
საკითხს ექსპორტის საბაზისო საკითხებსა და საექსპორტო ოპერაციებზე. 2022-2023
წლებში გადამზადებული ექსპორტის მენეჯერების რაოდენობა 120-ს აღემატება.
ჯამურად, მოცემული მხარდამჭერი ინსტრუმენტების გამოყენებით, სააგენტოს
ბენეფიციარებში, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, აღინიშნება 30 პროცენტიანი
ზრდა საერთაშორისო გაყიდვებში.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ასევე მუშაობს სხვადასხვა ახალ ინიციატივაზე,
რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების ალტერნატიული
წყაროების განვითარებაზე (ობლიგაციების გამოშვება, სააქციო კაპიტალის
განვითარება, აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსება).
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციების
ხელშეწყობა
დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს
შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების
ტექსტზე, რომლის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის
რეჟიმით, დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი
სამომხმარებლო ბაზარი. შეთანხმებას ხელი 2023 წლის ბოლომდე მოეწერება.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან საამიროებში პროდუქციის ექსპორტისას
ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%.
ამჟამად, საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე
ქვეყნებში გადის - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი
ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3
მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 45
ქვეყანა და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი).
აღსანიშნია, რომ როგორც სამხრეთ კორეასთან და ასევე ისრაელთან ხელმოწერილია
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის
კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე
მემორანდუმი. კორეასთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება 2024
წლიდან.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ევროკავშირთან ღრმა ეკონომიკური
ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, DCFTA-ის სარგებლის სრულად ათვისების მიზნით,
განხორციელდა
მნიშვნელოვანი
რეფორმები,
მათ
შორის
საქართველოს
კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. (დაახლოებულია
ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 60 პროცენტზე მეტი).
ამ დაახლოების პროცესის და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური
თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის ბაზარი უკვე გაიხსნა თევზისა და
თევზპროდუქტებისთვის, დამუშავებული ტყავისთვის, მატყლისთვის, თაფლისთვის,
ცხოველების საკვებისა და ლოკოკინებისთვის. გრძელდება მუშაობა ევროკავშირთან
აკვაკულტურის პროდუქტების და დედა ფუტკრისთვის ბაზრის გახსნასთან
დაკავშირებით.
ასევე აღსანიშნია, რომ
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული
რეფორმების
ქართული
შედეგად,
კომპანიებისთვის
გაიხსნა
ევროკავშირის
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი.
ხარისხის ინფრასტრუქტურა
საქართველოს
მთავრობა
აგრძელებს
ხარისხის
ინფრასტრუქტურის
(სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია, ბაზარზე ზედამხედველობა)
განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
ამ მიმართულებით აღსანიშნია აკრედიტაციის ცენტრის პროგრესი საერთაშორისო
აღიარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოში გაცემული
სერტიფიკატების საერთაშორისო აღიარებას. 2022 წლის ბოლოს აკრედიტაციის
ცენტრი გახდა აკრედიტაციის სფეროში ორი საერთაშორისო ორგანიზაციის
(ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა - ILAC და
აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი - IAF) სრულუფლებიანი წევრი.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის ცენტრმა წარმატებით გაიარა
ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციის (EA) შეფასება და შეინარჩუნა აღიარება
მომდევნო 4 წლის განმავლობაში. აკრედიტაციის ცენტრი აღიარებულია
ევროკავშირის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ 2017 წლიდან და რეგიონში მხოლოდ
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს გააჩნია ასეთი აღიარება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან
საქართველოს
სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიენიჭა ევროპული
სტანდარტიზაციის ორგანიზაციებში (CEN-CENELEC) აფილირებული წევრის
სტატუსი.
ტურიზმი და ავიაცია
ვაგრძელებთ ძალისხმევას ტურიზმის სექტორის შემდგომი განვითარების
მიმართულებით. გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის
დონეს 7.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 2021 წელთან
შედარებით კი ზრდამ 182.5% შეადგინა. ჯამურად, ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს 5.5
მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
2023 წლის I-II კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა
2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი - 1.8 მილიარდი აშშ დოლარი
დაფიქსირდა. ზრდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +23.9%-ს შეადგენს.
მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანამ 2.9 მილიონ
საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2019 წლის მონაცემების 74% აღდგენაა.
ამასთან, მიმდინარე წელს საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება
მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით და პირველად ისტორიაში, საერთაშორისო
ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის
სტატუსით წარსდგა. გამოფენაში მონაწილე 160-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს,
200 ათასამდე სტუმარს
შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა
საქართველოს
მნიშვნელოვან მიღწევებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის, ეკონომიკური
პოლიტიკის, ვაჭრობისა და სხვა დარგებში.
საქართველომ წელს კიდევ ერთ, უმაღლესი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას
უმასპინძლა - პირველად საქართველოს ისტორიაში, ბაკურიანში გაიმართა მსოფლიო
ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ბაკურიანმა 42 ქვეყნის 700-მდე
სპორტსმენს უმასპინძლა, ჩატარდა 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.
სპეციალურად
ჩემპიონატისთვის აშენდა სამი ახალი საბაგირო,
წყლის ორი ხელოვნური
რეზერვუარი,
დიდველი-კოხტა-მიტარბის
არეალში
კი
დამონტაჟდა
30
კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, მოეწყო 6 ახალი სასრიალო
გზა. მთავრობის მიერ, ჯამში, 300 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა ის ფაქტი, რომ გუდაური და
ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა.
ჩვენი ქვეყანა მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.
გარდა ამისა, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს უმაღლესი რანგის ფრირაიდის
მსოფლიო ტურის მასპინძელი 2024 წელს 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის. ექსპერტებმა
უკვე შეაფასეს არეალები, ხოლო გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოს გახდება
ცნობილი.
ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის
მიზნით, 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში (ახალ
გუდაურში), დამსვენებლებს ორი ახალი, 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (ე.წ
„ბაბლი“) 1249 და 1369 მეტრის სიგრძის. საბაგირო კომპლექსი დახვდებათ. თითო
საბაგიროს გამტარუნარიანობა იქნება 1800 ადამიანი საათში.
არსებული კურორტების განვითარების პარალელურად, მიმდინარეობს კურორტებისა
და საკურორტო ადგილების სწორი დაგეგმვის, განვითარებისა და არსებული
გამოწვევების შესწავლა - ამ
მიზნით კურორტების განვითარების სააგენტომ
შეისწავლა 200-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი, რომელიც საქართველოს
ყველა რეგიონს მოიცავდა.
კურორტების შესწავლის შემდეგ და ასევე ახალი კურორტებისა და საკურორტო
ადგილების განვითარების მიზნით მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური
მიზანშეწონილობის კვლევებისა და საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება, რაც
იძლევა საშუალებას, წინასწარ განისაზღვროს ქვეყნისთვის ეკონომიკურად და
სოციალურად მომგებიანი, წარმატებული პროექტები და მოხდეს მოსალოდნელი
შედეგების სწორი პროგნოზირება.
კურორტების განვითარების ფარგლებში აუცილებლად აღსანიშნია აბასთუმნის
კურორტი, სადაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები პროცესი გადადის ბოლო ეტაპზე და ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წლის დასაწყისში
აბასთუმანში ძირითადი სასტუმროების უმეტესობა მზად იყოს სტუმრების
მისაღებად. საუბარია დაახლოებით 16 სასტუმროზე, მათ შორის იქნება როგორც
ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, ისე ადგილობრივი,
შედარებით დაბალბიუჯეტიანი განთავსების ობიექტები.
ამ პროცესის ზედამხედველობას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
სამინისტრო,
ასევე
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია აბასთუმნის
20-მდე ისტორიული სახლის, ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო გზის,
კურორტის
წყალმომარაგება-წყალარინების
სისტემების
რეაბილიტაცია,
შემუშავებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა.
მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, უპირველესად, ემსახურება ქვეყანაში
ტურიზმის ზრდას, რაც საკმაოდ დინამიურია და მიმდინარე წლის მონაცემები
გვაძლევს საფუძვლიან მოლოდინს, რომ წლის ბოლომდე ვუმასპინძლოთ 6.6 მილიონ
საერთაშორისო მოგზაურს (6,557,257 ვიზიტი) რაც 2019 წლის მონაცემების 70.1%
აღდგენაა და ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარის
შემოსავალს მიიღებს ( 4,397,525,494), რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 35%-ით აღემატება.
ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ჩინეთი
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია - ყოველწლიურად ჩინეთიდან
სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები
დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი
სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ,
როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობდა
ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხზე მუშაობა. შედეგად,
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern
Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის.
ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები კვირაში სამი
სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანია გაზრდილი
სიხშირით ოპერირებას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს.
აქვე შეიძლება აღინიშნოს ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს“ შემოსვლა ჩვენს
ქვეყანაში, რომელმაც საქართველოსა და ინდოეთს შორის ფრენების შესრულება
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ამ მომენტისთვის ნიუ დელისა და თბილისს
შორის რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირით სრულდება.
რაც შეეხება ავიაციის სექტორს, 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს
აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა 85%, ხოლო რეისების
აღდგენის მაჩვენებელმა 88% შეადგინა.
2023
წლის
საპროგნოზო
მონაცემების
თანახმად,
ქუთაისის
საერთაშორისო
აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულს ოდენობას - 1.5 მილიონზე მეტ
მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში
რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც,
რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750,000-ს მიაღწევს.
აღსანიშნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე წლის სექტემბრის
ბოლოს მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც, ერთი წლის ჭრილში, პირველი
პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება.
აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის
აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი
დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. შესაბამისად, მსოფლიოში წამყვანი
საავიაციო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით განისაზღვრება ყველაზე
უკეთესი შესაძლებლობა თბილისში საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის.
უკვე დაწყებულია პირველი ტექნიკური კვლევა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი
საუკეთესო, საავიაციო-საკონსულტაციო კომპანია შეასრულებს.
აღნიშნული კვლევების საფუძველზე, მიმდინარე წელს მზად იქნება საბოლოო
დასკვნა იმის შესახებ, სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის
პროექტის განხორციელება - აშენდება ახალი აეროპორტი სხვა ლოკაციაზე (მათ
შორის, განიხილება ვაზიანის ტერიტორია), თუ მოხდება არსებული აეროპორტის
გაფართოება.
ასევე წელს იწყება თელავში სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა,
რომელიც 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება წელიწადში. სრულიად განახლდება და
1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე
სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა, ასევე მთლიანად
განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი
საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავის
აეროპორტი პირველ მგზავრებს სავარაუდოდ 2024 წელს უმასპინძლებს.
მნიშვნელოვანია, რომ თელავის აეროპორტი მგზავრებს ოთხივე სეზონის
განმავლობაში მოემსახურება და შესრულდება შიდა ფრენები ქუთაისის, ბათუმის,
მესტიის
და
ამბროლაურის
მიმართულებით.
თელავის
აეროპორტის
განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია, პირველადი შეფასებით, 25 მილიონ ლარს
შეადგენს.
ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული
მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ გვჭირდება მისი გაფართოება, არსებული
ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა. შესაბამისად,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენდასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო
ხომალდს, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად,
უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე.
პროექტზე მუშაობა უნდა დასრულდეს 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც
უმოკლეს ვადაში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
ტრანსპორტი
აეროპორტების განვითარებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მთელი რიგი
მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ლოგისტიკური
ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას.
აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების
პროექტის განხორციელება - 2023 წლის თებერვლიდან გამოცხადებულია კერძო
პარტნიორის/ინვესტორის
შერჩევის
პროცესი,
რომელიც
სახელმწიფოსთან
თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის
ინფრასტრუქტურას. პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან დაფუძნდა ახალი
კომპანია, რომელიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მოდელით შერჩეულ
კერძო პარტნიორთან ერთად უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის
მშენებლობას და განვითარებას.
2023
წლის
20
სექტემბერს,
უწყებათაშორისი
სამთავრობო
კომისიის
გადაწყვეტილებით შემდეგი ეტაპისთვის გამოვლენილია
2 პრეტენდენტი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური
წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად
რამდენიმეთვიანი ვადა. წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კომისია
გამოავლენს გამარჯვებულს, რომლის შემდგომაც სამინისტრო
დაიწყებს
მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი (7,800,000
ტონა), ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. სახელმწიფო ასევე
განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის
საკითხს.
დაიწყო სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება - ასოცირების შესახებ
შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების
მიხედვით განხორციელდება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის
რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც
გაზრდის უსაფრთხოების დონეს, დარგის ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩაიდო მნიშვნელოვანი ინვესტიციები საქართველოს
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო
სექტორის მხრიდან. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების
შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ხარისხი და
გამტარუნარიანობა, კერძოდ, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების
შემდეგ (2024 წ.) საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა გაიზრდება 28
მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე.
დაიწყო ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის
განხორციელება, რომლის ფარგლებში მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა
გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება/ლიცენზირება, რაც უზრუნველყოფს
საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას,
კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და უსაფრთხოების დონის ამაღლებას.
საქართველოს მთავრობის ინიცირებული ეს საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს
პარლამენტშია წარდგენილი.
2023 წლის წლის მაისში საქართველო შეუერთდა საერთაშორისო შრომის
ორგანიზაციის (ILO) 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციას (MLC 2006) და
მიღებული იქნა ამ კონვენციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
- „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევა 2024
წლის 1-ელი ივლისიდან.
აღნიშნულ კონვენციაზე შეერთება და მიღებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად
გაზრდის მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხსა და
მოაწესრიგებს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მეზღვაურთა მუშაობის
პირობები, ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარების და სოციალური დაცვის
სტანდარტების შემოღება, მეზღვაურთა სამუშაო ბაზრის რეგულირება, სახელმწიფოს
მხრიდან მონიტორინგი და ა.შ.
აგრეთვე, საქართველოში მოწესრიგდება საკრუინგო კომპანიების საქმიანობა
(მეზღვაურთა დამსაქმებელი სააგენტოები) და მათ აეკრძალებათ სახელმწიფოს
მხრიდან სერტიფიცირების გარეშე საქმიანობა, რითაც მაქსიმალურად იქნება დაცული
მეზღვაურთა უფლებები
ენერგეტიკა
მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგო
უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. ენერგეტიკის
სექტორში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და პოზიტიური ტენდენციები.
გასული 9 თვის მონაცემებით, ადგილობრივმა გენერაციამ 11.1 მლრდ. კვტ/სთ-ს
გადააჭარბა და საანგარიშო პერიოდში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
გამომუშავების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ასევე, რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელიც, რამაც 1.5 მლრდ
კვტ/სთ-ს მიაღწია, ხოლო
ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა
დაახლოებით 38 მლნ ლარი შეადგინა.
2023 წლის იანვრიდან დღემდე აშენდა 4 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური
დადგმული სიმძლავრით 7.2 მგვტ. 2023 წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 7
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება, ჯამური დადგმული
სიმძლავრით 119 მგვტ.
განახლებადი ენერგიების ათვისების მიზნით, ამ ეტაპზე, გაფორმებულია 246
ხელშეკრულება - პოტენციური ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური
დადგმული სიმძლავრეა 3254.13 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით
13.945 მლრდ კვტ/სთ-ია.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის
პროექტის განვითარებაზე, მათ შორის, „ხუდონჰესის“ პროექტზე - 2022 წლის ბოლოს,
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო „ხუდონჰესის“ პროექტის კერძო
ინვესტორისგან სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება. პროექტის შემდგომი
განვითარების მიზნით, ამ ეტაპზე ფაქტობრივად დასრულებულია ალტერნატიული
ვერსიების შესწავლა, მიმდინარეობს დოკუმენტების დამუშავების პროცესი და
უახლოეს პერიოდში დასრულდება ალტერნატიული ვერსიების ტექნიკურეკონომიკური კვლევები. ენერგეტიკული, სოციალური და სხვა ფაქტორების
გათვალისწინებით შეირჩევა პროექტის საუკეთესო კონფიგურაცია, რის შემდეგაც
იგეგმება ინვესტორის შერჩევის პროცედურების დაწყება.
მნიშვნელოვანია, რომ დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა,
რომლის ფარგლებში ჩატარდა
300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი
აუქციონი, სადაც კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.
სულ
გამოვლინდა
27
გამარჯვებული
კომპანია,
რომლებიც
15
ჰიდროელექტროსადგურის,
2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის
ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ საქართველოში. ამ
პროექტების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება ჯამურად 1,1407 მლრდ.
კვტ სთ. ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ
პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმძლავრის მეორე აუქციონის გამოცხადება.
დაგეგმილია 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტექნოლოგიების
ახალი თბოელექტროსადგურის - „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე
დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.
თბოსადგურის
ასაშენებლად ინვესტორი აუქციონის გზით შეირჩევა.
აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების
უზრუნველსაყოფად. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, გაზიფიცირების
სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 7800-ზე
მეტი ოჯახისთვის.
ხაზგასასმელია, რომ 2013-2021 წლებში ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობა
მიეცა 771 დასახლებულ პუნქტს. მიმდინარე წელს დასრულდება 2022 წლის გეგმით
გათვალისწინებული სამუშაოები და ჯამში, 15 149 პოტენციურ აბონენტს ექნება
ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. უახლოეს პერიოდში
დაიწყება 2023 წლის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც მოიცავს 11 337
აბონენტს.
ამასთანავე, მიმდინარეობს 2024 წლის გეგმაში გათვალისწინებული სოფლებისთვის
საპროექტო სამუშაოები. 2024 წლის გეგმით გათვალისწინებულია 10955 აბონენტის
გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული სამუშაოების
დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს
მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტისთვის.
აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი.
მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში, მიღებული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, მათ შორის,
მონაწილე ქვეყნების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ.
ერთობლივი საწარმოს საშუალებით გაგრძელდება აღნიშნული პროექტის
განვითარება.
მიმდინარეობს ქართული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის
კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესი - დამტკიცდა და ამოქმედდა მთელი რიგი
კანონები და კანონქვემდებარე აქტები ენერგოეფექტურობის, განახლებადი
ენერგიების, კონკურენტული ბაზრისა და სხვა მიმართულებების განვითარების
კუთხით. შემუშავებულია საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი და
მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანართი - NECP (ენერგეტიკის და კლიმატის
ეროვნული ინტეგრირებული გეგმა) რომელიც აერთიანებს ქვეყნის ენერგეტიკისა და
კლიმატის პოლიტიკას და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს 2030 წლამდე.
დოკუმენტები 2023 წლის ბოლომდე დამტკიცდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით,
საქართველოში მოპოვებული ნავთობის მოცულობები 207%-ით, ხოლო გაზის -111%ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ბოლოსთვის სავარაუდოა პროდუქციის სახელმწიფო
წილის მატება 150%-ის ოდენობით. დღეისთვის, ნავთობისა და გაზის როგორც
აქტიური მოპოვება, ასევე კვლევები და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სამგორი-პატარძეულის, თელეთის,
რუსთავის, კრწანისის, ჭალადიდის, ნორიო-მარტყოფის, ასევე შავი ზღვის
საბადოებზე.
ასევე აქტუალურია ნახშირწყალბადების ალტერნატიული ნედლეულის მოპოვებისა
და გამოყენების საკითხები, განსაკუთრებული ინტერესის სფეროა გეოთერმული
რესურსების და ნატურალური წყალბადის მოპოვება და გამოყენება. საქართველოში
ეს მიმართულებები არ არის სათანადოდ შესწავლილი და ამ მხრივ მნიშვნელოვანი
ნაბიჯია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ამ ეტაპზე შემუშავებულია
ცვლილებების პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად,
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის
მფლობელს მიენიჭება ნავთობსა და გაზთან ასოცირებული თბური ენერგიის
გამოყენების უფლება და დაინტერესების შემთხვევაში, ბუნებრივი წყალბადის
მოპოვების უფლებაც ნავთობისა და გაზის მიტოვებული/ლიკვიდირებული
ჭაბურღილებიდან. ნახშირწყალბადებთან ასოცირებული გეოთერმული ენერგიისა და
ბუნებრივი წყალბადის მოპოვება/გამოყენებისთვის დამატებითი ლიცენზია საჭირო
არ იქნება.
ინტერნეტიზაცია
რეგიონების ეკონომიკურ აქტივობაში მეტი ინტეგრაციისა და ეკონომიკურ
შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან კომპონენტს,
გაზიფიცირებასთან ერთად, წარმოადგენს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა,
რომელიც აქტიურ ფაზაშია და წარმატებით ხორციელდება.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარეობს „Log in Georgia”-ს პროექტი, რომლის
მიზანია მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის
მასშტაბით. ამ ეტაპისთვის, პროგრამის ფარგლებში, აშენებულია 740 კმ-მდე
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.
ჯამში, დასრულებული და მიმდინარე ტენდერების მოცულობა შეადგენს 2,000 კმ-ზე
მეტს, რომელიც მოიცავს შემდეგ რეგიონებს: გურია, სამეგრელო, აჭარა, რაჭა,
ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, იმერეთი. წარმოდგენილი მიმართულებები სრულად
მოიცავს დასავლეთ საქართველოს სამიზნე გეოგრაფიულ არეალებს და 2024 წლიდან
სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.
2025 წელს,
საქართველოს მასშტაბით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით
დაფარული იქნება 1000 - მდე სოფელი, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებები.
ინოვაციები და ტექნოლოგიები
ინოვაციების საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დღემდე დაფინანსებულია
გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი.
საგრანტო დაფინანსების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს, რომლის შედეგადაც
ბენეფიციარებმა დააგენერირეს 120 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი,
მოიზიდეს 300 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3,000-მდე ახალი
სამუშაო ადგილი.
2023 წლიდან დაინერგა ახალი პროგრამა „ინოვაციური გრანტები რეგიონებისთვის,“
რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, საქართველოს თერთმეტ რეგიონში
დაფინანსდება 40
სტარტაპი. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უკვე
დაფინანსებულია 21 სტარტაპი და წლის ბოლომდე, ჯამურად კიდევ 19 სტარტაპი
დაფინანსდება სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და
ქვემო-ქართლის რეგიონებში.
მთავრობის ინიციატივით, წელს დამატებით 5,000 IT სპეციალისტის მომზადება
დაიწყება, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით განათლებას საბაზისო
საფეხურიდან მიიღებენ.
ასევე მიმდინარე წელს პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებულია
130-მდე ბენეფიციარი სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საერთაშორისო
სერტიფიცირებისთვის გადამზადდა 3,000-ზე მეტი IT სპეციალისტი, ევროკავშირის
ფინანსური მხარდაჭერით კი ეს ციფრი 4,000-მდე გაიზრდება.
წელს, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ყველა ტექნოპარკში სკოლის
მოსწავლეებისთვის კოდინგის შემსწავლელი კურსები დაინერგა. მომავალი წლიდან,
გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობით, იგეგმება საერთაშორისო ტრენინგ
პროვაიდერების შემოყვანა საქართველოში, რომლებიც დამატებით 3,000-მდე IT
სპეციალისტს მოამზადებენ საერთაშორისო სტანდარტებით.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი
აქსელერატორი „500“, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო დონის აქსელერაციის
პროგრამას. მასში, ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც
მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონალური ინოვაციური
ჰაბის როლს.
„500“ აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს, საქართველოში შეიქმნა
პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მლნ. დოლარის კაპიტალით. აღნიშნული
ფონდის მიერ, 12 სტარტაპში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1.2 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო IT კომპანიების მოზიდვის მიზნით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, ხაზგასასმელია საერთაშორისო კომპანიის სტატუსის
მინიჭება, რომელიც კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს
(5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი). გარდა ამისა,
სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს IT ტალანტების გადამზადებას, რაც ასევე ძალიან
მნიშვნელოვანია სასურველი ბიზნეს-კლიმატის შესაქმნელად.
ამ ეტაპისთვის 90-მდე საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს საქართველოში, მათ
შორის, ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორიც არის Rakuten (Viber),
Epam, Lineate, Exadel, Exact Pro, Making Science (Sweeft), DevExperts, JettyCloud, DataArt
და სხვა.
აღნიშნული კომპანიები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ,
ქმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ასაქმებენ ათასობით ჩვენს
მოქალაქეს, ხელს უწყობენ IT ტალანტების შემოდინებას და გზას უხსნიან სხვა
კომპანიების შემოსვლას ქვეყანაში.
საქართველოს სივრცითი დაგეგმარების გეგმა
ქვეყნის თანმიმდევრული და დაბალანსებული განვითარების კუთხით დიდი
მნიშვნელობა ენიჭება სივრცით დაგეგმარებას.
2023 წლის მარტიდან, ამავე წლის ივნისის ჩათვლით ADB-ის (აზიის განვითარების
ბანკი) საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს სივრცით
დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავება მიმდინარეობდა.
2023 წლის ივლისში, კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად, გამოცხადდა
საერთაშორისო კონკურსი და შემოვიდა 19 წინადადება. ამავე წლის სექტემბერში
შეირჩა 5 საუკეთესო კომპანია (მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციები შემდეგი
ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, დანია, ესპანეთი) და გამოცხადდა
შერჩევის მეორე, საბოლოო ეტაპი, რომელიც, სავარაუდოდ, წლის
ბოლოს
დასრულდება.
ამასთანავე, სააგენტომ მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა
ურბანული გეგმების შესამუშავებლად 15 ლოკაცია შეარჩია:
•
•
•
•
და სივრცითი და
2 მიმდინარე პროექტი: გურჯაანი და ბახმარო.
9 გამოცხადებული კონკურსი (პროექტები იწყება სექტემბერ-ოქტომბერში):
ურეკი-შეკვეთილი, საგურამო-ჭოპორტი, ბაზალეთის ტბა, თიანეთი,
ოზურგეთი, ახალციხე, ატენის ხეობა, ფასანაური, ბაკურიანი.
4 მზადების პროცესში. პროექტები იწყება ოქტომბერ-ნოემბერში: ბორჯომი,
მანგლისი, მუაში, ბარისახო-როშკა.
დასრულდა ქ. წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია და ცენტრალური
ნაწილის განაშენიანების გეგმა.
წიაღი
აღსანიშნია მიმდინარე წლის შედეგები სამთომოპოვებით სექტორში: 2023 წელს,
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაიცა 400-ზე მეტი ლიცენზია (429)
ლიცენზია. აუქციონზე გადახდილი ფასის, რეგულირების საფასურისა და
მოსაკრებლის სახით მობილიზებული იქნა 57 მლნ ლარზე მეტი (მთლიანი თანხა -57
894 899 ლარი) სალიცენზიო პირობების შესრულების კუთხით კი 291 (გეგმური 180,
არაგეგმური-111) სალიცენზიო ობიექტის შემოწმება განხორციელდა.
გრძელდება
მუშაობა
სამთო-მოპოვებითი
სექტორის
მარეგულირებელი
სამართლებრივი ჩარჩოს განახლების მიმართულებით. UNDP-ის მხარდაჭერით
მიმდინარეობს წიაღის კოდექსის ახალი სამუშაო ვერსიის მომზადება.
ქონება
კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი
ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების
ინტენსიური პროცესი: 2023 წლის 9 თვის მანძილზე, პრივატიზებულია 1846.1 ჰა
სასოფლო სამეურნეო მიწა, მათ შორის მოქმედი იჯარების პირდაპირი წესით
გამოსყიდვის სახით, რომლის საპრივატიზებო თანხამ 4,9 მლნ. ლარი შეადგინა.
სულ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, პრივატიზებიდან მობილიზებული
თანხების ჯამური მოცულობა 158,9 მლნ. ლარია. 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
შემოსასვლელი საპრივატიზებო თანხა შეადგენს 75 942 403 ლარს.
აქვე აღსანიშნია, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში
2023 წლის განმავლობაში გაიყიდა 47,5 მლნ. ლარის ღირებულების ქონება, მათ
შორისაა 7,5 მლნ. ლარის ღირებულების სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
კაპიტალის ბაზრის და სადაზღვევო სექტორის განვითარება
კაპიტალის ბაზრის განვითარების მხრივ არაერთი საკანონმდებლო რეფორმა
მიმდინარეობს პარლამენტის ჩართულობით. მათ შორის არის „სეკიურიტიზაციის
შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც კომპანიებს დაეხმარება, საბანკო სესხის
ალტერნატიული დაფინანსების გზით მოიძიონ სახსრები, ხოლო ინვესტორებს
წვდომას გაუჩენს აქამდე არალიკვიდურ ფინანსურ ინსტრუმენტზე. ასევე განიხილება
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონის პროექტი,
რომელიც
ფასიანი
ქაღალდების
ინფრასტრუქტურას
გააუმჯობესებს
და
საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას შეუწყობს ხელს. ასევე მზადდება „ფაქტორინგის
შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც კერძო სექტორს მნიშვნელოვნად დაეხმარება
მოკლევადიანი სამუშაო კაპიტალის მოზიდვაში, რაც, თავის მხრივ, მეტ
შესაძლებლობას მისცემს ბიზნესებს უფრო ჩქარა განვითარდნენ.
