„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 14. საჩივრები
1. მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების
ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ
და დასაბუთებულ რეაგირებას.
2. მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი მოიცავს თვითრეგულირების ორგანოს და
თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს.
3. მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ქცევის კოდექსით
დადგენილი წესით საჩივრდება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში,
რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება. სააპელაციო ორგანოს წევრები არ
შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები, არ უნდა ჰქონდეთ
მონაწილეობა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში. სააპელაციო ორგანო
დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური
პირებით.
4. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა (გარდა ამ კანონის 52-ე,
54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე ავტორიზაციისა და
სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს,
მიმართოს კომისიას.
5. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული
ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
6. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ კანონის 552 მუხლის დარღვევასთან
დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში.
7. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და
დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
8. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით,
ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა,
როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების
განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა
ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული
წარმოების წესით.
9. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს
გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ
ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ.
10. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს
მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.
11. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გამოძახებით აუდიოვიზუალური
მედიამომსახურების მიმწოდებელზე.
12. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ
საკითხებზე სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სარჩელი დაუშვებელია, თუ
მოსარჩელემ დადგენილი წესით არ გამოიყენა იმავე საკითხზე კომისიისთვის მიმართვის
შესაძლებლობა.“
2. 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე
ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების
დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით
განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-4
პუნქტითა და ამ კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის
კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების
ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით
განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების
სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.“.
3. 591 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ კანონის 552 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის
შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეაგირება განახორციელოს ამ კანონის IX თავით
დადგენილი წესით“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი ითვალისწინებს მედია
მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და
ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. ამავე კანონის 591 მუხლის პირველი და
მე-2 პუნქტების შესაბამისად, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით
რეაგირება, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის
არსებული თვითრეგულირების (თვითრეგულირების ორგანო და თვითრეგულირების
სააპელაციო ორგანო) მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებების
სასამართლოში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში:
„კომისია“) ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.
აღნიშნულ
სამართალდარღვევებზე
ეფექტური
რეაგირების
მექანიზმის
არსებობა
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტიან პროგრამაში
(2021-2027) საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის წინაპირობაა. ევროკომისიის
საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატის (DG
CONNECT) წერილის (30.06.2023) შესაბამისად, ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი
ევროპის“
ინტერსექტორულ და მედიის მიმართულებებში საქართველოს მონაწილეობის
გასაგრძელებლად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა.
ანალოგიური ვალდებულება გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12
პრიორიტეტიდანაც, რომელთა შესრულებაზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწას
ევროკომისიის
რეკომენდაციის
შესაბამისად
და
ტერორიზმისკენ
მოწოდებისა
და
სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღსაკვეთად, ეფექტური
მექანიზმის შექმნას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების
საჭიროებით.
შესაბამისად,
ტერორიზმისაკენ
მოწოდებისა
და
სიძულვილის
ენის
გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმის შექმნას საკანონმდებლო დონეზე, რათა
არსებობდეს გამართული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო
სტანდარტით
დაიცავს როგორც აუდიტორიის, ისე მედიამომსახურების მიმწოდებელი
პირების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის მიღების შედეგად შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც
შეიქმნება ტერორიზმისაკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების აღსაკვეთად
ეფექტური მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი ითვალისწინებს სიძულვილის
ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. ამავე კანონის 591 მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აღნიშნული მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით
რეაგირება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტური
მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან
სხვა ადმინისტრაციული ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც,
შესაძლებელი გახდება ამავე კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ
მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან
დაკავშირებით
მაუწყებლის
თვითრეგულირების
ორგანოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება. ასევე, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და
სიძულვილის ენის გავრცელებისას ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევებში,
კომისია უფლებამოსილი იქნება რეაგირება მოახდინოს კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილების
ფარგლებში
და
დააკისროს
დამრღვევს
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის აქტუალობიდან და ამ განმარტებითი
ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია
კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორი
ითხოვს
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვას,
რადგანაც
დაჩქარებული განხილვის წესის არგამოყენების შემთხვევაში დაყოვნდება „მაუწყებლობის
შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა და სიძულვილის ენის გავრცელებისა და
ტერორიზმისკენ მოწოდებაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, რამაც,
შესაძლოა, ერთი მხრივ, საფრთხე შეუქმნას საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის
„შემოქმედებით ევროპის“ პროგრამაში. და, მეორე მხრივ, შეაფერხოს ევროკომისიის მიერ
განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულება. აღნიშნულმა, თავის მხრივ, შესაძლოა
უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების
გადაწყვეტილებაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი აწესებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის
დარღვევის
შემთხვევაში,
გადაწყვეტილებების
თვითრეგულირების
მარეგულირებელ
მექანიზმის
ორგანოში
ფარგლებში
გასაჩივრების
მიღებული
შესაძლებლობას,
შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც დაარღვევენ
552 მუხლის
მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით
ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის
შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური
დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება. აღნიშნული ჯარიმის თანხა ირიცხება
სახელმწიფო
ბიუჯეტში,
შესაბამისად,
კანონპროექტს
შესაძლოა
ჰქონდეს
გავლენა
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი აწესებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის
დარღვევის
შემთხვევაში,
გადაწყვეტილებების
თვითრეგულირების
მარეგულირებელ
მექანიზმის
ორგანოში
ფარგლებში
გასაჩივრების
მიღებული
შესაძლებლობას,
შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლებს რომლებიც დაარღვევენ
552 მუხლის
მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით
ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის
შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური
დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება. ამდენად, იმ მაუწყებლებზე, რომლებიც
ერთი წლის განმავლობაში ორჯერ და მეტჯერ დაარღვევენ სიძულვილის ენისა და
ტერორიზმისკენ მოწოდების რეგულირების მუხლებს, კანონპროექტს ექნება უარყოფითი
ფინანსური გავლენა. თავის, მხრივ აღნიშნული ჯარიმის თანხა ირიცხება სახელმწიფო
ბიუჯეტში, შესაბამისად, კანონპროექტს შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტზე ჰქონდეს
დადებითი ფინანსური გავლენა.
აგრეთვე, დაინტერესებულ პირებს მოეხსნებათ ბარიერი და მონაწილეობას მიირე3ბენ
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტიან პროგრამაში
(2021-2027).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1 ) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება.
კანონპროექტი უარყოფით გავლენას არ მოახდენს ბავშვების/არასრულწლოვნების უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. უფრო მეტიც, კანონპროექტის მიღება ხელს
შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც
დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე,
ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე,
ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი.