საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის წერილობითი მოხსენება
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის წერილობითი მოხსენება
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის წერილობითი მოხსენება (ეს პროექტი) მოხსენება
- მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის გამოსვლა. ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
წერილი
09 ოქტომბერი 2023
MOD 8 23 01192736
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის შესაბამისად, მინისტრის საათის
ფარგლებში, წარმოგიდგენთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის წერილობით
მოხსენებას.
დანართი: 22 გვ.
მინისტრის მოადგილე
გრიგოლი გიორგაძე
მოხსენება
მინისტრის საათი - 2023 წლის 17 ოქტომბერი
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო პარლამენტის წევრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგესალმებით ყველას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, სამხედროებს და
ჩვენს საზოგადოებას. მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება წარვსდგე თქვენს
წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში და დეტალურად მოგახსენოთ ჩვენს
მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმული
ნაბიჯებისა და სამომავლოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ. რა
თქმა უნდა, მზად ვარ, გამოვიყენო ეს ეფექტური, დემოკრატიული ფორმატის
შესაძლებლობა,
რომელიც
წარმოადგენს
ანგარიშვალდებულებისა
და
გამჭვირვალობის მკაფიო მაგალითს და ვუპასუხო თქვენს ყველა შეკითხვას.
პირველ რიგში, მინდა ჩემი დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი
სამხედროების, ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგითებისადმი მისალმებითა
და მათთვის უდიდესი მადლობის გადახდით. ისინი არიან ადამიანები,
რომლებიც
მზად
უსაფრთხოებისთვის
არიან
და
ჩვენი
ქვეყნის
მშვიდობის
თავისუფლებისთვის,
დასაცავად
გაიღონ
მისი
ყველაზე
მნიშვნელოვანი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. იყო შენი ქვეყნის
ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ
ძალისხმევას და თავგანწირვას. მე მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული
სამხედროებისა და მათი ოჯახების წინაშე. ისინი არიან მაგალითი ვაჟკაცობისა
და სამშობლოს სიყვარულის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს
დაჭრილ-დაშავებულ გმირებს და აღუთქვა მათ ჩვენი კიდევ უფრო მეტი
გვერდში
დგომა.
ჩვენი
სამხედროები
ბოლო
წლების
განმავლობაში
სამაგალითოდ მსახურობდნენ ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო
მისიებში, მხარს უჭერდნენ სამოქალაქო სტრუქტურებს პანდემიის წინააღმდეგ
ბრძოლაში, ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად მონაწილეობდნენ ბუნებრივი
კატასტროფების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ,
რაჭის
სტიქიის
დროს,
როგორ
თავდაუზოგავად
შრომობდნენ
ისინი
მაშველებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. მინდა ყველა
მათგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ღირსეული
სამსახურისთვის და ქვეყნის ერთგულებისთვის.
1
მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულების ოჯახებს და
დაღუპული
სამხედრო
მოსამსახურის
ოჯახს.
ასევე
დაიღუპა
ერთი
პოლიციელი.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის 17 ოქტომბერი, ჩვენი ვეტერანების დღე და
მინდა მათ განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის
ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და
მნიშვნელოვანი
წვლილი
შეიტანეს
თანამედროვე
ქართული
ჯარის
ჩამოყალიბებაში. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას და კიდევ
ერთხელ ვუხდი მადლობას სამსახურისთვის.
პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ჩვენი ქვეყანა დღეს იმყოფება ძალიან
რთულ, არაპროგნოზირებად და ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში.
არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი, არამედ მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით
მისი ევროპული ნაწილი არის უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი გამოწვევის წინაშე, ევროპული უსაფრთხოების
არქიტექტურა არასოდეს დამდგარა. უკვე წელიწადნახევარზე მეტია რუსეთი
აგრესიულ და სასტიკ ომს აწარმოებს დამოუკიდებელი და სუვერენული
ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამ ომს უკვე შეეწირა უამრავი
უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე და ამ პროცესის დასასრული ჯერ არ ჩანს.
ჩვენი ქვეყანა იმ რეგიონის ნაწილია, სადაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს
თავისი
გეოპოლიტიკური
ინტერესების
გატარებასა
და
ნატოსა
და
ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონზე წვდომის შეზღუდვას. ამ მიზნის
მისაღწევად ის იყენებს აგრესიულ და ძალადობრივ პოლიტიკას, სასტიკ ომებს
და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის წესებს, ახორციელებს
მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, სეპარატიზმის წახალისებას და სხვადასხვა
ჰიბრიდული მეთოდების მეშვეობით ქაოსის დათესვას. საქართველო ერთერთი პირველი გახდა რუსული აგრესიისა და ოკუპაციის სამიზნე. 2008 წელს,
ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიამდე და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების
ოკუპაციამდე, რუსეთი შემოიჭრა სწორედ ჩვენს ქვეყანაში და როგორც
მოგეხსენებათ, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ჩვენი
ქვეყნის განუყოფელ ნაწილებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დგას საოკუპაციო
ძალა და აგრძელებს ძალადობრივ პოლიტიკას ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
2
ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა თავისი სტანდარტებით,
მოდერნიზაციითა
და
მზადყოფნის
დონის
გაზრდით,
დღითი
დღე
უახლოვდება ევროპულ ოჯახს და ევრო-ატლანტიკურ სივრცეს. თუმცა
ამასთანავე, ჩვენ ჯერ არ ვართ ამ სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და არ გვაქვს
უსაფრთხოების ის ხარისხი რაც მოაქვს ნატოს წევრობას. შესაბამისად ჩვენი
ხელისუფლების
პრაგმატული
პოლიტიკა
წარმოადგენს
ჩვენი
ქვეყნის
ინტერესების დაცვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატების
გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ გარანტს.
პატივცემულო
პარლამენტის
წევრებო,
მინდა
გითხრათ,
რომ
ჩვენი
პრაგმატული პოლიტიკა ვერ იქნება წარმატებული და ეფექტური თუ მას
ზურგს არ გაუმაგრებს ჩვენი ქვეყნის წარმატება, რეფორმები და მისი
ხელშესახები შედეგები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სექტორში. ქართული
ჯარი და მისი შესაძლებლობები არის სწორედ ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. საქართველოს უსაფრთხოების დაცვა
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის
პოლიტიკის ეფექტურობაზე. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ნაწილია ჩვენი ჯარის გაძლიერება, მისი მზადყოფნის დონის ამაღლება და
თანამედროვე, მოტივირებულ და ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალად ქცევა.
მინდა ამ შეხვედრისას მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩვენს მიერ,
ბოლო წლების განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეეხება
ჩვენი ჯარის შესაძლებლობების გაძლიერებას, ინფრასტრუქტურისა და
ლოჯისტიკის
მოდერნიზებას,
საერთაშორისო
პარტნიორობის
ინსტიტუციურ
განმტკიცებას,
განვითარებასა
ჯარისკაცებზე
და
და
მათ
ოჯახებზე ზრუნვის პოლიტიკას.
თანამედროვე ომის წარმოება მოითხოვს კარგად გაწვრთნილი, მობილური,
მაღალი მოტივაციის და ამასთანავე, ტექნოლოგიურ სიახლეებთან
და
შესაძლებლობებთან თავსებადი თავდაცვის ძალების არსებობას. ბოლო
წლებში, მიმდინარე ომებმა, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომმა მკაფიოდ
დაგვანახა ბრძოლის ველის სურათისა და ამომწურავი ინფორმაციის ფლობის
მნიშვნელობა
და
ტექნოლოგიების
ამ
თვალსაზრისით
წარმოებისა
და
ახალი
დანერგვის
და
მუდმივად
მზარდი
აუცილებლობა.
ცხადია,
ამასთანავე, უმნიშვნელოვანეს ელემენტებად რჩება ჰაერსაწინააღმდეგო,
3
ჯავშანსაწინააღმდეგო და საარტილერიო შესაძლებლობების განვითარება,
ასევე ეფექტური საინჟინრო საშუალებების გაუმჯობესება. ეს ის ძირითადი
მიმართულებებია, რაც ასახულია, 2021 წელს, ჩვენს მიერ დამტკიცებულ,
თავდაცვის
ძალების
შესაძლებლობების
გრძელვადიანი
განვითარების
დოკუმენტში - „თავდაცვის ძალები 2030“. ის მკაფიოდ განსაზღვრავს ჩვენი
ჯარის
გაძლიერებისთვის
და
თანამედროვე
სამხედრო
ძალად
ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ ნაბიჯებს, ინსტიტუციურ რეფორმებსა და
საბრძოლო შესაძლებლობების განვითარებას.
თავდაცვის ძალების განვითარების სამოქმედო გეგმა 2030-ში განსაზღვრული
ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად ჩვენ არაერთი უმნიშვნელოვანესი
შესყიდვა განვახორციელეთ, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდა ჩვენი ჯარის
ბრძოლისუნარიანობა.
ცხადია,
აქცენტი
გაკეთებული
გვაქვს
ნატოს
სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე და ძველი საბჭოთა პერიოდის
ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლებაზე.
ჩვენი
ქვეყნის
უსაფრთხოებისათვის
მნიშვნელოვანი
როლი
ენიჭება
ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას. როგორც წარსულმა
გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო
დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი
კრიტიკული
ინფრასტრუქტურის
ჰაერსაწინააღმდეგო
შესაძლებლობების
დაცვის
მიმართულებით,
განვითარება
განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი
ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია გავხადოთ
ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო. ამ მიზნით, 2022 წელს
დასრულდა
რაფაელის
წარმოებული
საზენიტო-სარაკეტო
კომპლექსის
მოდერნიზება და გავაფორმეთ ხელშეკრულება დამატებით საზენიტოსარაკეტო კომპლექსის (სპაიდერი) შესყიდვაზე. ასევე, ნატოს წევრ ქვეყანასთან
ფინალურ ეტაპზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკებები ხელით გადასატანი
საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე. ნატოს წევრ და ასევე პარტნიორ
ქვეყანასთან გაფორმებულია ხელშეკრულებები მოკლე და შორ მანძილზე
მოქმედების თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე ხელით
გადასატანი დრონების აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემების შესყიდვაზე.
4
ჰაერსაწინააღმდეგო
შესაძლებლობების
განვითარებასთან
ერთად
მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების
გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესია,
რომ
გაუმჯობესდეს სამანევრო ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის
ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა ახლო, საშუალო და შორ მანძილზე. როგორც
მოგეხსენებათ, გასულ წლებში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური
თანამშრომლობით
ჩვენ
განვახორციელეთ
ჯაველინების
ორ
პარტიად
შესყიდვის პროცესი. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ პროცესს და მიმდინარეობს
ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებით
რაოდენობის შესყიდვა. ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები ხელის
ჯავშანსაწინააღმდეგო
ერთჯერადი
ყუმბარმტყორცნების
მნიშვნელოვანი
რაოდენობით შესყიდვაზე გერმანიასა და ესპანეთთან. საუბარია С-90-ზე და
RGW-90HH-T ტიპის ყუმბარმტყორცნებზე და მიმდინარეობს მოლაპარაკებები
შვედურ
მხარესთან
ერთ-ერთი
მაღალი
ხარისხის
მულტიფუნქციური
დანიშნულების ყუმბარმტყორცნების, კარლ გუსტავის შეძენაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არტილერიის გაძლიერებაა.
თანამედროვე ომებში კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ამ კომპონენტის
მნიშვნელობა და მისი როლი საბრძოლო ოპერაციების წარმატების საქმეში.
არტილერიის გამართული სისტემები და ეფექტური
კონტრბატარეული
ცეცხლის წარმოება წარმოადგენს ომში წარმატებისა და უპირატესობის
მოპოვების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს. საარტილერიო შესაძლებლობების
გაძლიერების მიმართულებით გადაიდგა და იგეგმება არაერთი ნაბიჯი.
კერძოდ, ამ კუთხით მიმდინარეობს ღონისძიებები საარტილერიო სისტემების
ცეცხლის დროულობისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ასევე აქტიურად
ვმუშაობთ კონტრბატარეული რადარების შესყიდვებისა და არსებული
საარტილერიო საშუალებების მოდერნიზების მიმართულებით. საარტილერიო
საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა ნატოსთან
თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა. მომავალში მნიშვნელოვანი
ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო
სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების
შესაძენად.
5
თანამედროვე
ომის
ტენდენციების
გათვალისწინებით,
მნიშვნელოვან
ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.
როგორც ვხედავთ, ამ კომპონენტში ტექნოლოგიური უპირატესობა და
მოწინააღმდეგის შესახებ ზუსტი და დროული ინფორმაციის მოპოვება,
სამხედრო ძალებს საშუალებას აძლევს, დაგეგმვის პროცესში, მართვასა და
ბრძოლის ველზე, სამხედრო მოქმედებების ეფექტურობა მნიშვნელოვნად
გაზარდოს. ამასთან უპილოტო საფრენი აპარატები სადაზვერვო ინფორმაციის
გარდა წარმოადგენს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკაზე
ეფექტური ზიანის მიყენების შესაძლებლობას, რასაც თავის მხრივ, გააჩნია, მათ
შორის, უმნიშვნელოვანესი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ეფექტი. სწორედ
ამიტომ,
კრიტიკულად
მნიშვნელოვანია
თავდაცვის
ძალებს
გააჩნდეს
ეფექტური და საკმარისი უპილოტო საფრენი აპარატები და ანტიდრონული
საშუალებები.
ამ
მიმართულებების
გაძლიერების
მიზნით
არაერთი
მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ და ვგეგმავთ უახლოეს მომავალში.
შესყიდული და შემოტანილია ამერიკული მრავალფუნქციური სარადარო
სისტემები. ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები რადიოელექტრონული
დაზვერვის სისტემების შეძენაზე. ამ კუთხით, ასევე დაგეგმილია სხვა
მნიშვნელოვანი სამუშაოები.
ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური პროექტია დრონების ადგილობრივი წარმოების
განვითარება. ჩვენ დავიწყეთ ავტორიტეტულ პოლონურ კომპანიასთან ერთად
საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერება. შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა
და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს
„დელტა-ვებე“
აქტიურად
მუშაობს
WARMATE-ის
ტიპის
(ტაქტიკურ
სადაზვერვო) უპილოტო საფრენი აპარატისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო
საფრენი აპარატის (ოპერატიულ-ტაქტიკური დონის) წარმოებისა და აწყობის
პროცესზე. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკის
შესაბამისად და წლის ბოლოსთვის დასრულდება საბრძოლო და სადაზვერვო
უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პირველი ეტაპი.
6
ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ პარალელურად ვახორციელებთ დრონების
ოპერატორების მომზადების პროცესს. ამ ეტაპზე, „დელტა-ვებე“-ს ბაზაზე
შექმნილ ტრენინგ ცენტრში წარმატებულად დასრულდა ოპერატორებისთვის
განკუთვნილი
უპილოტო
საფრენი
აპარატების
მართვისთვის
საჭირო
სწავლებისა და გადამზადების პირველი ეტაპი. ხოლო, ოპერატორების მეორე
ნაკადის სწავლება და გადამზადება დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე.
დამატებით
მინდა
განვითარებასთან
გითხრათ,
ერთად
რომ
ჩვენ
დრონების
ეროვნული
წარმოების
ვაგრძელებთ
წამყვანი
ქვეყნების
მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას.
თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის და სამხედრო თვალსაზრისით
უპირატესი მოწინააღმდეგისათვის, ეფექტური წინააღმდეგობის გაწევის
მიზნით, მნიშვნელოვანია ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტის - საინჟინრო
შესაძლებლობების გაძლიერება. ამ კუთხით, გერმანული გრანტისა და ევროპის
სამშვიდობო მექანიზმის (EPF)
დახმარების ფარგლებში, დაწყებულია
ღონისძიებები მსუბუქი, მაღალი გამავლობის, სატვირთო და სპეციალური
დანიშნულების ტექნიკის შეძენაზე. ასევე ვგეგმავთ, კონტრმობილობის
გაძლიერების მიმართულებით არაერთი ნაბიჯის გადადგმას.
ჩამოთვლილი
პრიორიტეტული
მიმდინარეობს
ღონისძიებები
მიმართულებების
თავდაცვითი
გარდა,
შესაძლებლობების
ასევე
სხვა
მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაზე.
როგორც თქვენ უკვე მოგეხსენებათ, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით. გასულ წლებში, მოდერნიზდა
თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს
პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება და მომავალშიც განვაგრძობთ.
კერძოდ, დასრულებულია იროკეზის (UH-1H) ტიპის შვეულმფრენების
აღდგენა/მოდერნიზება, ასევე მიმდინარე წელს დასრულდება მოიერიშე “SU–
25” თვითმფრინავის, MI- 8 MTV და “MI–24”-ის ტიპის შვეულმფრენების
მოდერნიზება. ასევე, L39 და AN-2 თვითმფრინავებთან დაკავშირებით
აქტიურად მიმდინარეობს კონტრაქტით გათვალისწინებული კაპიტალური
რემონტის პროცესი.
7
თავდაცვის ძალების აღჭურვისა და ნატოს სტანდარტების ტექნიკით
გადაიარაღების მიზნით, უკვე წლებია სხვა არაერთი ნაბიჯი გადავდგით.
კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის ძალები უკვე სარგებლობს ნატოს
სტანდარტების
M-4
ტყვიამფრქვევებით,
ტიპის
შაშხანებით,
ყუმბარმტყორცნებით
და
ასევე
ა.შ.
თანამედროვე
შეძენილ
იქნა
კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემები. დამატებით, სამინისტრომ
გადადგა
მნიშვნელოვანი
ნაბიჯი
მანევრისა
და
გადაადგილების
შესაძლებლობების განვითარების კუთხით და მიმდინარე წელს დაიწყო
თურქეთიდან ჯავშანტრანსპორტიორების VORAN-ების
შემოყვანა. აქვე
აღსანიშნავია და თქვენთვის ცნობილია რომ დაახლოებით 60-მდე დელტას
მიერ წარმოებული დიდგორის სხვადასხვა მოდიფიკაცია გადაეცა თავდაცვის
ძალებს. დამატებით, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთის ფარგლებში, შეიქმნა
საშტაბო-სამეთაურო
ჯავშანმანქანები
და
შემდგომში
სამინისტროს
8
ერთეული გადაეცემა.
თავდაცვის
ძალებისთვის
ასევე
მნიშვნელოვანია
მძლავრი
სამხედრო-
სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება. 2023 წელს თავდაცვის ძალებში
ჩამოყალიბდა „როლი 2“ დონის სამედიცინო ქვედანაყოფები და მიმდინარეობს
მათი
აღჭურვა-დაკომპლექტების
სამუშაოები.
კერძოდ,
დაგეგმილია
თანამედროვე საველე სამედიცინო მომსახურების აღჭურვილობის შეძენა,
სამანევრო
ქვედანაყოფების
საველე
ჰოსპიტალური
შესაძლებლობების
გაუმჯობესების მიზნით. ამ ეტაპზე, მოხდა ეროვნული წარმოების სამედიცინო
საევაკუაციო ტექნიკის ქვედანაყოფებზე გადაცემა.
თავდაცვის შესაძლებლობების შესყიდვის პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ
ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას. მე უკვე მოგახსენეთ
უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჯავშანმანქანების შესახებ. ასევე, ცენტრ
დელტაში შეიქმნა ახალი ტიპის, მოდულური კონსტრუქციის ჯავშან-ჟილეტი,
რომელიც 7 000 ერთეული წლის ბოლომდე მიეწოდება ჩვენს ჯარს. ასევე ჩვენს
სამხედროებს გადაეცემათ 7 000 ერთეული ჩაფხუტი და ამდენივე ცენტრ
დელტაში პირველად შექმნილი განტვირთვის უნივერსალური სისტემა - იგივე
საბრძოლო ტაქტიკური ქამარი. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის
მიმართულებით და გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან.
8
აქვე მინდა გითხრათ, რომ წარმატებით მუშაობს დელტას ბაზაზე შექმნილი
კიდევ ერთი საწარმო „დელტა-ტექსტილი“, რომელშიც ამ ეტაპისთვის
დასაქმებულია დაახლოებით 500 კვალიფიციური თანამშრომელი. მიმდინარე
წელს შპს „დელტა ტექსტილმა“ ჩვენს ჯარს გადასცა სხვადასხვა სახის
პროდუქცია,
როგორებიც
არის
საველე
აღჭურვილობა,
ქურთუკები,
სპორტული ტანსაცმელი, კლასიკური უნიფორმები, რბილი ინვენტარი და ა.შ.
2024 წელს, კომპანიის პოპულარიზაციისა და მომგებიანობის გაზრდის
მიზნით, დელტა ტექსტილის მიერ იგეგმება ონლაინ გაყიდვების დამატება.
ამასთან,
გაიზრდება
ექსპორტის
გზით
რეალიზებული
პროდუქციის
რაოდენობა.
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად ვაგრძელებთ ჩვენი
ჯარისთვის
აუცილებელი
ინფრასტრუქტურული
და
ლოჯისტიკური
შესაძლებლობების განვითარებას. ეს არის ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი
მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სამხედროების ღირსეული
კვების, სამუშაო და დასვენების პირობებს, სამხედრო ტექნიკისა და ქონების
მოვლის სათანადო შესაძლებლობებს. თქვენ უკვე მოგეხსენებათ, რომ ამ
მიმართულებით
არაერთი
ფუნდამენტური
ნაბიჯი
გადაიდგა.
ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო
ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც
ინფრასტრუქტურული
ობიექტების
მდგომარეობა
თვისობრივად
გააუმჯობესა.
დღეს ჩვენს ჯარისკაცებს გააჩნიათ მოდერნიზებული, ნატოს წევრი ქვეყნების
დონის ინფრასტრუქტურა. ცხადია, ჩვენ ერთის მხრივ, ვინარჩუნებთ
ინფრასტრუქტურული ობიექტების მაღალ დონეს, ხოლო მეორეს მხრივ,
ინფრასტრუქტურის
განვითარება
და
მშენებლობა
კვლავ
აქტიურად
მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. 2024 წელს, ამ მიზნით,
თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.
მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე
მეტი. ასევე დავიწყეთ და მომავალ წელს აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი
ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას,
როგორიცაა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მუხროვანში, ავიაციისა
და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ბაზა თბილისში, ასევე კადეტთა
9
სამხედრო ლიცეუმი თბილისში, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს
დაფარავს. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კადეტთა ლიცეუმი ქუთაისში, სადაც
სწავლაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. სწორედ მსგავსი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მნიშვნელობის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობისა და
მზარდი მოთხოვნის გამო, გადაწყდა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა
ახალი ლიცეუმის მშენებლობა.
აქტიურად ვაგრძელებთ ლოჯისტიკური შესაძლებლობების განახლებას.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ
თანამედროვე
ნატოს
გასული საუკუნის 60-იანი წლების ტექნიკის
სტანდარტების
ჩანაცვლების ფარგლებში, უკვე
შევიძინეთ.
ასევე,
ლოჯისტიკური
საშუალებებით
500-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა
ლოჯისტიკური
შესაძლებლობების
გაუმჯობესების
თვალსაზრისით, დამატებით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა
გერმანულმა მხარემ, თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი გრანტის
გამოსაყოფად არალეტალური სამხედრო ქონების შესაძენად.
თავდაცვის ძალების განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
მის
ინსტიტუციონალურ
განვითარებას.
ჩვენ,
თქვენი
მხარდაჭერით,
მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო
სამსახურის
მიმართულებით
და
ვაგრძელებთ
სარეზერვო
სამსახურის წარმატებულ რეფორმას.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული თავდაცვის კოდექსი
წარმოადგენს
უმნიშვნელოვანეს
სამინისტროში
დამკვიდრებული
რეფორმას,
რომელიც
გრძელვადიანი
თავდაცვის
ინსტიტუციური
განვითარების მიდგომას ეფუძნება. აღნიშნული კოდექსით რეგულირდება
არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. კოდექსი არსებითად ცვლის და თავდაცვის
მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს
და შემოაქვს ჩვენი სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი
გარანტიები.
როგორც უკვე მოგეხსენებათ, ეს რეფორმები შემუშავებულია
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების, საქართველოს
უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების გათვალისწინებით.
თქვენ დეტალურად გაიარეთ პარლამენტში დამტკიცებამდე ეს კოდექსი,
ამიტომ მე მასზე ბევრს არ ვილაპარაკებ და მხოლოდ ძირითად, მნიშვნელოვან
საკითხებს შევახსენებ საზოგადოებას. აღნიშნული რეფორმებით ერთხელ და
10
სამუდამოდ
აღმოიფხვრება
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურთან
დაკავშირებული ნაკლოვანებები. 2025 წლის პირველი იანვრიდან, სრულიად
განახლებული და ახალი სახელწოდების წვევამდელთა ეროვნული სამხედრო
სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს
სისტემაში,
სადაც
წვევამდელები
მაღალი
დონის
საწყისი
საბრძოლო
მომზადების (BCT) კურსებს გაივლიან და სრულად შეისწავლიან იმ უნარჩვევებს, რაც მათ სამომავლოდ ქვეყნის რეზერვის სრულფასოვან წევრებად
აქცევს. შედეგად, ამ რეფორმით, ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებს
ათიათასობით
მომზადებულ
რეზერვისტს,
რაც
ჩვენი
ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ამასთან ერთად, ჩვენ მოვახდინეთ სამხედროებისათვის მრავალწლიანი
სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული, ახალი საბინაო პროგრამის
განგრძობითობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო დონეზე. კერძოდ, 2024
წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება, უზრუნველყოს საცხოვრებელი
ფართების (ბინების) მშენებლობა სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ
წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით. ეს არის ინსტიტუციონალური
განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა,
რადგან უმცროს ოფიცერთა
შემადგენლობისთვის ქმნის მოტივაციას, განაგრძონ პროფესიული ზრდა და
კარიერული წინსვლა. შესაბამისად, გამოცდილ ოფიცერთა კორპუსის ზრდა და
შენარჩუნება
იქნება
მნიშვნელოვანი
თავდაცვის
ძალების
ეფექტური
საქმიანობისთვის.
ასევე თქვენ იცით, რომ ახალი კოდექსით შეიცვალა გადავადების პირობები.
აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური
„რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის
თავიდან არიდების მიზნით.
თავდაცვის ძალების ინსტიტუციონალური განვითარებისათვის კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი საკითხია სარეზერვო სამსახურის რეფორმა.
