„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, ლევან მგალობლიშვილი, სალომე ჯინჯოლავა
ნომერი
#07-3/360/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის თავმჯდომარის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“. 2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს;“; ბ) „ყ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს: ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით; ბ) პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილე აირჩევა იმ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც განეკუთვნებიან საპარლამენტო უმრავლესობას; გ) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 3 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს წარადგენს/წარადგენენ სათანადო უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.“. 4. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. პარლამენტის ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით. პარლამენტის ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.“. 6. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს.“. 7. 34-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის ან პარლამენტის ბიუროს დავალების შემთხვევაში არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის სხდომის მოწვევის ინიციატორის მიერ განსაზღვრული კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრისას კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი. კომიტეტის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.“; გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ცალკეული საკითხის განხილვა, სხდომის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე, შესაძლებელია წარიმართოს გამომსვლელთა (გარდა მომხსენებლისა) რიგითობისა და განსაზღვრული დროის შესაბამისად, რის შესახებაც გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.“. დ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. 15. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების გამართვის დღეებში კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ან კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.“. 8. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს;“. 9. 44-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს ყოველი წლის შედეგების მიხედვით.“. ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს: გ) მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ანგარიშის განხილვის საკითხი პარლამენტის ბიუროს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს შესაბამისი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. 5. პარლამენტის მომხსენებლის პლენარულ გამოსვლის სხდომაზე ხანგრძლივობა ანგარიშის განხილვის არ აღემატებოდეს უნდა შემთხვევაში 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით. 6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. თანამომხსენებლად უფლებამოსილია გამოვიდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. თანამომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წუთით.“. 10. 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:: „4. საპარლამენტო უმრავლესობაში სხვა ფრაქციის გაერთიანების, ახალი წევრის გაწევრების ან უმრავლესობაში შემავალ ფრაქციაში ახალი წევრის გაწევრების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის განახლებულ სიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებული სიას პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.“. 11. 78-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.“. 12. 82-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტის სესია გახსნილად ცხადდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო დახურულად - შესაბამისად პარლამენტის პლენარულ ან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.“. 13. 85-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს სხდომაზე დამსწრე უხუცეს არჩეულ პარლამენტის წევრს. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში სხდომას ხსნის სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი. სხდომას ესწრება ცესკოს თავმჯდომარე. 3. სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას.“. 14. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური მინისტრის საქართველოს მთავრობის საათის, დებატების, ნდობის ინტერპელაციის, საკითხის განხილვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის, საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის განხილვის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.“. 15. 89-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარე მოითხოვს საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. პარლამენტი საკითხის დღის წესრიგში შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ან საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. ამასთანავე, საკითხის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“. 16. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო პლენარული სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.“. 17. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 1 1. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საკითხის განხილვის შეჩერება. 18. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 104. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი 1. წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს კანონპროექტთა წინა მოწვევის ნუსხას, პარლამენტში რომელთა განსახილველად განხილვის წარდგენილ პროცედურის იმ გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია და მას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 2. წამყვანი კომიტეტი აღნიშნულ ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძლებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი გამოთქვამს თანხმობას კანონპროექტის განხილვის პროცედურაში ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე და მას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აღარ გააჩნია და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას მიზანშეწონილად მიიჩნევს წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორად განმხილველი წამყვანი კომიტეტი. იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაითვლება კანონპროექტის კომიტეტს არ აქვს ასეთი წესით წარდგენის უფლება, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. 3. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. 4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე. ის კანონპროექტები, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. 5. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება პარლამენტის იმ დადგენილებების პროექტებზედაც, რომლებიც პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.“. 19. 110-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.“. 20. 111-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. 8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს.“. 21. 112-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდის კანონპროექტზე თანამომხსენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-4 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს.“. 22. 113-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკანონმდებლო პაკეტის პირველი ან მეორე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ პროექტებზე კენჭისყრა ერთიანად იმართება. საკანონმდებლო პაკეტში შემავალი პროექტები მიღებულად ჩაითვლება თუ ისინი მხარდაჭერილი იქნება ხმების იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია პაკეტში შემავალი იმ კანონპროექტის მისაღებად, რომელსაც ხმების მეტი რაოდენობა სჭირდება. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ინიციატივით პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვის თაობაზე. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.“. მაგრამ არანაკლებ 23. 117-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას პარლამენტის პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის განხილვა და მიღება დასაშვებია ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, ერთსა და იმავე დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენებით განხილვა და მიღება.“. 24. 160-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. პარლამენტის კომიტეტის დასკვნა მიიღება სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.“. 25. 167-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპენსიო სააგენტო პარლამენტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს მიმოხილვას მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ხოლო არაუგვიანეს 1 ივნისისა – მის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიურ ანგარიშს. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიმოხილვის/ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საპენსიო სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.“. 26. 1681 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1681. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა მიმართულებით სპეციალური საგამოძიებო განხორციელებული საქმიანობის შესახებ.“. გამოძიების მდგომარეობისა სამსახურის მიერ წინა და ამ წელს 27. 169-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ.“. 28. 1691 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1691. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში მთავარი შრომის ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ.“. 29. 170-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი დადგენილებით მოიწონებს ამ ანგარიშს ან იურიდიული დახმარების სამსახურს მოსთხოვს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრას ან/და საქმიანობის გაუმჯობესებას.“. 30. 171-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს სამსახურის საქმიანობას. პარლამენტის აღმოფხვრასთან დადგენილებაში ან/და შეიძლება საქართველოს მიეთითოს სახელმწიფო ცალკეული ხარვეზების უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.“. 31. 172-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს მის ცალკეული საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და შეიძლება სამსახურის მიეთითოს საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.“. 32. 173-ე მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს: 33. 174-ე მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს: 34. 175-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს: ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს: 35. 1751 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1751. დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშს (გასული წლის ანგარიშსა და მომავალი წლის გეგმას).“. 36. 1752 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1752. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციაზე ზედამხედველობა საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.“. 37. 1753 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1753. ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ზედამხედველობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ.“. 38. 176-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშს, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პარლამენტი განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით. ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7. ამ რეგლამენტის 167-ე და 1681 მუხლებით, 169-ე მუხლის პირველი პუნქტით, 1691 170-ე, 173 - 1753, 177-ე, 189-ე და 190-ე მუხლებით გათვალისწინებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. დ) მე-9 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით. 10. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის განხილვის შემთხვევაში ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით მოადგილე/მოადგილეები მომხსენებლად შესაბამისი არ დანიშნული. არის/არიან მინისტრი ან მინისტრის პარლამენტის სხდომაზე ანგარიშის თაობაზე თანამომხსენებლად გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი. 11. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.“. 39. 177-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშავებს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ერთიან დასკვნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშების შესახებ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვის შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშების შეფასების და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე.“. 40. 180-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 41. 183-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, საკითხის დასმიდან არაუადრეს 2 დღისა. შესაბამისი გადაწყვეტილება უმრავლესობით. მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის 2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ პარლამენტმა ზემოაღნიშნული პროცედურით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება. 3. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ დასკვნის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ კენჭისყრა კვლავ არ ჩატარდა, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ითვლება.“. 42. 189-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, არაუგვიანეს 14 რომელიც დღისა ყოველი წლის პარლამენტის საგაზაფხულო ბიუროს და სესიის დაწყებიდან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ანგარიშის შესახებ მოხსენებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგენს დელეგაციის ხელმძღვანელი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემთხვევაში მომხსენებელია დელეგაციის ხელმძღვანელი, ხოლო თანამომხსენებელია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის მოსმენისა და დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება იქნეს შეტანილი.“. 43. 190-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.“. 44. 195-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 195. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის ცვლილება შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, შემდეგ − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.“. 45. 203-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პეტიციის განაცხადის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 300 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პირი პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული. 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 300 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.“. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა, ხელმოწერის განხორციელებით ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმომწერი პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით.“. გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი: „51. პარლამენტის ბიურო პეტიციას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პეტიციის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, თუ იგი შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. თუ დადგინდა, რომ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 300-ზე ნაკლებია, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიურო პეტიციის ავტორს უარს ეუბნება პეტიციის განხილვაზე.“. 46. 204-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 204. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა, დანიშვნაზე თანხმობის მიცემა პარლამენტი ირჩევს, დანიშვნაზე თანხმობას აძლევს, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს.“. 47. დაემატოს შემდეგი შინაარსის 2041-20412 მუხლები: „მუხლი 2041. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა 1. პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის საკითხის განმხილველი კომიტეტია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის რეგლამენტის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს. 3. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში ქმნის რეგლამენტის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს. 4. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული მასალების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნას. აღნიშნული წარდგინება და თანდართული მასალები მოთხოვნის შემთხვევაში ეგზავნება აგრეთვე სხვა პარლამენტის წევრს. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნიდან არაუადრეს 1 კვირისა საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენა და კითხვაპასუხი ტარდება სათითაოდ. 6. საქართველოს პარლამენტის უზენაესი იურიდიულ სასამართლოს საკითხთა მოსამართლეობის კომიტეტის საჯარო კანდიდატების სხდომაზე მოსმენის პროცედურას კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე. 7. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 9. თუ საქართველოს უზენაესი დასახელებულმა რეგლამენტით კანდიდატმა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვერ მიიღო საქართველოს გათვალისწინებული ხმების საჭირო წარედგინება ახალი კანდიდატურა. კონსტიტუციითა რაოდენობა, და პარლამენტს მუხლი 2042. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა 1. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. 5. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას 3 კანდიდატი მონაწილეობდა და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს. თუ არჩევისას 3-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და კანდიდატთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, იმართება ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი ეყრება იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს. მუხლი 2043. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა 1. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს. 2. საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფს. 3. არჩევის ერთ ციკლში საქართველოს სახალხო დამცველის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ. 4. საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. 5. თუ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. მუხლი 2044. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს. მუხლი 2045. საქართველოს გენერალური აუდიტორის არჩევა 1. პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს გენერალურ აუდიტორს. 2. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. მუხლი 2046. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა 1. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. 2. თუ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა. მუხლი 2047. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის არჩევა პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს. მუხლი 2048. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის არჩევა 1. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს. ენერგეტიკისა და 2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება კომისიის წევრად აირჩეს 2-ზე მეტი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით; მუხლი 2049. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა 1. პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. მუხლი 20410. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევა 1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს. 2. პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2 კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. პარლამენტის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. მუხლი 20411. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევა 1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. 2. პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2 კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. მუხლი 20412. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა 1. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) საბჭოს წევრის 4 წლის ვადით დანიშვნაზე. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საქსტატის საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგენს არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას. 3. თუ საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთაგან ხმათა საკმარის რაოდენობას ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი კანდიდატი მიიღებს, ჩაითვლება, რომ თანხმობა მიეცა მათგან საუკეთესო შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი ვაკანტური თანამდებობაცაა. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და გამარჯვებული/გამარჯვებულები ხმათა ფარდობითი უმრავლესობით გამოვლინდება/გამოვლინდებიან. 5. თუ საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა თანხმობა არ მისცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა კანდიდატებს. აღნიშნულ კანდიდატებს თანხმობა მიეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი. ხელახალი კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს თანხმობა მიეცემათ ამ მუხლითა და რეგლამენტის 205-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 48. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 205. რეგლამენტის 2041-20413 მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა 1. პარლამენტი თანამდებობის ამ რეგლამენტის პირებს ირჩევს, 2041 – როგორც 20413 მუხლებით წესი, გათვალისწინებულ შესაბამისი კანდიდატურის წარმოდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს რეგლამენტის 2042 – 20413 მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები ასევე ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის არჩევის შემთხვევაში, თუ რეგლამენტის 2041 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. შესაბამისი კომიტეტი ადგენს წარმოდგენილი თანამდებობის პირის კანდიდატურის საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. თავის მხრივ, კომიტეტი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს შესაბამისი თანამდებობის პირის კანდიდატურის შესახებ საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია. 4. კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. 5. კომიტეტის სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. დასკვნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას რეგლამენტის 2041-20413 მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის კანდიდატურის მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 6. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად იხილავს და უსმენს რეგლამენტის 2043-20413 მუხლებით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ თითოეულ კანდიდატს. 7. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას.“. 49. 207-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ.ა“ და „ე.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.“. 50. 2071 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ახალი წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის არჩევისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“. 51. 208-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“. 52. 2081 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეს დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 6. მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრის კენჭს. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის ვინაობას და მის წერილობით თანხმობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ პარლამენტისთვის წარდგენილია მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ერთზე მეტი კანდიდატი, მათ ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ კენჭისყრისას ხმების საუკეთესო რაოდენობა მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ერთზე მეტმა კანდიდატმა თანაბრად მიიღო, ამასთანავე, ეს რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია, მათ ხელმეორედ ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა.“. 53. 211-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტი საპენსიო კანდიდატურების/კანდიდატურის სააგენტოს საინვესტიციო წარდგენიდან 21 დღის საბჭოს წევრის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს/წევრს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების/წევრის არჩევის პროცედურა ხორციელდება რეგლამენტის 205-ე მუხლის შესაბამისად. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ეს ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“. 54. 212-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. პარლამენტი პარლამენტი წევრის კენჭს უყრის უფლებამოსილების აღნიშნულ საქართველოს შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს შესახებ სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“. 55. 219-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 56. 223-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შესაბამის დღეს სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინება;“. 57. 224-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესაბამის დღეს სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებს იმავე მოქმედებას; ბ) დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით; გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს სხვა პარლამენტის წევრებს.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საპარლამენტო საქმიანობის პრაქტიკაში პერიოდულად იკვეთება საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე საჭიროებენ დაზუსტებას ან ახლებურ რეგულირებას. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში პერიოდულად ხორციელდება ცვლილებები საკანონმდებლო პროცესის უფრო ეფექტიანად განხორციელების, ასევე საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმებისა და რეგულაციების დახვეწის თვალსაზრისით. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით ხდება სწორედ საპარლამენტო საქმიანობის პროცესში გამოვლენილი რიგი ხარვეზების აღმოფხვრა, ცალკეული საკითხების ახლებური რეგულირება და არსებული პროცედურების კიდევ უფრო დახვეწა სამართლებრივი ტექნიკის თვალაზრისით, საპარლამენტო საქმიანობის მარეგულირებელი ცალკეული ნორმების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება და დაზუსტება, რაც პრაქტიკაში ხელს შეუწყობს საპარლამენტო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების ახლებურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია სათანადო ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, საპარლამენტო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწის შესაბამისად, გაუმჯობესდება და კიდევ უფრო ამაღლდება საპარლამენტო საქმიანობის ხარისხი. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ზუსტდება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმთან დაკავშირებული რეგულაციები, იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და ნაცვლად 2-2 მოადგილისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და 3 მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან. განისაზღვრება კომიტეტის სხდომის მოწვევის, სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრისა და კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვასთან, ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წარმდგენი სუბიექტების მიერ გამოწვევისა და კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვასთან, აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის სიის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, პარლამენტის მორიგი სესიის გახსნილად და დახურულად გამოცხადების წესები ასევე გავრცელდება პარლამენტის რიგგარეშე სესიის გახსნისა და დახურვის შემთხვევებზეც. რეგლამენტის პროექტით ასევე რეგულირდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხები. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიმდინარე საკითხის განხილვის შეჩერება კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით. რეგლამენტის პროექტით განსხვავებულად რეგულირდება წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე, განისაზღვრება საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრის ერთიანად ჩატარების წესი. აგრეთვე, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის მიხედვით, დაჩქარებული წესით კანონპროექტის პლენარული სხდომის ერთ დღეს ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არა უმეტეს ორისა, განხილვა შესაძლებელი იქნება პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, ახლებურად რეგულირდება პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების განხილვასთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის პროცედურა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულების შემდეგ, კერძოდ, სიტყვით გამოსვლის უფლება ასევე ენიჭება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. წარმოდგენილი პროექტით იცვლება აგრეთვე, იცვლება პარლამენტის პეტიციის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები. რეგლამენტის პროექტით მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევის თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი და აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე, რაც უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კენჭისყრისას ფარულობის წესი შენარჩუნდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მისი არჩევა უნდა მოხდეს ფარული კენჭისყრით. ანალოგიურად, ასევე ღია კენჭისყრით მოხდება შესაბამისი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნული წესი მათ შორის გავრცელდება იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც. რეგლამენტის პროექტით ასევე ხდება პარლამენტის მიერ, თანამდებობის პირების არჩევის და დანიშვნაზე თანხმობის მიცემის წესებთან დაკავშირებული რეგულაციების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება. კერძოდ, აღნიშნული ცვლილება გულისხმობს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე და 205-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნაზე თანხმობის მიცემის წესები და პროცედურა თითოეულ თანამდებობის პირთან მიმართებით ჩამოყალიბდება ცალკე მუხლად, რაც კონკრეტულ პოზიციაზე თანამდებობის პირის არჩევისათვის დადგენილი წესების კონსოლიდირებულად განსაზღვრისა და სისტემური სახით ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებით ხარჯების გამოყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტს შესაძლებელია საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის ჰქონდეს რეგლამენტის თავმჯდომარის გავლენა სახელმწიფო პროექტით მოადგილეთა ბიუჯეტის გათვალისწინებულია რაოდენობის ზრდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება დამატებით არჩეულ იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე/მოადგილეები, ასევე მისი/მათი არჩევის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში დასაქმებული პირების რაოდენობასა და მათ ანაზღაურებაზე, რომლებიც დაექვემდებარებიან საშემოსავლო გადასახადის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის ზრდას და ნაცვლად ხუთისა, პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებელია ჰყავდეს 7 მოადგილე. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრულია 6 340 ლარით. გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება მოხდება თუ არა დამატებით პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის/მოადგილეების არჩევა, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების არჩევის შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იქნება ხარჯები სამდივნოსა და იქ დასაქმებული პირებისათვის, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამდივნოში დასაქმებული პირების რაოდენობასა და მათ ანაზღაურებაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს პარლამენტის იმ წევრისთვის, რომელიც არჩეულ იქნება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში დასაქმებული პირების მიმართ. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება; რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, ლევან მგალობლიშვილი, სალომე ჯინჯოლავა ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, ლევან მგალობლიშვილი, სალომე ჯინჯოლავა