საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 60 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/168; 10.02.2022) საქართველოს კანონის პროექტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით უსუფაშვილის, ანა ნაცვლიშვილის და სალომე სამადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/208; 11.05.2022) საქართველოს კანონის პროექტები.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15958/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-15958/23 09-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-15855/23, 6.10.2023), უზრუნველვყოთ საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელება შემდეგ კანონპროექტებზე: - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/168; 10.02.2022); - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/208; 11.05.2022). აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დასახელებული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 60 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge