საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
ნომერი
#2-15673/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-05
ბიუროს ნომერი 289

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2-15673/23 05-10-2023 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 2 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ერმილე მესხია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; ბ) დავით მაღლაფერიძე – რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი; გ) მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; დ) გოდერძი შარაშია – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი; ე) ნინო მეუნარგია – ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი; ვ) მარიამ რაზმაძე – ჟურნალისტი, პროდიუსერი; ზ) ნუგზარ ხავთასი – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი; თ) ნინო კაკულია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი; ი) ნათია კუპრაშვილი – საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი