საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-11182/23; 14.08.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-16204/23
11-10-2023
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საკანონმდებლო წინადადებაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2023 წლის 11 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე
ნიკოლოზ
ნიკოლაძის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N111182/23;14.08.2023).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლში ცვლილების განხორციელებას, კერძოდ,
წინადადებით გათვალისწინებულია, რომ საკანონმდებლო წინადადების წარდგენის
უფლების მქონე სუბიექტებს, დაემატოს პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
105-ე
მუხლის
თანახმად
საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე
სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი წესით გაფორმებული დასაბუთებული მიმართვა ახალი
კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ
საქართველოს
მოქალაქეებს,
სახელმწიფო
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ხელისუფლების
სახელმწიფო
ორგანოებს
დაწესებულებებისა
კონტროლისადმი
(გარდა
და
საქართველოს
აღმასრულებელი
დაქვემდებარებული
საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებს, კანონით
დადგენილი
წესით
საქართველოში
რეგისტრირებულ
პოლიტიკურ
და
საზოგადოებრივ გაერთიანებებს, სხვა იურიდიულ პირებს. უნდა აღინიშნოს, რომ
გარდა
საკანონმდებლო
პარლამენტის
წინადადების
რეგლამენტით
წარდგენის
უზრუნველყოფილია
უფლებისა,
საქართველოს
დაინტერესებული
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პირების
ჩართულობა
საპარლამენტო,
მათ
შორის
კანონშემოქმედებით
საქმიანობაში
სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით. პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს
ჩართულობის
სხვადასხვა
ფორმებს,
პროცედურებსა
და
რეგულაციებს
დაინტერესებულ პირთა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის რეალიზების
მიზნით.
მათ
შორის,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
თანახმად,
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ
მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით
ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის
სახით, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმები, მოიცავს ასევე,
საზოგადოების
დაინტერესებული
წარმომადგენლების
კომიტეტის
სხდომაზე
დასწრების უფლებას, პარლამენტის წევრების, კომიტეტის და პარლამენტის სხვა
სუბიექტებისადმი წერილების და განცხადებების წარდგენას, პეტიციის წარდგენის
უფლებას და სხვა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული არაერთი მექანიზმი აძლევს შესაძლებლობას დაინტერესებულ
პირებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში და წარადგინონ
მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულის
გათვალისწინებით საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების
განხორციელების საჭიროება არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი