„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.10.2023
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/323/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში მუხლი 1. „სახელმწიფო (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია - ევროკავშირის უსაფრთხოების კლასიფიკაციით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა, რომლის უნებართვოდ გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირის ან მისი ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სხვადასხვა ხარისხის ზიანი.“. 2. პირველი მუხლის მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი: „131. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა.“. 3. პირველი მუხლის მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი: „141. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა.“. 4. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: მუხლი 191. სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების - ნებართვის კატეგორიები სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) I კატეგორია - გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; ბ) II კატეგორია - გაიცემა სახელმწიფო ორგანო/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; გ) III კატეგორია - გაიცემა სახელმწიფო ორგანო/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.“. 5. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: მუხლი 221. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მოქმედების ვადა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დადგენილია შემდეგი მოქმედების ვადები: დაშვების ფორმებისთვის ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ მონაცემებთან დაშვება - 5 წელი; ბ) „სრულიად საიდუმლო“ და „საიდუმლო“ მონაცემებთან დაშვება - 10 წელი. 6. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უქმდება ამ კანონის 221 მუხლით დადგენილი ვადების გასვლისას.“ 7. VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი: „VIII1 ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია მუხლი 411. ევროკავშირის პასუხისმგებელი ორგანო საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. მუხლი 412. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის მართვა 1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველსაყოფად საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური რეგისტრის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა ან/და სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში შექმნილი ქვერეგისტრებისაგან. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ცენტრალური რეგისტრი და ქვერეგისტრ(ებ)ი იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით, ხოლო სხვა დაწესებულებაში/ორგანოში ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. მუხლი 413. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია 1. საქართველოს საიდუმლოების გრიფებსა და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეებს შორის დადგენილია შემდეგი შესაბამისობა: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ – TRES SECRET UE/EU TOP SECRET; ბ) „სრულიად საიდუმლო“ – SECRET UE/EU SECRET; გ) „საიდუმლო“ – CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL; დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ – RESTREINT UE/EU RESTRICTED. 2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია უნდა ატარებდეს ევროკავშირის მხარის მიერ მინიჭებულ საიდუმლოების გრიფს. 3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაციის დონის დაუშვებელია ევროკავშირის მხარის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. შეცვლა მუხლი 414. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა 1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება ენიჭებათ მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება, გააჩნიათ ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება და ვინც ინფორმირებულნი არიან საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ. 2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას 1 თვის ვადაში ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით. 3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ და იურიდიული პირის დაშვებასა და დაშვების სერტიფიკატებს გასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 4. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად პირი უნდა ფლობდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სათანადო ფორმით ინდივიდუალურ დაშვებას. 5. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მისაღებად იურიდიული პირი უნდა ფლობდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შესაბამისი დონის დაშვებას. 6. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის სხვა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან კონტრაქტორისთვის გამჟღავნება ან გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ინფორმაციის წარმომშობის წინასწარი წერილობითი თანხმობით. მუხლი 415. ვალდებულებები ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირის ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვაში. მუხლი 416. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა 1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, იმ დონეზე, რაც განსაზღვრული აქვს ევროკავშირის მხარეს. 2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მოწოდებულია ევროკავშირის მხარის მიერ. 3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად პერსონალის უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების, საწარმოო უსაფრთხოების, საიდუმლო ინფორმაციის გამრავლების, თარგმნისა და განადგურების, მისი გადაცემისა და გადატანის, საქართველოში ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის, ასევე ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა. 4. საქართველოს ყველა ობიექტი, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა და მისი შენახვა, საჭიროებს უსაფრთხოების სათანადო სერტიფიცირებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსის ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 5. საქართველოს ყველა კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა, საჭიროებს აკრედიტაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსის ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 6. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით გადაცემა უნდა განხორციელდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივად შეთანხმებული კრიპტოგრაფიული საშუალებებით. 7. ელექტრონული საშუალებებით ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის მოპყრობა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ავთენტურობის, ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ნამდვილობის პრინციპების განუხრელი დაცვით. 8. ელექტრონული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის მოპყრობის მიზნებისთვის, ექვემდებარება ტესტირებას როგორც აკრედიტაციის პროცესში, ასევე აკრედიტაციის შემდგომ გარკვეული პერიოდულობით და განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას. 9. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის მოპყრობის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ რაოდენობის აპარატული აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, ასევე, ნებადართული იყოს მხოლოდ იმ ტიპის ფუნქციების შესრულება, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის მოპყრობის სრული ციკლის შესასრულებლად. 10. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის მოპყრობის პროცესში ჩართულ უფლებამოსილ პირებსა თუ შესაბამის მოწყობილობებს უნდა გააჩნდეს იმ დონის ფუნქციური პრივილეგიები, რომელიც საჭიროა ამ პროცესში წარმოშობილი კანონიერი ამოცანების შესასრულებლად.“ 8. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. პირს მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 221 მუხლით განსაზღვრული ვადების ათვლა იწყება ამ კანონის ამოქმედებამდე შესაბამისი პირისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების გაცემის მომენტიდან. 2. იმ პირებს, რომელთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებიდან ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის გასული ექნებათ ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 221 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ვადა, შეუნარჩუნდებათ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანო/იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან ხელახალი დაშვების გაფორმება ან გაუქმება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2016 წლის 23 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმებას (შემდგომში „შეთანხმება“), ხოლო ამავე შეთანხმების მე-12 მუხლის საფუძველზე, 2019 წლის 22 ოქტომბრისა და 2020 წლის 27 მაისის წერილებით გაფორმდა საიმპლემენტაციო შეთანხმება (შემდგომში „საიმპელემენტაციო შეთანხმება“). შეთანხმების თანახმად, საქართველოს მხრიდან ეროვნული უსაფრთხოების ორგანოდ (NSA) განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია შეთანხმების განხორციელებაზე. იმისათვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლოს ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სამართლებრივი ნორმების იმპლემენტაცია და აღსრულება, საჭიროა შეთანხმების დებულებები აისახოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში. 2023 წლის 6-7 მარტს განხორციელდა ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპყრობის შესახებ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება, რაც მხარეებს შორის 2016 წლის 23 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმებისა და მისი საიმპლემენტაციო შეთანხმების თანახმად, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაცია გაეცნო საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას და არსებულ ინსტიტუციურ სისტემას. ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც ქართულმა მხარემ ახლო მომავალში უნდა გადაჭრას, რათა მხარეებს შორის სამომავლოდ განხორციელდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა. ამ მიზნით, ევროკავშირის მხარემ წარმოადგინა შეფასების წინასწარი დასკვნები. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მხარის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისთვის შიდა კანონმდებლობაში განსაზღვროს ცალკე რეგულირების წესები, 2016 წლის 23 ივნისის შეთანხმებისა და მისი საიმპლემენტაციო შეთანხმების შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, ევროკავშირის შემფასებელი მისიის რეკომენდაციების საფუძველზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების/საიმპლემენტაციო შეთანხმების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრულია, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ორგანო (NSA), რომელიც პასუხისმგებელია შეთანხმების განხორციელებაზე. შესაბამისად, აუცილებელია სათანადო რეგულაციების დამატება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში. „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელების საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების კითხვარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება და ამ მიმართულებით ევროკავშირის შემფასებელი დელეგაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების მოკლე პერიოდში შესრულება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით ცალკე განისაზღვრება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის წესები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას და მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის სათანადოდ დაცვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად „სახელმწიფო საიდულოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს ემატება ტერმინები „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია“, „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება“ და „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება“. დგინდება სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების-ნებართვის 3 კატეგორია: I კატეგორია გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; II კატეგორია - გაიცემა სახელმწიფო ორგანო/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; III კატეგორია - გაიცემა სახელმწიფო ორგანო/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.“. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემთხვევაში დგინდება ვადები. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ მონაცემებთან დაშვების ვადაა- 5 წელი, ხოლო „სრულიად საიდუმლო“ და „საიდუმლო“ მონაცემებთან დაშვების ვადაა 10 წელი. კანონს ემატება VIII1 თავი (ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია. აღნიშნულ თავში განსაზღვრულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი ორგანო (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური). ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის მართვა, კლასიფიკაცია, გაცნობა, დაცვა. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შესაბამისი უწყებების არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება (ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემის, ცენტრალური რეგისტრის და დაწესებულებებში/ორგანოებში ქვერეგისტრების შექმნა, პირის შემოწმების პროცედურა, სერტიფიცირების, აკრედიტაციის და ელექტრონული საშუალებების ტესტირების საკითხები, ასევე ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის პირს პასუხისმგებლობის საკითხები) საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შესაბამისი უწყებების არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. იურიდიულ პირები, რომლებისთვისაც საჭირო იქნება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, მიმართავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის სერტიფიკატს გასცემს უფასოდ. ასევე უფასო იქნება ყველა კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემის აკრედიტაცია და ელექტრონული საშუალებების ტესტირება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არა მდგომარეობაზე. აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია 2016 წლის 23 ივნისს ხელმოწერილ „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმებასთან (12 მუხლი) და მის საიმპლემენტაციო შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.