საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/326; 24.05.2023) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-03
ბიუროს ნომერი 287
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15469/23
03-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/326; 24.05.2023).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-15308/23
29-09-2023
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 257/4; 29.05.2023 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/326;
24.05.2023).
აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2023
წლის 03 ოქტომბრამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ
საკითხის მითითებულ ვადაში განხილვას.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასახელებული