საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილ „100 წლის და მეტი ასაკის ბუნებრივი ძეგლების სტატუსის განსაზღვრა, მოვლა-პატრონობა, მკურნალობა, „გაშვილება“...“ (№1-7191/23; 19.05.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-15288/23
29-09-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „100 წლის და მეტი
ასაკის ბუნებრივი ძეგლების სტატუსის განსაზღვრა, მოვლა-პატრონობა, მკურნალობა, „გაშვილება“ ...“
თაობაზე
(N1-7191/23; 19.05.2023)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2023 წლის 29 სექტემბერს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„100 წლის და მეტი ასაკის ბუნებრივი ძეგლების სტატუსის განსაზღვრა, მოვლა-პატრონობა,
მკურნალობა, „გაშვილება“ ...“. საკანონმდებლო წინადადების მომზადების მიზანია, რეგიონულ
დონეზე მოხდეს კონკრეტული 100 წელს მიღწეული ან მეტი ასაკის ხე-მცენარეების აღმოჩენა/მოძიება,
ბუნებრივი ძეგლის სტატუსის მინიჭება, ელექტრონული რეესტრის შექმნა, მოვლა-პატრონობა,
მკურნალობა და ა.შ.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არის ძალიან
მნიშვნელოვანი და საინტერესო. ამჟამად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
მიმდინარეობს „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების პროცედურები და
შესაძლოა მათ შორის, მოიცვას დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაში დასმული
საკითხებიც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ეთხოვა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშაოს წინადადების ავტორის
ჩართულობით, რათა პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნეს „ბიომრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტში წარმოდგენილი წინადადებების ასახვის შესაძლებლობა, ხოლო
გათვალისწინების შემთხვევაში აისახოს 100 წლის და მეტი ასაკის
ხე-მცენარეებისთვის
განსაკუთრებული დაცვის სტატუსის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (N1-7191/23; 19.05.2023) ცნობილ იქნა უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ხატია წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge