საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად №15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-16207/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად №15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 125

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 10/10/23, 5:45 PM საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 11 ოქტომბერი 2023 13:00 2023 წლის 11 ოქტომბერი, 13.00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/350; 04.09.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (16961/23; 16.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. ა(ა)იპ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ბათუმის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-7399/23; 24.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (111182/23;14.08.2023) განხილვა; https://parliament.ge/print/announcement/2450?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 10/10/23, 5:45 PM მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 5. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძის, ნიკოლოზ კიკნაველიძის, ნიკოლოზ თურმანიძის, რამაზ ბექაურის, ნიკოლოზ ხომასურიძის, თემურ ლომიძის, მარიამ აბაშიძის, დავით ნოზაძის, გივი შანიძის შემადგენლობით) (1-12929/23; 03.10.2023) რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/2450?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 11 ოქტომბერი 13.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N125 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა, ლევან მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე ქეთევან ჩარკვიანი, ლევან ბეჟაშვილის უფლებამონაცვლე ანი წითლიძე და გურამ მაჭარაშვილის უფლებამონაცვლე ეკა სეფაშვილი. სხდომაზე მოწვეულები: ზვიად ტომარაძე და თემურ ლომიძე - საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. სალომე საღარაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/350; 04.09.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N16961/23; 16.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. ა(ა)იპ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ბათუმის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-7399/23; 24.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N111182/23;14.08.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 5. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძის, ნიკოლოზ კიკნაველიძის, ნიკოლოზ თურმანიძის, რამაზ ბექაურის, ნიკოლოზ ხომასურიძის, თემურ ლომიძის, მარიამ აბაშიძის, დავით ნოზაძის, გივი შანიძის შემადგენლობით) (№1-12929/23; 03.10.2023) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი 1 მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: „საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად N15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა“; კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი : 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/350; 04.09.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N16961/23; 16.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. ა(ა)იპ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ბათუმის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-7399/23; 24.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N111182/23;14.08.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 5. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძის, ნიკოლოზ კიკნაველიძის, ნიკოლოზ თურმანიძის, რამაზ ბექაურის, ნიკოლოზ ხომასურიძის, თემურ ლომიძის, მარიამ აბაშიძის, დავით ნოზაძის, გივი შანიძის შემადგენლობით) (№1-12929/23; 03.10.2023) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 6. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად N15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/350; 04.09.2023) განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/350; 04.09.2023). როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შემდეგ, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 14 წევრის ნაცვლად განისაზღვრება 20 წევრით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის 2 - - წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. თუმცა, დადგენილების პროექტის ინიციირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ განხორციელდა კიდევ ერთი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია. , იმისათვის, რომ დაცული იყოს ეთიკის საბჭოში აღნიშნული სუბიექტების პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი, აუცილებელია ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ნაცვლად დადგენილების პროექტით გათვალისწინებული 20 წევრისა განისაზღვრება 22 წევრით. კენჭისყრა: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/350; 04.09.2023)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/350; 04.09.2023) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას; პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N16961/23; 16.05.2023) განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით, კერძოდ, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების, კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებასთან, აგრეთვე, პარლამენტის წევრის კითხვის, ინტერპელაციის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებისა და თემატური მოკვლევის მექანიზმებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების ცვლილებას და ახალი მექანიზმის - სამთავრობო საათის გათვალისწინებას. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სისტემატურად ახორციელებს კვლევებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების, მათთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების დახვეწის, საჭიროების შემთხვევაში ახალი რეგულაციების შემოღების მიმართულებით, ბოლოს, 2022 წლის 7 ივლისის კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომიტეტმა განახორციელა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლი და მოამზადა შესაბამისი ანგარიში. კომიტეტის გადაწყვეტილებით 2022 წლის 2 აგვისტოს შეიქმნა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე, დაინტერესებული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ფართო 3 ჩართულობით. სამუშაო ჯგუფის შექმნა ემსახურებოდა აგრეთვე ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის (საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება) შესრულების მიზანს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე დეტალურად განიხილებოდა, როგორც ნააკის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, აგრეთვე საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის მიერ სამუშაო შეხვედრებზე აქტიური დისკუსიების, მათ შორის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, აზრთა შეჯერებისა და კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოამზადა და განახორციელა შესაბამისი ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის შედეგად გაუმჯობესდა და დაიხვეწა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების მარეგულირებელი ნორმები. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შემოღებულ იქნა სისტემატური მონიტორინგის მექანიზმები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, არის „ახლად შემოთავაზებული ძველი წინადადებები”, რომელთა შესახებ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არაერთი დისკუსია გაიმართა, შეჯერდა მოსაზრებები და საბოლოოდ შემუშავებული რეკომენდაციები აისახა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებაში. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების განხორციელებას, რომლის მიხედვით თანამდებობის პირი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის უახლოეს სხდომას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოწვევის ინიციატორი სხვა თარიღს განსაზღვრავს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კომიტეტის უახლოესი სხდომა შესაძლოა იმართებოდეს დაბარების მოთხოვნის მომდევნო ან თუნდაც იმავე დღეს, ბუნებრივია, ვერ იქნება უზრუნველყოფილი საკითხის სრულყოფილად მომზადების შესაძლებლობა. არსებული რეგულაციით კომიტეტის სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას მოწვევის შესახებ მოთხოვნის გაგზავნიდან ერთი კვირის შემდეგ პირველსავე კომიტეტის სხდომაზე, რაც ეფექტიანს ხდის აღნიშნულ მექანიზმს. მოწვევიდან ერთკვირიანი ვადის განსაზღვრა, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, არის გონივრული ვადა, რომელიც კითხვის ადრესატს სჭირდება იმისათვის, რომ სრულყოფილად მოამზადოს საკითხი. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლში ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვით, შესაბამისი თანამდებობის პირები მოთხოვნის შემთხვევაში კომიტეტს წარუდგენენ სათანადო დოკუმენტებს კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა. ირაკლი ქადაგიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ განსხვავებით პარლამენტის წევრის შეკითხვისაგან, ამ შემთხვევაში კომიტეტის დისკრეციაა თვითონ განსაზღვროს თუ რა ვადაში უნდა მოხდეს მისთვის ინფორმაციის წარდგენა, დოკუმენტაციის მოცულობის, საჭირო მასალების მოძიების, შეგროვების და დამუშავების დროის გათვალისწინებით, რაც გაცილებით უფრო მოქნილი მექანიზმია მოთხოვნილი ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებისათვის, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ეს ვადა 15 დღეზე მეტიც იყოს, რასაც თვითონ კომიტეტი განსაზღვრავს, ამიტომ კონკრეტული ვადის დაწესება ბუნებრივია, არაეფექტიანი იქნება. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილებები ეხება ასევე, ინტერპელაციის პროცედურას. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების თანახმად გაიზარდა ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა და ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნა ყოველთვიურად. შემოთავაზებული ცვლილება გულისხმობს განსხვავებული თემატიკის შეკითხვის დასმის შემთხვევაში თითოეულის დამოუკიდებელ შეკითხვად განსაზღვრას, ასევე, 2-ზე მეტი შეკითხვის ჩაბარების შემთხვევაში საკითხის განხილვის მოქმედისგან განსხვავებული წესის 4 დადგენას, ხოლო ინტერპელაციის დასრულების შემდეგ უნდობლობის საკითხის აღძვრის შესაძლებლობას. ცვლილების მიხედვით, მოქმედი პროცედურის ნაცვლად, რომლის მიხედვით თუ ინტერპელაციის წესით ჩაბარებულია 2-ზე მეტი შეკითხვა, პარლამენტის ბიურო ისე განსაზღვრავს ინტერპელაციის პროცედურას, რომ ყველა შეკითხვაზე ყველა პროცედურის გავლისთვის გამოყოფილი დრო შეესაბამებოდეს ორივე შეკითხვისთვის განსაზღვრულ ჯამურ დროს, პარლამენტის ბიუროს მიენიჭება უფლებამოსილება საკითხი შეიტანოს მომდევნო მორიგი პლენარული სხდომების დღის წესრიგში. როგორც საპარლამენტო საქმიანობის პრაქტიკა გვიჩვენებს, თითოეული ინტერპელაცია გრძელდება მინიმუმ 5 საათი და თუ გავითვალისწინებთ ინტერპელაციის გაზრდილ რაოდენობას, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულმა რეგულაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა საკითხების განსაზღვრულ დროსა და ვადებში განხილვის შეფერხება და მთელი სასესიო კვირის განმავლობაში იყოს მხოლოდ ინტერპელაციები. მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტს სჭირდება მნიშვნელოვანი დრო საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვისათვის, აგრეთვე კონკრეტული ვადებში გაწერილი სხვადასხვა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული პროცედურის გამართვისთვის. რაც შეეხება ინტერპელაციის დასრულების შემდეგ უნდობლობის საკითხის აღძვრის შესაძლებლობას, უნდა აღინიშნოს, რომ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად რაიმე კონკრეტული წინაპირობა არ არსებობს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 161-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას ნებისმიერ დროს. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია აგრეთვე, საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმის - სამთავრობო საათის გათვალისწინება, რომელიც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებას არაუმეტეს ორი შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობის წევრს ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც ზეპირი პასუხი უნდა გაეცეს პლენარულ სხდომაზე. ირაკლი ქადაგიშვილმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სამთავრობო საათის შემოღებასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიური დისკუსიები იმართებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე და საბოლოო ჯამში სამთავრობო საათის, როგორც ახალი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის შემოტანის საჭიროებაზე შეთანხმება არ მოხდა, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია არაერთი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რა დროსაც შესაძლებელია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება და დასმულ კითხვებზე პასუხების მოსმენა. აღნიშნული მექანიზმები მოიცავს ინტერპელაციას, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადებას, ასევე მინისტრის საათის გამართვის შესაძლებლობას. მთავრობის წევრის პარლამენტში გამოცხადება და მისთვის შეკითხვების დასმა აგრეთვე შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე მისი სავალდებულო დასწრების ფორმატში. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება თემატური მოკვლევის მარეგულირებელი ნორმების ცვლილებას და ითვალისწინებს თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრთა რაოდენობის მაქსიმალური ზღვარის დაწესებას, ასევე ჯგუფის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრას არაუმეტეს 1 წლით, ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე. თემატური მოკვლევა თავისი არსით გულისხმობს თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნას აქტუალური საკითხის შესწავლის მიზნით. ჯგუფის საქმიანობა უნდა იყოს მოქნილი და საკითხის შესწავლა მოხდეს გარკვეულ ვადაში, რათა არ დაკარგოს კონკრეტულმა საკითხმა აქტუალობა, რისთვისაც მოქმედი რეგულაციით ჯგუფის საქმიანობის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 5 თვე. მნიშვნელოვანია, თემატური მოკვლევის განხორციელებისას კომიტეტს ან პარლამენტის მუდმივმოქმედ საბჭოს ჰქონდეს შესაძლებლობა თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნისას თავად განსაზღვროს ჯგუფის წევრთა რაოდენობა, ასევე, საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, ჯგუფმა მოკვლევა დაასრულოს ადეკვატურ დროში, რასაც უზრუნველყოფს არსებული რეგულაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებების მიღება არ შეუწყობს ხელს თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. მომხსენებლის მიერ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების და კომიტეტის პოზიციის წარდგენის შემდეგ სალომე საღარაძემ (საქართველოს ახალგაზრდა 5 იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი) კომიტეტის სხდომაზე ხელახლა დეტალურად წარმოადგინა საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ყველა ცვლილება და არგუმენტი მათი განხორციელების მიზანშეწონილობის კუთხით. აზრი გამოთქვეს და დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გენრიეტა წიწავა. ირაკლი ქადაგიშვილმა დისკუსიის შემდგომ, შეაჯამა გამოთქმული მოსაზრებები და აღნიშნა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მოსაზრებებისა და არგუმენტების გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უარყოფილად იქნეს ცნობილი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. განხილვის დეტალური აუდიოჩანაწერი თან ერთვის კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N16961/23; 16.05.2023)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 6 წევრი გადაწყვიტეს: - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-6961/23; 16.05.2023); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით ა(ა)იპ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ბათუმის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-7399/23; 24.05.2023) განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას, რომლის მიხედვით, საქართველოს ყოფილ პარლამენტის წევრებზე არ გავრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ოდენობა შეადგენს 560 ლარს. საკანონმდებლო წინადადება ასევე, ითვალისწინებს ყოფილ პარლამენტის წევრებზე არ გავრცელდეს ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ დღეისათვის არსებობს უნიფიცირებული მიდგომა, კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, დადგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი, 560 ლარის ოდენობით, რაც თანაბრად ვრცელდება და საერთოა ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების ყველა შემთხვევაზე, გარდა ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელიც არსობრივად სრულიად 6 განსხვავებულია და ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნას. რაც შეეხება საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად წარმოშობის შემთხვევაში, პირის უფლებას, მისივე არჩევით, მიიღოს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებელი, არ გავრცელებას პარლამენტის წევრებზე, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული გამონაკლისების გარდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე ერთიანი მიდგომაა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, საკითხისადმი ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფისა და ერთგვაროვანი რეგულირების შენარჩუნების მიზნით, არსებული რეგულირებიდან ცალკეული გამონაკლისების დაწესება მიზანშეწონილი არ არის. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გასათვალისწინებელია აგრეთვე საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უარყოფილად იქნეს ცნობილი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს ა(ა)იპ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ბათუმის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-7399/23; 24.05.2023)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 6 წევრი გადაწყვიტეს: - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (1-1800/23; 02.02.2023); - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N111182/23;14.08.2023) განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლში ცვლილების განხორციელებას, კერძოდ, წინადადებით გათვალისწინებულია, რომ საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს, დაემატოს პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული დღევანდელი რეგულაციის შესაბამისად საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული 7 პირებისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, სხვა იურიდიულ პირებს. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლების გარდა, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ჩართულობის სხვადასხვა ფორმებს, პროცედურებსა და რეგულაციებს დაინტერესებულ პირთა საპარლამენტო საქმიანობაში, მათ შორის კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობის რეალიზების მიზნით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული არაერთი მექანიზმი აძლევს შესაძლებლობას დაინტერესებულ პირებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში და წარადგინონ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უარყოფილად იქნეს ცნობილი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებaს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N111182/23;14.08.2023)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 6 წევრი გადაწყვიტეს: - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-11182/23;14.08.2023)? - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძის, ნიკოლოზ კიკნაველიძის, ნიკოლოზ თურმანიძის, რამაზ ბექაურის, ნიკოლოზ ხომასურიძის, თემურ ლომიძის, მარიამ აბაშიძის, დავით ნოზაძის, გივი შანიძის შემადგენლობით) (№1-12929/23; 03.10.2023) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების (N288/2) შესაბამისად განიხილავს არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძის, ნიკოლოზ კიკნაველიძის, ნიკოლოზ თურმანიძის, რამაზ ბექაურის, ნიკოლოზ ხომასურიძის, თემურ ლომიძის, მარიამ აბაშიძის, დავით ნოზაძის, გივი შანიძის შემადგენლობით) (№1-12929/23; 03.10.2023) რეგისტრაციის საკითხს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. 8 - შესაბამისად, მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება, აგრეთვე სარეგისტრაციო მოწმობისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემა. კენჭისყრა: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძის, ნიკოლოზ კიკნაველიძის, ნიკოლოზ თურმანიძის, რამაზ ბექაურის, ნიკოლოზ ხომასურიძის, თემურ ლომიძის, მარიამ აბაშიძის, დავით ნოზაძის, გივი შანიძის შემადგენლობით) (№1-12929/23; 03.10.2023) რეგისტრაციის საკითხს არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საინიციატივო ჯგუფის (№1-12929/23; 03.10.2023) რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს; საინიციატივო ჯგუფს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად გადაეცეს სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად N15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს - 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად N15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდეგ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ცნობილ იქნეს გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად N15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად N15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 9