„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/325, 04.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) მე-4
მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე,
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის
მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე
(გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის და
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა), საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო
რესურსცენტრის (შემდგომ - საგანმანათლებლო რესურსცენტრი) უფროსები ამ კანონის
ამოქმედებისთანავე გადაინიშნონ უფროსის ფუნქციათა შემსრულებლებად.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსების კონკურსის წესით დანიშვნა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსების
კონკურსის წესით დანიშვნა იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გადანიშნული შესაბამისი
საგანმანათლებლო
რესურსცენტრის
უფროსის
ფუნქციათა
შემსრულებლების
უფლებამოსილების შეწყვეტას.
მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სათანადო
ნორმატიული აქტების გამოცემის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო
რესურსცენტრის (შემდგომ - რესურსცენტრი)
თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო
მოხელეებს და მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული რეგულაციები. გასათვალისწინებელია, რომ რესურსცენტრის უფროსები არ
წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული პირებისათვის საჯარო მოხელისათვის კანონით
გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების,
მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის
უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე,
რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია რომ რესურსცენტრის უფროსებიც
გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რესურსცენტრების თანამშრომლები წარმოადგენენ
საჯარო მოხელეებს და მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული რეგულაციები. გასათვალისწინებელია, რომ რესურსცენტრის უფროსები არ
წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული პირებისათვის საჯარო მოხელისათვის კანონით
გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების,
მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის
უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე,
რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია რომ რესურსცენტრის უფროსებიც
გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, რესურსცენტრის უფროსებიც გახდებიან
საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რესურსცენტრების თანამშრომლები წარმოადგენენ
საჯარო მოხელეებს და მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული რეგულაციები. გასათვალისწინებელია, რომ რესურსცენტრის უფროსები არ
წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული პირებისათვის საჯარო მოხელისათვის კანონით
გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების,
მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის
უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე,
რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია რომ რესურსცენტრის უფროსებიც
გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4
მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე,
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის
მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე
(გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის და
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა), საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;“.
გარდა ზემოხსენებულისა, წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედებამდე დანიშნული
რესურსცენტრის უფროსები ცვლილებების ამოქმედებისთანავე გადაინიშნებიან უფროსის
ფუნქციათა შემსრულებლებად. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უზრუნველყოფს რესურსცენტრის უფროსების კონკურსის წესით დანიშვნას. რესურსცენტრის
უფროსების კონკურსის წესით დანიშვნა კი გამოიწვევს გადანიშნული შესაბამისი
რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სათანადო
ნორმატიული აქტების გამოცემის მიზნით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ასევე, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესუპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
გაიზრდება საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსების ხელფასი, რაც გაზრდის
საშემოსავლო გადასახადის ოდენობას.
მიმდინარე წელს ზრდის ეფექტი დაახლოებით შეადგენს - 10.8 ათას ლარს. მათ შორის,
სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში 10.5 - ათას ლარს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 0.3 ათას ლარს.
2024 წლისთვი წლიური ზრდის ეფექტი დაახლოებით შეადგენს - 78.2 ათას ლარს. მათ შორის,
სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში 69.3 - ათას ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 8.9 ათას
ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება პროგრამის
„განათლების სფეროში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა“ (პროგრამული
კოდი 32 01 02) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან ასევე, აჭარისა და აფხაზეთის
ავტონომიური რესუპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის ხელფასი გაიზრდება,
შესაბამისად გავლენას იქონიებს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ისე აჭარის და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მიმდინარე წელს რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1,754.5 ლარს,
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად თანამდებობრივი სარგო
გაიზრდება და გახდება 2,178.0 ლარი (საბაზისო ხელფასი 1,210 ლარის 1.8 სახელფასო
კოეფიციენტთან მისადაგებით). შესაბამისად მიმდინარე წლის ბიუჯეტის ზრდის ეფექტი
შეადგენს დაახლოებით - 54.2 ათას ლარს. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის ზრდის
მაჩვენებლი დაახლოებით შეადგენს - 52.5 ათას ლარს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯის ზრდის მაჩვენებელი - 1.7 ათას ლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლიდან თანამდებობრივი სარგო 10% იანი ზრდის
შემთხვევაში განისაზღვრება 1,928.5 ლარით. ხოლო, კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილების შედეგად მათი ხელფასი 2024 წელს განისაზღვრება და გახდება 2,394.0 ლარი
(საბაზისო ხელფასი 1,330 ლარის 1.8 სახელფასო კოეფიციენტთან მისადაგებით) წლიური
ბიუჯეტის ზრდის ეფექტი იქნება დაახლოებით - 391.0 ათას ლარი. მათ შორის სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯის ზრდის წლიური მაჩვენებელი - 346.3 ათასი ლარი, ხოლო აჭარისა და
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯის ზრდის წლიური
მაჩვენებელი - 44.7 ათასი ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად 70 საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსს გაეზრდება ხელფასი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, 62 საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს, 6 საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, 2
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსების მიდინარე პერიოდის თანამდებობრივი სარგო
შეადგენს 1,754.5 ლარს.
მიმდინარე წელს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად მათი ხელფასი
გაიზრდება და გახდება 2,178.0 ლარი (საბაზისო ხელფასი 1,210 ლარის 1.8 სახელფასო
კოეფიციენტთან მისადაგებით).
2024 წლიდან თანამდებობრივი სარგოს 10% იანი ზრდის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო
განისაზღვრება 1,928.5 ლარით, ხოლო კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების
შედეგად მათი ხელფასი 2024 წელს გაიზრდება და გახდება 2,394.0 ლარი (საბაზისო ხელფასი
1,330 ლარის 1.8 სახელფასო კოეფიციენტთან მისადაგებით).
წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედებამდე დანიშნული რესურსცენტრის უფროსები
ცვლილებების ამოქმედებისთანავე გადაინიშნებიან უფროსის ფუნქციათა შემსრულებლებად.
ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს
რესურსცენტრის უფროსების კონკურსის წესით დანიშვნას. რესურსცენტრის უფროსების
კონკურსის წესით დანიშვნა კი გამოიწვევს გადანიშნული შესაბამისი რესურსცენტრის უფროსის
ფუნქციათა შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.