საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.09.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-12745/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412312713731 28.09.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, გთავაზობთ, რომ მიღებული იქნას საქართველოს კანონი "საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ", ვინაიდან საქართველოში არსებული დასახლებების მოსახლეობის რაოდენობა აშკარად მცირეა ამავე დასახლებებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვზე, რაც აშკარა ანომალიას წარმოადგენს. საილუსტრაციოდ, იხილეთ ცესკო-ს გუშინდელი წერილი, რომლის თანახმად დასახლება ფასანაურში რეგისტრირებულია 1610 ამომრჩეველი, რაც რეალობას აშკარად არ შეესაბამება, ამდენი მოსახლეობა აღნიშნულ დაბაში ფიზიკურად არ ცხოვრობს. ასეთივე მდგომარეობაა უკლებლივ ყველა დასახლებაში. ამგვარი სტატისტიკური მონაცემების მქონე ქვეყანა ვალდებულია დროულად ჩაატაროს საყოველთაო აღწერა. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი დოკუმენტები: 1 ) ფასანაურში 1610 ამომრჩევლის რეგისტრაციის დასტური გაცემული ცესკოს მიერ.jpg; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: