საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 4-5 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-16320/23
12-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
188-ე
მუხლის
საფუძველზე,
წარმოგიდგენთ ანგარიშს 2023 წლის 4-5 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში ჩემი სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი: 2 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილის ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში
სამუშაო ვიზიტის ანგარიში
4-5 ოქტომბერი 2023 წელი
ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა ბელგიის სამეფოს
წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ელიან ტილიესთან (Éliane Tillieux),
სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გაეტან ვან გოიდსენჰოვენთან
(Van
Goidsenhoven
Gaëtan) და
საქართველოსთან
მეგობრობის
ჯგუფის
თავმჯდომარე მარკ დემესმეკერთან (Mark Demesmaeker).
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების
მნიშვნელოვანი
საკითხები,
ევროკავშირის
გაფართოების
პოლიტიკის
პერსპექტივები და გამოწვევები.
მაკა ბოჭორიშვილმა დეტალურად გაუზიარა ბელგიის მხარეს საქართველოს მიერ
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული
პროგრესი. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რაც ევროპული
მხარის მიერ გამოიკვეთა პრიორიტეტულად ევროკომისიის შუალედურ
ანგარიშში. ხაზი გაესვა საქართველოსათვის დროულად კანდიდატის სტატუსის
მინიჭების მნიშვნელობას და მოლოდინებს არსებული გეოპოლიტიკური
კონტექსტის გათვალისწინებთ.
ბელგიის მხარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის
კონტექსტში, ახალი კანდიდატი ქვეყნების ინტეგრირებასთან ერთად, საჭიროა
თავად
ევროკავშირის
მზაობა
ახალ
წევრებთან
ერთად
ეფექტიანი
ფუნქციონირებისთვის,
რაც
მთელ
რიგ
შიდა
რეფორმებთან
იქნება
დაკავშირებული.
ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ რთულ და არაპროგნოზირებად
გარემოებას, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გატარების
საფრთხეებს
და
სტაბილურობის
შენარჩუნების
პრიორიტეტს,
რასაც
გარკვეულწილად, ერთიანი ევროპული გეოპოლიტიკის მნიშვნელობა თან ახლავს.
შეხვედრებისას აღინიშნა, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციას, მიესალმება საქართველოს წინსვლას რეფორმების გატარების
კუთხით და მზად არის ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს
ქვეყანას.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან ბელგია ევროკავშირის საბჭოს
თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, შესაბამისად, შეხვედრების ფარგლებში
განიხილეს ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში საპარლამენტო
თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
1
ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა
მიიღო კულტურის საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალია-საქართველო"
გახსნით ღონისძიებაში, რომელიც ქართული მხრიდან საქართველოს ვიცეპრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა
წულუკიანმა გახსნა.
ღონისძიებაში
ბელგიის მეფე
მისი
აღმატებულება
ფილიპი, დედოფალი მატილდა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა
მინისტრი აჯა ლაბიბი მონაწილეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში მომდევნო
ოთხი თვის განმავლობაში, ბელგიის სამეფო არაერთ კულტურულ ღონისძიებას
უმასპინძლებს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით.
2