როგორც უკვე მოგეხსენებათ, ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ტერიტორიული
თავდაცვის 2 ბრიგადა, რომლებიც შედგება ტერიტორიული თავდაცვის
ბატალიონებისგან. აღნიშნული ბატალიონები გაშლილია ტერიტორიული
პრინციპით საქართველოს მასშტაბით. 2024 წლიდან ვგეგმავთ ტერიტორიული
თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდას. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის
დასაწყისში ტერიტორიულ რეზერვს გაეზარდა ანაზღაურება.
11
ტერიტორიული თავდაცვის აღნიშნული ქვედანაყოფები აქტიურად არიან
ჩართულები ადამიანური და ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეულ საგანგებო
მდგომარეობებში, მათ შორის ჩართულნი იყვნენ შოვის სტიქიის დროს
სამაშველო სამძებრო ოპერაციებში. როგორც იცით, ომიანობის დროს
ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები ტერიტორიული თავდაცვის
პრინციპებიდან
გამომდინარე
იმოქმედებენ
თავდაცვის
ძალების
შემადგენლობაში.
ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციებთან მჭიდრო
თანამშრომლობას და ხელს ვუწყობთ მათი ჩართულობის ზრდას თავდაცვის
ღონისძიებებში. ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები როგორც
საერთაშორისო, უწყებათაშორისი და თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილ
სხვადასხვა სწავლებებში და ღონისძიებებში, რომლებსაც ორგანიზებას უწევს
საქართველოს ეროვნული გვარდია, ასევე თავდაცვის სამინისტრო აქტიურად
მხარს უჭერს მათ მიერ დაგეგმილ საბაზისო სწავლებებს ავტოტრანსპორტითა
და მატერიალური ქონებით.
ჩვენ აღნიშნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინსტიტუციონალიზაცია
მოვახდინეთ და, თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში
იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის
მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და
ეფექტურს გახდის.
ინსტიტუციური
განვითარების
თვალსაზრისით,
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება. თქვენ
ყველამ კარგად იცით თუ რა როლი ენიჭება კიბერსივრცის დაცვას
თანამედროვე
მსოფლიოში.
ამ
თვალსაზრისით,
გრძელდება
აქტიური
თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების
განვითარების კუთხით. 2021 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან
დაახლოებით
გაფორმდა,
არსებითად
6,5
მლნ
რომელიც
აშშ
დოლარის
კიბერუსაფრთხოების
გაუმჯობესებას
ემსახურება.
თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
12
ღირებულების
ბიუროს
ამ
ხელშეკრულება
შესაძლებლობების
კუთხით,
იგეგმება
კიბერუსაფრთხოების
გაძლიერების
თვალსაზრისით
მნიშვნელოვანი
მხარდაჭერა გვაქვს ნატოსა და ევროკავშირისაგან. ევროკავშირისაგან ბოლო ორ
წელიწადში
ჯამში
თანამშრომლობის
4
მლნ
ევრომდე
ფარგლებში
იქნა
გამოყოფილი.
აღსანიშნავია
ნატოსთან
კიბერუსაფრთხოების
ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც 2024 წლისთვის იგეგმება და
რომლისთვისაც გამოყოფილია 700 000 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა. ასევე
მნიშვნელოვანია
ამ
თვალსაზრისით
დიდი
ბრიტანეთის
ძალისხმევა.
მიმდინარე ეტაპისათვის ბრიტანული მხარის მიერ აქტიური დამუშავების
ფაზაშია ახალი ოფისისა და კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის
პროექტი, რისი პრაქტიკული განხორციელებაც დაიწყება პროექტის საბოლოო
შეჯერებისთანავე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბრიტანული მხარის
მიერ გამოყოფილია 5 მლნ ფუნტამდე ფინანსური რესურსი.
ცხადია, ჩვენი ჯარის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს ჩვენი სამხედროების შესაბამის პროფესიულ განათლებას. წარმატებული
ჯარის მშენებლობა შეუძლებელია უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედროების
გარეშე. ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ნატოს სტანდარტების შესაბამისად,
ვხვეწთ და ვავითარებთ საქართველოში არსებულ
უმაღლეს სამხედრო
განათლების პროგრამებს და მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ ნატოსა
და მისი წევრი ქვეყნების მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები.
თავდაცვისა
და
შეკავების
შესაძლებლობების,
ნატოს
სტანდარტებთან
დაახლოების და საბრძოლო საშუალებების შეძენისა და მოდერნიზების
კუთხით,
თავდაცვის
სამინისტროს
ძალისხმევასთან
ერთად,
ასევე
მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების კიდევ
უფრო გაღრმავება და გაძლიერება. სწორედ ამიტომ, ორმხრივ და მრავალმხრივ
ფორმატებში,
ჩვენ
მაქსიმალურად
ვცდილობთ
გავაუმჯობესოთ
თანამშრომლობა ნატოსთან, ევროკავშირთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ
პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან
და სხვა პარტნიორ
ქვეყნებთან.
ჩვენ ყველა არსებულ მექანიზმს ვიყენებთ ნატოსთან კიდევ უფრო მეტად
დაახლოების, ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებისა და საბოლოოდ ამ
ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ
ნატო, გრძელვადიან პერსპექტივაში, არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და
13
კეთილდღეობის
უზრუნველყოფის
უალტერნატივო
ალიანსი.
სწორედ
ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობას და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და
პრაქტიკული
მიმდინარეობს
მექანიზმების
ეფექტურ
ნატო-საქართველოს
განხორციელებას.
პრაქტიკული
წარმატებით
თანამშრომლობის
უმთავრესი მექანიზმის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება და
მასში გაწერილი ინიციატივების ეფექტურად დანერგვა. აღსანიშნავია, რომ
აღნიშნული მექანიზმი ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების
ინიციატივის
უდიდესი
პროექტია
პარტნიორ
ქვეყნებთან
არსებული
პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს შორის. ეს კიდევ ერთხელ
აჩვენებს ჩვენს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკას. ასევე,
როგორც იცით ნატოს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა „საქართველოსთვის
მორგებული მხარდაჭერის პაკეტი“, რომელიც ასევე ნატო-საქართველოს
არსებითი პაკეტის ფარგლებში შესრულდება.
გასულ წელს, რთული უსაფრთხოების გარემოს მიუხედავად, წარმატებით
დავგეგმეთ და ვუმასპინძლეთ რიგით მესამე ნატო-საქართველოს ერთობლივ
სწავლებას „NATO-GEO Exercise 22“, რითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა
პარტნიორების
მხარდაჭერა
და
კიდევ
უფრო
ამაღლდა
ურთიერთთავსებადობის დონე. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ნატოს საპასუხო ძალებში და 2024 წლიდან ჩვენი კონტრიბუცია აქ კიდევ უფრო
გაიზრდება სპეციალური ოპერაციების ძალების ჩართულობით.
რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან,
როგორც მოგახსენეთ, ის ყოველწლიურად იზრდება და ძლიერდება. ეს არის
პარტნიორობა, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს,
ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებას და წესებზე
დაფუძნებული
უსაფრთხოების
წესრიგის
ერთგულებას.
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან,
გასულ
წელს,
საქართველოს თავდაცვის
ძალების მხარდაჭერის მიზნით ჯამში გამოყოფილ იქნა 67.4 მილიონი
დოლარი. მიმდინარე წელსაც, საგარეო სამხედრო დაფინანსებისა (FMF) და
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში დაახლოებით იგივე
მოცემულობის თანხა იქნება გათვალისწინებული, რის გამოც ჩვენ მადლიერი
ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის.
14
მიმდინარე წელს ამერიკული მხარის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს
თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის
შესრულების
პროცესი,
იმ
დოკუმენტის,
რომელსაც
ჩემს
ამერიკელ
კოლეგასთან, ბატონ ლოიდ ოსტინთან ერთად მოვაწერეთ ხელი 2021 წელს.
ასევე,
პოზიტიური
მრავალეროვნული
დინამიკით
სწავლებები,
რაც
გამოირჩევა
ზრდის
აშშ-საქართველოს
თავდაცვის
ძალების
პროფესიონალიზმსა და ურთიერთთავსებადობის დონეს. დაახლოებით ერთი
თვის წინ დასრულდა სწავლება „მტკიცე სული’’ (Agile Spirit), რომელშიც 21
ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მომდევნო წლისთვის
სწავლება „ღირსეულ პარტნიორის“ (Noble Partner) დაგეგმვის პროცესი.
ამერიკის შეერთებული
შტატების
მხარდაჭერით, ასევე მიმდინარეობს
სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა
და აღჭურვილობის მოდერნიზაცია. როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ,
აქტიურად
გრძელდება
თანამშრომლობა
კიბერ
თავდაცვითი
შესაძლებლობების განვითარების კუთხით, რაც მეტად მნიშვნელოვანია
თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.
პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ასევე მინდა გითხრათ, რომ თავდაცვის
სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების მიზნის მიღწევის გზაზე, სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში
აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში. ჩვენ ინტენსიურად
ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის
პოლიტიკის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ევროკავშირის არაერთ
მისიაში ვიღებდით მონაწილეობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა თუ
მალიში და ჯამში 680-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა გლობალური
უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეიძინა უნიკალური გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან საქართველო ევროკავშირთან აქტიურად
თანამშრომლობს ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში და
ჩვენ მადლიერები ვართ ევროპული საბჭოსი, რომელმაც 2021-2023 წლებში
საქართველოს თავდაცვის ძალებს დაახლოებით 63 მილიონი ევროს ოდენობის
დახმარება გამოუყო, რაც სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვა და
კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების
გაძლიერებას მოხმარდება. ეს არის სექტორული თანამშრომლობისა და
15
ინტეგრაციის მკაფიო და წარმატებული მაგალითი და დარწმუნებული ვარ,
მიმდინარე
საერთაშორისო
მოვლენების
ფონზე,
ევროკავშირის
როლი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო გაიზრდება და
შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენ ასევე პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს რეგიონალურ და
სხვა პარტნიორებთან. გრძელდება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის
სამმხრივი ფორმატის მაღალი დონის შეხვედრები, სწავლებები და ორმხრივი
თანამშრომლობის გეგმების შესრულება. წელს, უშუალოდ ჩემი ვიზიტის
დროს, ხელი მოეწერა აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის
განახლებულ ხელშეკრულებას. თურქეთთან კი კიდევ უფრო ვითარდება ჩვენი
სტრატეგიული თანამშრომლობა. რეგიონულ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირი
მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და
სტაბილურობის, უწყვეტი ეკონომიკური ურთიერთობებისა და განვითარების
უზრუნველსაყოფად.
რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით აღსანიშნავია, რომ ე.წ.
რამშტაინის ფორმატის შექმნიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და
პირადად
მე
რეგულარულად
ვმონაწილეობთ
უკრაინის
თავდაცვის
საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებში, რაც უკრაინის მიმართ, ჩვენი და
საერთაშორისო
საზოგადოების
მხრიდან,
დამოუკიდებლობისა
და
ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.
ასევე აღსანიშნავია ჩვენი მზარდი ორმხრივი თანამშრომლობა გერმანიასთან.
კერძოდ 2022-2023 წლებში, ჯამში დაახლოებით 28 მილიონი ევროს ოდენობის
გამოყოფილი გრანტით მიმდინარეობს საინჟინრო საშუალებების შესყიდვის
პროცესი, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ლოჯისტიკისა და კონტრ-მობილობის
შესაძლებლობებს.
მინდა გითხრათ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ასევე ინტენსიური გახდა
ურთიერთობა თავდაცვის სფეროში დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან,
ნორვეგიასთან,
შვედეთთან,
დანიასთან,
სლოვაკეთთან,
რუმინეთთან,
პორტუგალიასთან და სხვა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რათა კიდევ უფრო
გავაძლიეროთ
ჩვენი
თავდაცვის
ძალები,
გავაუმჯობესოთ
საბრძოლო
შესაძლებლობები და გავზარდოთ ურთიერთთავსებადობა ნატოს წევრ
ქვეყნებთან. ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
16
პატივცემულო
პარლამენტარებო,
მნიშვნელოვან
ინსტიტუციურ
რეფორმებთან, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და
საერთაშორისო
თანამშრომლობის
გაღრმავებასთან
ერთად,
ჩვენთვის
უპირველესი და უმნიშვნელოვანესია ჩვენს სამხედროებსა და მათი ოჯახის
წევრებზე ზრუნვა. ცხადია, ჩვენი პროფესიონალი სამხედროები წარმოადგენენ
ჩვენი ჯარის სიძლიერის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან მათ გარეშე,
მათი პროფესიონალური უნარებისა და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის
გარეშე არცერთი შეიარაღება არ იქნება მნიშვნელოვანი და ეფექტური. ჩვენი
მიდგომაა:
უნდა
დაფასდეს
პროფესიონალიზმი
და
სამშობლოსთვის
თავგანწირვა. ამიტომ მუდმივად ვდგამთ ნაბიჯებს მათ დასაფასებლად და
უკეთესი პირობების შესაქმნელად.
სამხედროების დაფასებისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების გზაზე,
ბოლო წლებში არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა განვახორციელეთ,
რომელსაც კვლავ ვაგრძელებთ.
ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები, რომელიც
2024 წელსაც გაგრძელდება. მე შემიძლია მოგიყვანოთ მარტივი შედარება.
საკონტრაქტო სამსახურის რიგითის დარიცხული ხელფასი 2019 წელს
შეადგენდა 1050 ლარს, ხოლო დღეს არის 1530 ლარი, ამ ეტაპზე ზრდა შეადგენს
45%-ზე მეტს. 2024 წელს ჩვენ კვლავ ვგეგმავთ ხელფასების 10%-იან ზრდას და
შედეგად საკონტრაქტო სამსახურის რიგითის მინიმალური დარიცხული
ხელფასი იქნება 1,683 ლარი.
ხელფასების
ზრდის
პარალელურად,
წარმატებით
მიმდინარეობს
მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის
დაფასების მიზნით დაწყებული სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის
პროექტი.
ჩვენ უკვე დავასრულეთ და გადავეცით 1092 ბინა ჩვენს სამხედროებს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი თანამონაწილეობის პრინციპით განხორციელდა
და სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 აშშ დოლარის
გადახდა მოუწიათ. გადახდას კი ისინი არა საბანკო სესხით, არამედ
უპროცენტო შიდა განვადებით ახორციელებენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს
პროექტი განგრძობითი იქნება და ეს საკითხი თავდაცვის კოდექსით
დარეგულირდა. 2024 წელს დავიწყებთ მეორე ეტაპს.
17
წარმატებით გრძელდება ბოლო წლებში ინიცირებული სამხედროებისა და
მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის პროექტი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის
წევრებისთვის
სწავლის
საფასურის
50%-იან
თანადაფინანსებას
უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის
მინიმალური საფასურის - 2,250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა,
მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის
ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით
საერთო ჯამში 6500-მდე სამხედრომ და მათი ოჯახის წევრმა ისარგებლა.
სწავლა დაუფინანსდა - 5700-მდე სამხედრო მოსამსახურესა და მისი ოჯახის
წევრს. სტიპენდია კი გაიცა - 790 ბენეფიციარზე.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
სოციალური
პროგრამის
ფარგლებში,
საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ან დაშავებული ჩვენი
გმირი სამხედროების შვილების უმაღლესი განათლება ფინანსდება. ასევე,
მიმდინარე წელს, ამ კატეგორიას დაემატა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლესი
განათლების დაფინანსება.
გრძელდება ჩვენი სამხედროების უმაღლესი ხარისხის ეკიპირებით, მაღალი
დონის კვებითი და სადაზღვევო პირობებით უზრუნველყოფა. მომავალშიც ამ
თვალსაზრისით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ძალისხმევას.
ასევე
გვაქვს
ძალიან
წარმატებული
ინიციატივა,
რომელიც
უკვე
განხორციელდა. ჩვენ თანადაფინანსებით ავაშენეთ მზის ელექტროსადგური
ვაზიანის მე-4 ბრიგადაში, რომელიც გამოიმუშავებს ნახევარ მეგავატს, რაც
ერთის
მხრივ
საშუალებას
ელექტროენერგიის
ხარჯის
გვაძლევს
მივიღოთ
თვალსაზრისით
არსებითი
და
ასევე
ეკონომია
შევქმნათ
დამოუკიდებელი ელექტროენერგიის კვების წყარო.
მეორე
პროექტი,
რომელიც
ანალოგიური
გახლავთ,
არის
წყლის
ჭაბურღილების გაკეთება ბაზებზე. ჩვენ უკვე გავაკეთეთ რამდენიმე ბაზაზე,
18
მათ შორის სენაკში, რამაც ასევე არსებითად შეამცირა კომუნალური
გადასახადი თავდაცვის ძალებისთვის. აღნიშნული ეკონომიები, რა თქმა უნდა,
მომავალში მიმართული იქნება სხვადასხვა შესაძლებლობების განვითარებაში
და ჩვენ ამ პროექტს გავაგრძელებთ და ვეცდებით, რომ მოვიცვათ მთელი
თავდაცვის ძალების ყველა ნაწილი.
თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი პრიორიტეტია
ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებზე ზრუნვა. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ
ყველა პირობა, რათა ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს ჰქონდეთ
თანამედროვე
სტანდარტების
სამედიცინო
მომსახურება,
სათანადო
სოციალური უზრუნველყოფა და დასვენების საუკეთესო გარემო. უფრო
კონკრეტულად, ყოველწლიურად, შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ
ცენტრთან“ დადებული 300 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტით,
მიმდინარეობს
სხვადასხვა
საპროტეზო-ორთოპედიული
საჭიროებების
დაკმაყოფილება, ასევე გერმანულ კომპანიასთან ერთად ეტაპობრივად
განხორციელდება პროთეზების განახლება და მისი საგარანტიო მომსახურება.
ჩვენი დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს „დაჭრილ
მებრძოლთა
მხარდაჭერის
ფონდი“,
რომელთანაც
გვაკავშირებს
მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას
ვინც სოლიდარულია და მხარს უჭერს ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ
მებრძოლებს, ეს თქვენი სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო
გამოვლინებაა.
ასევე, წარმატებით მუშაობს ჩვენს რეგიონში უპრეცედენტო, მარო მაყაშვილის
სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე
სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით და ადაპტირებული სივრცეებით.
აღსანიშნავია, რომ ცენტრით სარგებლობენ, როგორც ქართველი დაშავებული
სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დაჭრილი და დაშავებული
უკრაინელი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები.
ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე გახლავთ სამხედრო მოსამსახურეების
სამხედრო
კარიერის
შემდგომი
გადამზადებისა
და
დასაქმების
შესაძლებლობების შექმნა. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის
სასწავლებლებთან და ასევე ვაძლევთ მათ შესაძლებელობას თავდაცვის
სისტემაში დასაქმდნენ სამოქალაქო პოზიციებზე, მათ შორის დელტაში,
თავდაცვის აკადემიაში და სხვაგან.
19
კიდევ
ერთი
მნიშვნელოვანი
საკითხი,
რომელსაც
ჩემს
დღევანდელ
გამოსვლაში შევეხები არის ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული
სულისკვეთების ამაღლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ამ
კუთხით, ბოლო წლებში თავდაცვის უწყების ინიციატივით არაერთი პროექტი
მიმდინარეობს, სადაც ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ. წელს
ჩვენ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დავიწყეთ პროექტი
„ჯარის ბანაკი“, რომელიც დაახლოებით 800-მა სკოლის მოსწავლემ გაიარა და
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი იყო დაინტერესება და მასში
მონაწილეობის
სურვილი. მომავალ
გავაფართოვებთ.
წელს
ამ პროექტს
კიდევ
უფრო
ზოგადად, არაერთი პროექტი გვაქვს ახალგაზრდებთან,
რომელიც სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზნებს ემსახურება. კერძოდ, პროექტის
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები ყოველწლიურად თავად სტუმრობენ
ასობით
სკოლას
და
მოსწავლეებს
აცნობენ
სამხედრო
თემატიკასთან
დაკავშირებულ საკითხებს. ასევე ახალგაზრდებს პროექტის „ერთი დღე ჯარში“
ფარგლებში ვაძლევთ საშუალებას თავად ესტუმრონ სამხედრო ბაზებს და
გაეცნონ ჩვენი ჯარისა და ჯარისკაცების ცხოვრებას. მოხარული ვარ, რომ ამ
ღონისძიებების პარალელურად სკოლების ნაწილში დაიწყო საგნის „სამხედრო
საქმე“ შესწავლა, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია
ჩვენი
ახალგაზრდებისთვის სამხედრო საქმის უკეთ შესასწავლად. მადლობას ვუხდი
განათლების
სამინისტროს
თანამშრომლობისათვის
ძალიან
და
მინდა
აქტიური
გითხრათ,
ძალისხმევისთვის
რომ
ეს
არის
და
ჩვენი
ხელისუფლების იმ მიდგომის ნაწილი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლოთ
ქვეყნისა და ოჯახის დაცვა. სწორედ, ამ სულისკვეთებითაა ჩვენი რეფორმები
და ახალი თავდაცვის კოდექსი. რა თქმა უნდა, ძლიერი ჯარი, ძლიერი
რეზერვი და პატრიოტულად განწყობილი თავისუფლებისთვის მებრძოლი
ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, წარმატებისა და მისი
თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი საფუძველი.
როგორც ახალგაზრდებში, ისე ჩვენს თავდაცვის ძალებში ჩვენ ვცდილობთ
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას და მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ
სხვადასხვა
სპორტული
გუნდების
აქტივობას.
მინდა
შემთხვევით
ვისარგებლო და მივულოცო ჩვენს სარაგბო გუნდს, რომელმაც წარმატებით
იასპარეზა საერთაშორისო დონის შეჯიბრში საფრანგეთში.
20
პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მე მინდა, კიდევ ერთხელ ამ
ტრიბუნიდან უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანების წინაშე და
ქედი მოვიხარო დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე და მათი ოჯახის
წევრებს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საამაყო პატრიოტების
გაზრდისთვის. ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს და
ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს ყოველთვის გვერდში დაუდგება.
ქალბატონებო და ბატონებო, ბოლოს მინდა გამოვეხმაურო იმ უსაფუძვლო
კრიტიკას, რასაც პერიოდულად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან
თითქოს შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება თავდაცვის შესაძლებლობების
გაძლიერების მიმართულებით და თითქოს არ ვმონაწილეობთ საერთაშორისო
სწავლებებში. შეჯამების სახით, მინდა მცირე ჩამონათვალი გავაკეთო იმ
სწავლებებისა და მნიშვნელოვანი შესყიდვების, რომლებიც ჩვენმა უწყებამ
მხოლოდ
2023
წელს
განახორციელა
და
სრულიად
აქარწყლებს
მათ
დაახლოებით
15
დეზინფორმაციას.
მხოლოდ
2023
წელს,
სამინისტრომ
გააფორმა
მრავალმილიონიანი ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე. ჩვენ ეს
კონტრაქტები
გვაქვს
ისეთ
ქვეყნებთან,
როგორიცაა
ესპანეთი
(კომპ.
INSTALAZA - ხელის გადასატანი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), გერმანია
(კომპ. DND (Dynamit Noble Defence) - ერთჯერადი
ყუმბარმტყორცნი),
საფრანგეთი, ისრაელი (კომპ. RAFAEL ADVANCED DEFENSE SYSTEMS Ltd. საჰაერო თავდაცვის სისტემა SPYDER;
ADAMS), პოლონეთი (კომპ. „Mesko
Spoika Akcyjna (S.A.)“ - საზენიტო-სარაკეტო საშუალება), ფინეთი (კომპ. შპს
"ჯეოჯერი" - Nammo Lapua; შაშხანების კომპლექტი), ჩეხეთი (კომპ. Excalibur
International a.s.
- საარტილერიო სისტემების შეკეთების და ტრენინგის
მომსახურება; LOM PRAHA - მფრინავების საწყისი მომზადების კურსი) და
სხვა. მოცემული კონტრაქტები ეხება ისეთი მნიშვნელოვანი შეიარაღების
საშუალებებს, როგორიცაა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, უპილოტო საფრენი
აპარატები,
ყუმბარმტყორცნები,
საშუალებები.
21
შაშხანები
და
სხვადასხვა
საბრძოლო
ასევე, მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა
შემადგენლობამ საქართველოში და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო და
წლის ბოლომდე მიიღებს ჯამში
27 მსხვილმასშტაბიან ეროვნულ და
მრავალეროვნულ სწავლებებში. ასევე, გარდა მსხვილმასშტაბიანი ეროვნული
და მრავალეროვნული სწავლებებისა, თავდაცვის ძალების სპეციალური
ოპერაციების ძალების, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა 13 სწავლებას და
საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო 5 მრავალეროვნულ სწავლებაში.
ყოველივე ეს ნათლად ადასტურებს ჩვენს ძალისხმევას გავაძლიეროთ
თავდაცვის ძალები და მკაფიოდ პასუხობს ცილისმწამებლურ ბრალდებებს.
ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არის მთელი ჩვენი
სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი
ნაწილი. მე მადლობას ვუხდი ჩვენს სამთავრობო გუნდს პრემიერ მინისტრის
ხელმძღვანელობით, ჩვენს საპარლამენტო გუნდს თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტს და მის ხელმძღვანელობას და პირადად თითოეულ თქვენგანს
მხარდაჭერისა და აქტიური ძალისხმევისთვის.
დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნისა და მისი
თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, კიდევ არაერთ სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან რეფორმას განვახორციელებთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო
მთელ საზოგადოებას, მათ შორის ყველა იმ ოპონენტს ვინც მხარს უჭერს ჩვენს
თავდაცვის ძალებს და ქვეყანას და ვისაც კარგად ესმის, რომ ჩვენი ქვეყნის
დაცვა არის ყველას ვალი. ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად
ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო უსაფრთხო
და დაცული.
რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული
მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, სწორედ მათი თავდადებისა და
პროფესიონალიზმის გამოა, რომ თავდაცვის ძალები არის გამორჩეული და
უმაღლესი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტი. დარწმუნებული ვარ, საერთო
ძალისხმევით მომავალში თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდება.
დიდი
მადლობა ყურადღებისთვის
შეკითხვებს!
22
და მზად ვარ
ვუპასუხო თქვენს