საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოს, ვახტანგ მეგრელიშვილის და იაგო ხვიჩიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/299; 01.03.2023) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15872/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15872/23 06-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/299; 01.03.2023). აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 90 დღით. აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-15834/23 06-10-2023 იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, საქართველოს პარლამენტის წევრების ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოს, ვახტანგ მეგრელიშვილის და იაგო ხვიჩიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (N07-3/299; 01.03.2023) საქართველოს პარლამენტის ბიუროს N237/4 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სავალდებულო კომიტეტების (თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების) განხილვის ვადად განისაზღვრა 29.03.-10.10. წამყვან კომიტეტის (იურდიულ საკითხთა კომიტეტის) განხილვის ვადად კი 12.04.-25.10. გაცნობებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი აღნიშნულ ვადაში ვერ ახერხებს საკომიტეტო მოსმენის გამართვას. შესაბამისად, გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტზე განხილვის ვადის გაგრძელება 90 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უზრუნველყოთ