ასევე მუშაობა მიმდინარეობს ორ მნიშვნელოვან ინსტრუმენტზეც. მათ შორისაა
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის საპილოტე ვერსიაც, 2022 წელს
EBRD-ის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა. შედეგად, ბაზარზე კერძო
სექტორმა 1.1 მილიარდი ლარის ოდენობის ობლიგაციები გამოუშვა. ასევე გრძელდება
მუშაობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილ კერძო კაპიტალის ფონდების განვითარების
პროგრამაზე. მნიშვნელოვანია ალტერნატიული კაპიტალის მობილიზებით კერძო
სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რამდენადაც კომპანიებს
ეკონომიკური ზრდის ფონზე უფრო მეტად ესაჭიროებათ ე.წ. ზრდაზე
ორიენტირებული კაპიტალი.
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საპენსიო სისტემის სრულყოფა. ამ მხრივ
წელს საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ იქნა ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ
საქართველოში პენსიაზე გასული ადამიანი
კანონი. მნიშვნელოვანია, რომ
უზრუნველყოფილი იქნება როგორც სახელმწიფო პენსიით, ასევე დაგროვებით
საპენსიო სქემაში ჩართვის შედეგად მიღებული პენსიით და, სურვილის შემთხვევაში,
ნებაყოფლობითი პენსიითაც. აღნიშნული გათვლებით ჩანაცვლების კოეფიციენტი
დაუახლოვდება OECD-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.
სადაზღვევო სექტორის განვითარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი
პრიორიტეტია. სადაზღვევო სექტორის მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად
მივიღეთ სადაზღვევო კომპანიებისთვის მოგების გადასახადის გადახდის ესტონური
მოდელი. აღნიშნულით, ის წლიური მოგება, რასაც სადაზღვევო ინდუსტრია
გამოიმუშავებს, ინვესტიციის სახით ამავე სექტორის განვითარებას მოხმარდება.
საშემოდგომო სესიაზე დაგეგმილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის
პროექტის წარდგენაც. ეს მიმართულება სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთერთი ფუნდამენტური კომპონენტია და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების
შექმნას, ცივილიზებულად მოაგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით
წარმოქმნილ დავებს. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს
შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა
ცნობიერებისა და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას.
სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობა
ეკონომიკის სამინისტრომ, შესაბამისი სააგენტოს მეშვეობით, რამდენიმე წელია
საქართველოს ბაზარზე დაიწყო ისეთი პროდუქციის ზედამხედველობა და შემოწმება,
რომლის რეალიზაციაც მანამდე ყოველგვარი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე
ხდებოდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნია საბავშვო სათამაშოები, ასევე
სხვადასხვა სახის სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტი, რომლის ხარისხი და
სტანდარტებთან შესაბამისობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობისა და
სიცოცხლის უსაფრთხოებასთან.
მიმდინარე წელს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საქართველოს
ბაზარზე შემოწმდა 127 სახეობის საბავშვო სათამაშო, საიდანაც 50 სათამაშოზე გამოიცა
პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება.
2023 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე შემოწმდა 49
ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 75
ტიპის სამშენებლო პროდუქტი, საიდანაც რეკომენდაცია გაიცა 26 პროდუქტზე.
აღსანიშნია, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან საზედამხედველო სფეროს ემატება 17 ახალი
პროდუქტი (მათ შორის: თაბაშირმუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის,
კერამიკული ფილების, წებოცემენტის და ჭერის პროდუქტები)
ასევე, მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62
ახალი პროდუქტის დამატება (მათ შორისაა გადახურვის პროდუქტები, ბლოკი,
აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები,
ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები)
ჩამოთვლილი რეფორმები და ღონისძიებები, უპირველესად, მიმართულია ჩვენი
მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, სიღარიბის შემცირებისკენ, ჩვენი
ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ და შესაბამისად, ახალი ეკონომიკური
შესაძლებლობების შექმნისა და ეფექტიანი გამოყენებისკენ. აღნიშნული რეფორმები,
მნიშვნელოვანი პროექტები, კარგი მარეგულირებელი კანონმდებლობა და პროგრესი
ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიმართულებით ყველაზე მეტად
უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან და განაპირობებს
საქართველოს მზარდ როლს გლობალურ მიწოდების ჯაჭვსა და სავაჭრო
ურთიერთობებში.