საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ღონისძიებასა და შეხვედრებში მონაწილეობის შესახებ ანგარიში (2023 წლის 24-27 სექტემბერი, ჰელსინკი, ფინეთი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკი ქადაგიშვილი
ნომერი
#2-16359/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-16359/23 13-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, გიგზავნით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიშს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ღონისძიებასა და შეხვედრებში მონაწილეობის შესახებ (2023 წლის 24-27 სექტემბერი, ჰელსინკი, ფინეთი). დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (Interparliamentary Assembly on Orthodoxy/I.A.O.) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა და ფინეთის პარლამენტში (ედუსკუნტა) გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა დელეგაციის წევრი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი; მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი, ლიკა ფერაძე მივლინების ადგილი: ქ. ჰელსინკი, ფინეთი მივლინების თარიღი: 2023 წლის 24-27 სექტემბერი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) დელეგაცია ეწვია ჰელსინკს მის მიერ განხორციელებული პროექტის წარდგენისა და ფინეთის პარლამენტში ოფიციალური შეხვედრების გამართვის მიზნით. I.A.O.-ს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ I.A.O.-ს გენერალური მდივანი, დელეგაციის ხელმძღვანელი დოქტორი მაქსიმოს ჩარაკოპულოსი, გენერალური მდივნის მოადგილე, იოანის სარაკიოტისი, ხაზინადარი ათანასიოს დავაკისი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი, დეპუტატები ჩრდილოეთ მაკედონიიდან მილე ტალევსკი და ანე ლაშკოსკა, ხოლო მონტენეგროდან დრაგან ბოიოვიჩი და I.A.O.-ს მრჩეველი, დოქტორი კოსტას მიგდალისი. 25 სექტემბერს, ჰელსინკის კულტურის ცენტრში „სოფია“ გაიმართა I.A.O.-ს მიერ გამოცემული ალბომის „აია სოფიას ტაძრები მსოფლიოში“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა, რომელიც აღნიშნული ალბომისთვის საერთაშორისო ფოტოკონკურსის შედეგად შეიქმნა. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ მოწვეული საპატიო სტუმრები, დარგის მეცნიერები, მათ შორის პროფესორი პაავო ჰოჰტი, ბიზანტიოლოგი, დოქტორი რენია სუომინენ-კოკონენი, არქიტექტორი და ჰელსინკის უნივერსიტეტის ლექტორი. ღონისძიების დასასრულს, ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, მაქსიმოს ჩარაკოპულოსმა მადლობა გადაუხადა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ ამბროსიოს და აღნიშნა, რომ ის 1993 წელს ესწრებოდა I.A.O.-ს გენერალური ასამბლეის დამფუძნებელ სხდომას ორმილიაში, ქალკიდიკიში და მას შემდეგ აქტიურად უდგას მხარში ორგანიზაციის მუშაობას. 26 სექტემბერს, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ფინეთის პარლამენტში. ფინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტარია ფილატოვამ დელეგაციის წევრები მიიღო სამუშაო ფორმატში. თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, მაქსიმოს ჩარაკოპულოსმა აღნიშნა, რომ „ჩვენი სამყარო განიცდის სწრაფ ცვლილებებს და აუცილებელია ამ ახალ გამოწვევებს ერთობლივად დავუპირისპირდეთ, რადგან თანმიმდევრული კრიზისები, მათ შორის ისეთი, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის, იმიგრაციის, ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვენ ჩვენგან“. მისი თქმით, ეს გამოწვევები ხაზს უსვამს საკითხების არსებითი და პრაქტიკული სოლიდარობით გადაწყვეტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ გლობალური საზოგადოების ერთობლივი ჩართულობის მეშვეობით. გარემოსდაცვითი ცნობიერება მართლაც ქრისტიანული გზავნილია და ამ მხრივ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პიონერია. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "მწვანე პატრიარქს" გარემოს დაცვის ინიციატივების დაჟინებული მოთხოვნების გამო, თქვა მან. ფინეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, მომავალისთვის უკეთესი მზადყოფნის მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების სამწუხარო რეალობის გათვალისწინებით. შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ფინელ კოლეგებთან ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე და აღნიშნა ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. აღსანიშნავია შეხვედრა კაროლინა პარტანენთან, ჩრდილოეთის საბჭოში (NORDIC Council) ფინეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან. მან დელეგაციის წევრებს გააცნო საბჭოს მიზნები, სტრუქტურა და ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის შესახებ. მისი თქმით, საბჭო შეიქმნა 1952 წელს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისთვის, რომლის პირობები ჩამოყალიბებულია 1962 წლის ჰელსინკის შეთანხმებაში. საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება თემატურ და ჩვეულებრივ სესიებზე. საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველწლიურად ბრუნავს ხუთ სკანდინავიურ ქვეყანას შორის და რიგითი სხდომა იმართება თავჯდომარე ქვეყანაში. საბჭოში შედიან დეპუტატები დანიიდან, ფინეთიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ფარერის კუნძულებიდან, გრენლანდიიდან და ალანდიდან (სულ 87 წევრი). დღეს, წევრი ქვეყნების დეპუტატთა საერთო მიზანია ჩრდილოეთის რეგიონი გახდეს ყველაზე მდგრადი და ინტეგრირებული რეგიონი მსოფლიოში. შეხვედრაზე IAO-ს გენერალურმა მდივანმა ქალბატონ პანტანენს გააცნო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ ინფორმაცია, ისაუბრა ორგანიზაციის მისწრაფებებსა და ინიციატივებზე და ხაზი გაუსვა მომავალი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მზარდ მნიშვნელობასა და გეგმებზე. ჩრდილოეთის საბჭოს ფორმატის გაცნობის დროს, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პერსპექტივაში, თანამშრომლობის ეს მაგალითი შეიძლება გამოსადეგი იყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვისაც. ანგარიში მოამზადა: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, ლიკა ფერაძემ