„რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო
საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ:
ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი:
რეზოლუციის მიზანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა მორიგად მკაცრად დაგმოს რუსეთის
მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია,
განგრძობითი მილიტარიზაცია და ანექსიისკენ მიმართულ აგრესიული ნაბიჯები, ისევე როგორც
მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებს შესაბამისი რეაგირებისკენ.
რუსეთის ფედერაციის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოკუპირებულ
აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნას, ზრდის
საფრთხეებს და გამოწვევებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობის და გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარებისთვის. აღნიშნული
გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა შავი ზღვის ფართე რეგიონისა და მთლიანად
ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და რუსეთის
მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი
გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომისა. იკვეთება აღნიშნული საგანგაშო
პროცესების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებისა და მისი ყურადღების
მიპყრობის საჭიროება. შესაბამისად, რეზოლუციის მიზანია გართულებული უსაფრთხოების
გარემოს ფონზე საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერება საქართველოს
სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
რეზოლუციით კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საქართველოს უმთავრეს ამოცანას და
პრიორიტეტს წარმოადგენს. რეზოლუციაში ასახულია საქართველოს პარლამენტის მზაობა,
იმუშავოს საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან
საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად ძალისხმევის კოორდინაციის
გაძლიერების მიზნით. რეზოლუცია კარგი შესაძლებლობაა დეოკუპაციისა და კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარებისადმი საქართველოს პარლამენტის ერთიანი ხედვისა და ამ საკითხთან
დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ერთსულოვნების წარმოსაჩენად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის პროექტის მიღების აუცილებლობა:
2 საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რეზოლუციის
მიღებით ერთსულოვნად დაუჭერს მხარს ქვეყნის დეოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიან
მოგვარებას და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს დროული და გადამწყვეტი
პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიის
პოლიტიკის საწინააღმდეგოდ.
ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები:
რეზოლუცია წარმოაჩენს საქართველოს პარლამენტის ერთიან პოზიციას რუსეთის მიერ
ოკუპირებულ
აფხაზეთში
მუდმივმოქმედი
სამხედრო
საზღვაო
ბაზის
გახსნის
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს
ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის და არაღიარების პოლიტიკის საერთაშორისო
საზოგადოების დღის წესრიგში სათანადო უზრუნველყოფას; აგრეთვე, იგი უფრო მეტ
ლეგიტიმაციას შესძენს საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული მიმართულებებით
მიმდინარე აქტივობებს.
ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი:
რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული
მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს
უპირველესი პრიორიტეტია.
რუსეთის ფედერაციის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოკუპირებულ
აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნას, ზრდის
საფრთხეებს და გამოწვევებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობის და გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარებისთვის. რეზოლუცია
შესაბამისად, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონის− ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მოუწოდებს
რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, გააუქმოს
მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი
მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და
გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და
ანექციის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური
და პროაქტიული თანამშრომლობა საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა და
საპარლამენტო ასამბლეებთან ამ მიმართულებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის მიმართ (რეზოლუციის
პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
2023 წლის აგვისტოში შესრულდა 15 წელი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის
დაწყებიდან. აქვე, რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრ ფლოტის
მუდმივი ბაზირების შესახებ საჭიროებს დაუყვნებლივ რეაგირებას საერთაშორისო
საზოგადოების მხრიდან. ამიტომ რეზოლუციის პროექტი ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
ამასთანავე, რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს რეზოლუციისათვის ან მისი ცალკეული
ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვას):
რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი რეზოლუციის
პროექტის ინიციატორების მიერ.
ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეზოლუციის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეზოლუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
რეზოლუციის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეზოლუციის პროექტი არ გამოიწვევეს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეზოლუციის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1)
ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის გავლენის შეფასება:
რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რეზოლუციის პროექტზე მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეზოლუციის პროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეზოლუციის
პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი: რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან საქართველოს
პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური,
მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.
ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი: რეზოლუციის პროექტის ინიციატორები არიან
საქართველოს პარლამენტის წევრები - თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი,
შალვა კერესელიძე.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის
მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების
შესახებ
საქართველოს პარლამენტი:
ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;
მხარს
უჭერს
რა
საერთაშორისო
სამართლის
პრინციპებსა
და
საერთაშორისო
საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
ეყრდნობა
რა
საქართველოს
კონსტიტუციას,
საერთაშორისო
ხელშეკრულებებს,
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს
კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ადასტურებს რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და
ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას და ამასთან
დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს რა საქართველოს მისწრაფებას, განახორციელოს
ინკლუზიური და ყოვლისმომცველი, სამშვიდობო პოლიტიკა, რათა წარმატებით მოხდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს
მცხოვრებთა შერიგების, ჩართულობის და მათ შორის, ნდობის აღდგენის კუთხით
პროგრესის მიღწევა;
ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული
მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს
კანონიერი უფლება, სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია.
ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 21 ივლისის N 07-3/99 რეზოლუციას
“დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების
შესახებ” და ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიმართ ხსენებულ რეზოლუციაში
დაფიქსირებული მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას.
ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ
მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის
პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება,
ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.
მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს
ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც
წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართე რეგიონისა და მთლიანად
ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.
აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ
წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ
განხორციელებული სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის გაგრძელებაა. შესაბამისად,
მოუწოდებს ცივილიზებულ სამყაროს, შეაკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დადგეს
საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის სადარაჯოზე.
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების −
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და
საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“;
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად
და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები
საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების
− აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − დეოკუპაცია;
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო
საზღვაო ბაზის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გაზრდილი
რისკების შესამცირებლად და რუსეთის აგრესიული ქმედების საპასუხოდ, როგორც
ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკურ არენაზე.
მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს
და მეგობარ სახელმწიფოებს დაიკავონ მტკიცე, ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ
განხორციელებული
ოკუპაციის,
მილიტარიზაციის
და
ანექსიის
პოლიტიკის
საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიული, უსაფრთხო და
მშვიდობიანი განვითარებისთვის და ასევე ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური
უსაფრთხოების გაძლიერებას.
მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეყრდნოს და ეფექტიანად გამოიყენოს
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის
შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში−რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების
დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო
სამართლებრივი ინსტრუმენტი.
ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა
საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოახდინოს
ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და
საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად.