„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
09.10.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“-„დ3“ ქვეპუნქტები:
„დ1. ამტკიცებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან
სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და შესარჩევი
კონკურსის გამართვის წესს;
დ2. უფლებამოსილია სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან
სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის
დირექტორის შესარჩევ კონკურსთან
დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი;
დ3. კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან
სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით არსებული კოლეჯის), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს;“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1. ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს.“.
2. 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ - „14“ პუნქტები:
„11. სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კოლეჯს (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს
თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
არსებული კოლეჯის), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ დაფუძნებულ კოლეჯს და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების საფუძველზე
დაფუძნებულ კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც კონკურსის საფუძველზე,
კანონმდებლობით დადგენილი წესით ინიშნება 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი იმავე
კოლეჯში დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული დირექტორი ვადამდე ადრე თავისუფლდება
თანამდებობიდან, თუ:
ა) გადადგა თანამდებობიდან;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან
მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული;
დ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონმდებლობით ან კოლეჯის
წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;
ე) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით
(დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;
ვ) ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს;
ზ) გარდაიცვალა.
13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი
თანამდებობიდან
თავისუფლდება
უფლებამოსილი
პირის
დასაბუთებული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
14. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები),
რომელთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი
ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კოლეჯის მართვის ორგანოები (გარდა სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის,
სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული
კოლეჯის და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული
კოლეჯის დირექტორის), მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები,
მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით.“.
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ - „33“ პუნქტები:
„31. კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის მართვის ორგანოები, მათი
არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და
საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით.
32. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის
დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს დამფუძნებელი.
33. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის
დამფუძნებელი უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2- მე-3 პუნქტების
საფუძველზე დაფუძნებული: კოლეჯის დირექტორის სტანდარტი; კოლეჯის დირექტორის
შესარჩევი კონკურსების გამართვის წესი; კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან
დაკავშირებით
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის), საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დაფუძნებული კოლეჯების და ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
23-ე მუხლის მე-2 - მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯების დირექტორები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე გადაინიშნონ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს კოლეჯის
დირექტორის სტანდარტის გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის)
და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების
დირექტორების კონკურსის წესით
დანიშვნა.
3. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 - მე-3
პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯების დამფუძნებლებმა უზრუნველყონ
კოლეჯის დირექტორის სტანდარტის გათვალისწინებით მათ მიერ დაფუძნებული
კოლეჯების დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა.
4. ამ მუხლის მე-2 - მე-3 პუნქტების შესაბამისად კოლეჯის დირექტორების კონკურსის წესით
დანიშვნა იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გადანიშნული შესაბამისი კოლეჯის
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლისა
და
მოადგილე/მოადგილეებისათვის
უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო
კოლეჯისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა
და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის დამფუძნებლად განისაზღვროს საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს
მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლსა და
დამფუძნებლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი
ნორმატიული აქტების გამოცემა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის თემატური მოკვლევა „რეგიონულ საჭიროებებზე
მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა“ ითვალისწინებს
რეკომენდაციას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით, კერძოდ, პროფესიული კოლეჯების
დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შერჩევის პროცედურების, კრიტერიუმების
განსაზღვრისა და დამტკიცების, მათი შერჩევის პროცესის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
ასევე, საუკეთესო საერთაშირისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა სტანდარტის არსებობა და დირექტორთა
შერჩევა აღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით, დაწესებულების მართვის
გაუმჯობესებისა და მისი პოტენციალის მაქსიმალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. სწორედ
აღნიშნულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების დირექტორთა სტანდარტის შემუშავება. აღნიშნულის გათვალისწინებით,
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტს
ემატება პუნქტები, რომლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო) დაამტკიცებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული
კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს
სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის
დირექტორის სტანდარტს და შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს. ამასთან, სამინისტრო
უფლებამოსილი იქნება სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო
სექტორთან
სამინისტროს თანამონაწილეობით
დაფუძნებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევ
კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სამინისტრო კონკურსის
საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან
გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან
სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით არსებული კოლეჯის), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 25-ე მუხლს ემატება „11“-„14“ პუნქტები, რომლის თანახმადაც სამინისტროს მიერ
დაფუძნებულ კოლეჯს (გარდა კერძო სექტორთან
სამინისტროს მონაწილეობით
დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა),
სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებულ
კოლეჯს და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებულ კოლეჯს უხელმძღვანელობს დირექტორი,
რომელიც დაინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის საფუძველზე, 5
წლის ვადით. ერთი და იგივე პირი იმავე კოლეჯში დირექტორად შეიძლება დაინიშნოს
ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ერთი და იგივე პირის დირექტორად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ
დანიშვნა განპირობებულია დაწესებულების განვითარების მიზნებით. ერთი და იმავე პირის
დირექტორად დანიშვნა გრძელვადიანი პერიოდით გარკვეულწილად იწვევს დაწესებულების
განვითარების შეფერხებას, ახალი იდეებისა და პროექტების გენერირების ნაკლებ ალბათობას.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული დირექტორი ვადამდე ადრე შეიძლება გათავისუფლდეს
თანამდებობიდან, თუ: გადადგა თანამდებობიდან; მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა
სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; სასამართლომ უგზო-უკვლოდ
დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზედიზედ 4 თვის
განმავლობაში ვერ შეასრულა მისთვის კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით
(დებულებით) განსაზღვრული უფლებამოსილება; ჯეროვნად ვერ შეასრულა მისთვის
კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილება;
ვერ დააკმაყოფილა კოლეჯის დირექტორის სტანდარტი ან გარდაიცვალა. ამ შემთხვევებში
კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება უფლებამოსილი პირის
დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი
შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ამასთან, განისაზღვრება, რომ კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე
დანიშვნამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე
დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს)
და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს.
კანონპროქტის საფუძველზე დაზუსტდება კოლეჯის წესდებით მოსაწესრიგებელი
საკითხები. ასევე, კანონპროექტით დარეგულირდება კერძო სექტორთან პარტნიორობით ან
,,პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 - მე-3
პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯების მართვასთან დაკავშირებული
საკითხები. კერძოდ, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,კოლეჯის მართვის ორგანოები (გარდა
სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის,
სამინისტროს სისტემაში შემავალი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის და ამ კანონის 23-ე
მუხლის მე-2 - მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის), მათი
არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და
საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით.“. ასევე, „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის „31“-,,33“ პუნქტები:
„31. კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის მართვის ორგანოები, მათი
არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და
საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით.
32. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის
დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს დამფუძნებელი.
33. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის
დამფუძნებელი უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2- მე-3 პუნქტების
საფუძველზე დაფუძნებული: კოლეჯის დირექტორის სტანდარტი; კოლეჯის დირექტორის
შესარჩევი კონკურსების გამართვის წესი; კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან
დაკავშირებით
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი.".
აქვე აღსანიშნავია, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების (გარდა კერძო სექტორთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით
დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის),
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების და ,,პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 - მე-3 პუნქტების საფუძველზე
დაფუძნებული კოლეჯების დირექტორები ამ კანონის ამოქმედებისთანავე უნდა გადაინიშნონ
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად.
სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს კოლეჯის დირექტორის სტანდარტის გათვალისწინებით
სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს
თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
არსებული კოლეჯის)
და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების
დირექტორების კონკურსის წესით
დანიშვნა. ამასთან, კოლეჯის დირექტორების
კონკურსის წესით დანიშვნა გამოიწვევს
შესაბამისი
კოლეჯის
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლისა
და
მოადგილე/მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ასევე, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 - მე-3
პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯების დამფუძნებლებმა უნდა უზრუნველყონ
კოლეჯის დირექტორის სტანდარტის გათვალისწინებით მათ მიერ დაფუძნებული
კოლეჯების დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა. აღნიშნულ შემთხვევაში, კოლეჯის
დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა იწვევს გადანიშნული შესაბამისი კოლეჯის
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლისა
და
მოადგილე/მოადგილეებისათვის
უფლებამოსილების შეწყვეტას.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონით (16.03.2021,
N335-IVმს-Xმპ) განხორციელებული ცვლილებით მოხდა საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ამ
სამინისტროს უფლებამოსილებები კულტურისა და სპორტის მიმართულებით გადაეცა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ხოლო განათლებისა და
მეცნიერების მიმართულებით - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. წარმოდგენილი
კანონპროექტით ზუსტდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. გორის სულხან
ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის დამფუძნებლის
საკითხი და საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ აღნიშნული საჯარო სამართლის
იურიდიული პირების დამფუძნებელს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მითითებული საჯარო სამართლის
იურიდიული
პირების
სახელმწიფო
კონტროლსა
და
დამფუძნებლის
სხვა
უფლებამოსილებებს.
„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ავტომატიზაციის (32 03 01 32)“
ქვეპროგრამის ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან თანამშრომლობით,
შეიქმნა პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამების
განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ჟურნალი (შემდგომ - ჟურნალი),
რომლის დანერგვა დაიწყო 2022 წლიდან და ამჟამად მოქმედებს პილოტირების რეჟიმში.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2022 წლის მიღების ფარგლებში, ჩარიცხული
პროფესიული სტუდენტებისთვის, ჟურნალი ამოქმედდა პილოტირების რეჟიმში, სწავლის
დაწყების დღიდან. ჟურნალის მეშვეობით უნდა წარიმართოს პროფესიული სტუდენტების
დასწრების აღრიცხვა, სწავლის შედეგების დადასტურების, ასევე სასწავლო პროცესის
ადმინისტრირებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი პროცესები. ამ ეტაპზე, საგანმანათლებლო
დაწესებულებების მხრიდან, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს ჟურნალში სასწავლო განრიგის ფორმირება,
ჯგუფების შექმნა და პროფესიული მასწავლებლების ტექნიკური მხარდაჭერა და ჟურნალის
წარმოება აქტიურ ფაზაშია.
გასათვალისწინებელია, რომ შემუშავებულია „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ჟურნალის
წარმოების წესის“ პროექტი, რომლის დამტკიცებისთვისაც მიზანშეწონილია შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის თემატური მოკვლევა „რეგიონულ საჭიროებებზე
მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა“, ითვალისწინებს
რეკომენდაციას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით, კერძოდ პროფესიული კოლეჯების
დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შერჩევის პროცედურების, კრიტერიუმების
განსაზღვრისა და დამტკიცების, მათი შერჩევის პროცესის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
ასევე, საუკეთესო საერთაშირისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა სტანდარტის არსებობა და დირექტორთა
შერჩევა
აღნიშნული სტანდარტის
გათვალისწინებით
დაწესებულების
მართვის
გაუმჯობესებისა და მისი პოტენციალის მაქსიმალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. სწორედ
აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ,,პროფესიული განათლების შესახებ"
საქართველოს კანონში კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შეტანა.
გარდა აღნიშნულისა, ზუსტდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. გორის სულხან
ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის დამფუძნებლის
საკითხი და საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ აღნიშნული საჯარო სამართლის
იურიდიული პირების დამფუძნებელს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მითითებული საჯარო სამართლის
იურიდიული
პირების
სახელმწიფო
კონტროლსა
და
დამფუძნებლის
სხვა
უფლებამოსილებებს.
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ჟურნალის მეშვეობით, შესაბამისი პროცესების
ლეგიტიმურ ჩარჩოში წარმართვა და უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების
დეტალურად განსაზღვრა, მიზანშეწონილია, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ჟურნალის
წარმოების წესის“ დამტკიცების მიზნით, განხორციელდეს ცვლილება „პროფესიული
განათლების შესახებ" საქართველოს კანონში და შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო
საფუძველი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სამინისტრო დაამტკიცებს სამინისტროს
მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით
დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და
სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული
კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს.
ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილი იქნება სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა
(გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში
შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის
შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
გარდა ამისა, სამინისტრო კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს
და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა
კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის), სამინისტროს სისტემაში შემავალი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე პირი იმავე კოლეჯში დირექტორად შეიძლება
დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
ამასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5
წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს
დამფუძნებელი. აღნიშნული დაფუძნებული უფლებამოსილი იქნება დაამტკიცოს: კოლეჯის
დირექტორის სტანდარტი; კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესი;
კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. რაც შეეხება კერძო სექტორთან
სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით არსებულ კოლეჯის მართვის ორგანოებს, მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის
წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება
კოლეჯის წესდებით.
სსიპ - ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯისა და სსიპ - საქართველოს
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის დამფუძნებლად განისაზღვრება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც
განახორციელებს აღნიშნული კოლეჯების სახელმწიფო კონტროლსა და დამფუძნებლის
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
გარდა ზემოხსენებულისა, კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტს
ემატება პუნქტები, რომლის თანახმად, სამინისტრო დაამტკიცებს სამინისტროს მიერ
დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით
დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და
სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული
კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს. ამასთან,
სამინისტრო უფლებამოსილი იქნება სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა
კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევ
კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. გარდა ამისა, სამინისტრო კონკურსის
საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან
გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან
სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით არსებული კოლეჯის), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს. ერთი და იგივე პირი იმავე
კოლეჯში დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
ამასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5
წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს
დამფუძნებელი. აღნიშნული დაფუძნებული უფლებამოსილი იქნება დაამტკიცოს: კოლეჯის
დირექტორის სტანდარტი; კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესი;
კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. რაც შეეხება კერძო სექტორთან
სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით არსებულ კოლეჯის მართვის ორგანოებს, მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის
წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება
კოლეჯის წესდებით.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების (გარდა კერძო სექტორთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით
დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის),
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების და ,,პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 - მე-3 პუნქტების საფუძველზე
დაფუძნებული კოლეჯების დირექტორები ამ კანონის ამოქმედებისთანავე უნდა გადაინიშნონ
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად.
სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს კოლეჯის დირექტორის სტანდარტის გათვალისწინებით
სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს
თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
არსებული კოლეჯის)
და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების
დირექტორების კონკურსის წესით
დანიშვნა. ამასთან, კოლეჯის დირექტორების
კონკურსის წესით დანიშვნა გამოიწვევს
შესაბამისი
კოლეჯის
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლისა
და
მოადგილე/მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ასევე, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2-მე-3
პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯების დამფუძნებლებმა უნდა უზრუნველყონ
კოლეჯის დირექტორის სტანდარტის გათვალისწინებით მათ მიერ დაფუძნებული
კოლეჯების დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა. აღნიშნულ შემთხვევაში, კოლეჯის
დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა იწვევს გადანიშნული შესაბამისი კოლეჯის
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებლისა
და
მოადგილე/მოადგილეებისათვის
უფლებამოსილების შეწყვეტას.
გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯისა და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
სახელმწიფო კოლეჯის დამფუძნებლის საკითხი და საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება,
რომ აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამფუძნებელს წარმოადგენს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც
ახორციელებს მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო
კონტროლსა და დამფუძნებლის სხვა უფლებამოსილებებს.
ასევე, გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ჟურნალის
წარმოების წესის დამტკიცების.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების სტანდარტის
შემუშავების დაფინანსების წყარო არის გაეროს განვითარების პროგრამა „პროფესიული
განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
პროცესების მხარდაჭერა დირექტორის სტანდარტთან დაკავშირებით ხორციელდება გაეროს
განვითარების პროგრამის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს
სოფლის მეურნეობაში“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მოსალოდნელ ფინანსური შედეგებს.
კანონპროექტის თანახმად, კოლეჯების დირექტორები ამ კანონის ამოქმედებისთანავე
გადაინიშნებიან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად და დაექვემდებარებიან
კონკურსის გავლას. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი დირექტორები ვერ დააკმაყოფილებენ ახალ
სტანდარტებს, ისინი კონკურსს ვერ გაივლიან, რაც ნიშნავს რომ აღარ დაინიშნებიან
დირექტორად.
მოქმედი დირექტორების რაოდენობაა 24, მათ შორის დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელად დანიშნულია 3 პირი.
დირექტორების კონკურსის ჩატარება განხორციელდება ადმინისტრაციული ხარჯებით.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შემდგომ, კონკურსის წესით დანიშნული
დირექტორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით. ამასთან, ერთი და იგივე
პირი იმავე კოლეჯში დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა გამოიწვევს მოქმედი მოადგილეების
უფლებამოსილების შეწყვეტას. დირექტორების დანიშვნის შემდეგ მოადგილეების
პოზიციებზე შესაძლოა იგივე პირები აღარ დაინიშნონ და მათი ნაწილი გათავისუფლდეს
დაკავებული თანამდებობიდან. მოქმედი დირექტორის მოადგილეების რაოდენობაა 26, მათ
შორის 2 დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
ელექტრონული ჟურნალი შემუშავებულია სამინისტროსთან კოორდინაციით და არ
წარმოადგენს ფასიან სერვისს. ხოლო, მისი მოდიფიცირება ან/და ელექტრონული ჟურნალის
ადმინისტრირების
წესში
ცვლილება
არ
გამოიწვევს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის ხარჯის გაზრდას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არა
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
თანასწორობის
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.