საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-13251/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412313246026 11.10.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: ადვოკატთა და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმეებზე ორი სასამართლო ინსტანციის სასამართლოების მიერ დავების განხილვა შინაარსი: გთავაზობთ, რომ "საერთო სასამართლოების" შესახებ და "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონებში შევიდეს ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ადვოკატთა და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმეებზე, საერთო სასამართლოების დონეზე, ორი სასამართლო ინსტანციის სასამართლოების მიერ იქნება შესაძლებელი დავების წარმოება. ამის მიზეზები შემდეგია: მხოლოდ საკასაციო სასამართლოს სადისციპლინო პალატის ჩართულობა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა და ადვოკატთა ინტერესების სრულფასოვან დაცვას თავდაპირველ სტადიაზე: (1) ადგილი აქვს პროცესუალური უფლებების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევებს, საჩივრების განმხილველი ორგანოები თვითდინებაზეა მიშვებული და სახელმწიფო არ ახდენს მათ კონტროლს, ხშირია პიროვნებების დევნა, დაბულინგება, დაშინება, შანტაჟი და მუქარა, არაკომპეტენტურობა, რაც საჩივრების განმხილველ ორგანოებს საკმაოდ არასაიმედო ასპექტში წარმოაჩენს, მათი საქმიანობა ხშირად "შეკვეთილი" საქმეების შთაბეჭდილებას ტოვებს. ხდება პიროვნებების "ამოჩემება", შევიწროება, თვითმკვლელობამდე მიყვანა, დაშინება, უკანონო ზეწოლა. შესაბამისად, სამართლებრივ სივრცეში სრულად აცდენილი საჩივრის განხილვის ორგანოები სრულ ქაოსში და უკანონობის ჭაობში არიან ჩაფლული, ხდება მათი "შეკვეთილი" საქმეებისთვის გამოყენება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, მოსამართლეებს და ადვოკატებს მოგვცეთ იმის უფლება, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით: დავების განხილვა მინიმუმ ორი სასამართლო ინსტანციის მიერ. ამჟამად, საჩივრების განმხილველი ორგანოები (რომლებიც ვითომ სასამართლოების 1-2 ინსტანციის მაგივრობას ასრულებენ), არც ერთი ნიშნით არ ჰგვანან სასამართლო ორგანოს. მათი საქმიანობა, თავის მხრივ, პროკურატურისთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე სამართლის განვითარებისთვის. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: