საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ბათუმის ცენტრის (ბათუმის ცენტრის თანათავმჯდომარე ნოშრევან მამულაძე) მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-7399/23; 24.05.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-16205/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-16205/23 11-10-2023 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, 2023 წლის 11 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე, განიხილა ა(ა)იპ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ბათუმის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N1-7399/23; 24.05.2023). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას, რომლის მიხედვით, საქართველოს ყოფილ პარლამენტის წევრებზე არ გავრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ოდენობა შეადგენს 560 ლარს. საკანონმდებლო წინადადება ასევე, ითვალისწინებს ყოფილ პარლამენტის წევრებზე არ გავრცელდეს ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოფილ საქართველოს პარლამენტის წევრს ენიშნება პენსია ან ეძლევა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის წევრს კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად. პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ოდენობა ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეადგენს მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს. ამასთანავე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, დადგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი, 560 ლარის ოდენობით, რაც თანაბრად ვრცელდება და საერთოა ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების ყველა შემთხვევაზე, გარდა ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ-ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელიც არსობრივად სრულიად სამსახურებრივი განსხვავებულია და ითვალისწინებს მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის დანიშვნას. რაც შეეხება კომპენსაციის/სახელმწიფო საკანონმდებლო აკადემიური წინადადებით სტიპენდიის გათვალისწინებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის, კერძოდ, ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად წარმოშობის შემთხვევაში, პირის უფლებას, მისივე არჩევით, მიიღოს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებელი, არ გავრცელებას პარლამენტის წევრებზე, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული გამონაკლისების გარდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე ერთიანი მიდგომაა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი აწესებს ერთიან პირობას ყველა იმ სუბიექტისთვის, ვისზეც ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება. ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება თუ პირს დაენიშნება სახელმწიფო პენსია, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. შესაბამისად, საკითხისადმი ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფისა და ერთგვაროვანი რეგულირების შენარჩუნების მიზნით არსებული რეგულირებიდან ცალკეული გამონაკლისების დაწესება მიზანშეწონილი არ არის. ასევე, გასათვალისწინებელია საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ცვლილების გავლენა ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი