საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „არასამართლიანი კანონების შესახებ“ (№1-10216/23; 17.07.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-16013/23
09-10-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
მოქალაქის
წარმოდგენილ
ზურაბ
ვანიშვილის
საკანონმდებლო
მიერ
წინადადებაზე
„არასამართლიანი კანონების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით“ (№1-10216/23; 17.07.2023)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„არასამართლიანი
კანონების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით“.
აღნიშნული
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია
ახალი
საკანონმდებლო აქტის - „არასამართლიანი კანონების შესახებ" საქართველოს კანონის
მიღება, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს მიანიჭებს უფლებამოსილებას
არასამართლიანად გამოაცხადოს ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი ან მისი ნაწილი, რაც
ჩაითვლება მისივე საკანონმდებლო წინადადებად და იგი განხილული უნდა იქნეს
დადგენილი წესით.
განხილვის პროცესში კომიტეტის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს სახალხო
დამცველს,
ისევე
როგორც
განსახილველად
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების ავტორს და საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე ნებისმიერ
სუბიექტს,
გააჩნია
უფლებამოსილება
საქართველოს
პარლამენტს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წარუდგინოს
საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის
მე-2 პუნქტის საფუძველზე.
აღნიშნული უფლებამოსილებით არაერთხელ ისარგებლა საქართველოს სახალხო
დამცველმა.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს ცალკეული დამატებითი რეგულაციით და
მით უფრო ახალი საკანონმდებლო აქტით საქართველოს სახალხო დამცველის იმ
უფლებით აღჭურვის აუცილებლობა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ისედაც
გააჩნია და რომლის რეალიზებასაც ის შეუზღუდავად ახორციელებს. წარმოდგენილი არ
არის არც საჭიროების დასაბუთება და არც იმის ახსნა, თუ რამდენად თავსებადი იქნება იმ
კომპეტენციით სახალხო დამცველის აღჭურვა, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივას.
შესაბამისად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქის ზურაბ
ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასამართლიანი
კანონების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“, რამდენადაც
კომიტეტის წევრთაგან არც ერთის მხრიდან ის არ ყოფილა მხარდაჭერილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე