საქართველოს მოქალაქე დავით ჯიბილიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.10.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე დავით ჯიბილიანი
ნომერი
#1-13139/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412313118529 09.10.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადების წარდგენა: ბას ლაინში მოპედის/მოტოციკლის დაშვება შინაარსი: მოგესალმებით, გთხოვთ შეიტანოთ საკანონმდებლო ცვლილება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ისე რომ მოპედებს და მოტოციკლებს შეეძლოთ სიარული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში ("ბას ლაინში"). ძალიან პრიმიტიული და სამართლიანი წინადადებაა: 1) მე თუ უნდა ვიდგე იმავე საცობში, სადაც მანქანები დგანან, მაშინ რა აზრი აქვს მოპედით სიარულს? დავტოვებ მოპედს სახლში და დავუმატებ ქალაქს საცობისთვის მანქანას, გამონაბოლქვს და ა.შ. 2) რაიმე კვლევა თუ იყო ჩატარებული იმისთვის რომ დაადასტუროთ რომ მოპედი/მოტოციკლი შეუშლის სამარშრუტო ტრანსპორტის მოძრაობას ველოსიპედზე მეტად. ხომ არ უარყოფთ რომ ველოსიპედს შეუძლია ავტობუსის ზოლის გამოყენება. და რა სხვაობაა მოპედს და ველოსიპედს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის შეფერხების მხრივ? 3) უფრო უსაფრთხო იქნება მოპედი თუ ივლის ბას ლაინში და არა ეცდება დაფილტროს საცობები. განვითარებულ ქვეყნებში დაიშვებიან მოპედები/მოტოციკლები ბას ლაინში. 4) ბას ლაინში ამჟამად დადის არა მხოლოდ სამარშრუტო ტრანსპორტი, არამედ ტაქსი, პოლიციის მანქანები (მაშინაც კი, როდესაც გამოძახებაზე არ არიან), დიპლომატიური ნომრების მქონე ტრანსპორტი, შსს-ს ჩაბურული მინებით მანქანები, ველოსიპედები, ელექტრო ტრანსპორტი. ამასთანავე, დე ფაქტო დადიან მოპედებიც და მოტოციკლებიც. ესეთ რეალობაში ერთადერთი ლოგიკური სვლაა, კანონით დაუშვათ მოპედის/მოტოციკლის სიარული ბას ლაინში. 5) ბას ლაინის აზრი იმაშის რომ არ დააყოვნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოპედის/მოტოციკლის დაშვება ბას ლაინში არანაირად არ უშლის ამ მიზანს. როგორც ზემოდ ავღნიშნე, მე თუ არ მაქვს უფლება მოპედით ვიარო ბას ლაინში, მაშინ გადავჯდები მანქანაზე და შევუერთდები საცობს. ან სულ უნდა ვრისკო და მანქანებს შორის ვეცადო გავიარო, რაც ჩემთვის არ არის მისაღები ვარიანტი. ამიტომ ვიმეორებ თხოვნას: კანონის 41-ე მუხლის 3 და 4 პუნქტებში (და კანონის #1 დანართის 5 პუნქტში) დაამატეთ მოპედი და მოტოციკლის უფლება იარონ ბას ლაინში. ან დასაბუთებულად ამიხსენით, რატომ არ შეიძლება მივბაძოდ განვითარებულ ქვეყნებს ესეთ პრიმიტიულ საკითხში. დოკუმენტები: 1 ) ბას ლაინის ნიშანი ბრიტანეთში.png; პატივისცემით, დავით ჯიბილიან პ. #: მობილური: + ელფოსტა: